9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

მასწავლებელთა სახლი საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა მხარდასაჭერად – დავით სონღულაშვილის რეალურ-ვირტუალური გაკვეთილები

spot_img

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა და­იწყო, რო­მე­ლიც აქ­ცენტს სამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე აკე­თებ­და:  და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის პროგ­რა­მა „რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია“, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ მეც­ნი­ე­რულ კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბი და მა­თი დახ­მა­რე­ბით, მოს­წავ­ლე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრაქ­ტი­კულ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა-ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თონ;  მი­ნი-ლა­ბო­რა­ტო­რია (სა­ხე­ლოს­ნო) „ჩხირ­კე­დე­ლა“, და­მა­ტე­ბი­თი სივ­რ­ცე, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბას ცდი­ლო­ბენ; სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ტურ­ნი­რი – გუნ­დუ­რი შე­ჯიბ­რი STEM მი­მარ­თუ­ლე­ბის საგ­ნებ­ში. სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის საგ­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რია კა­ხა ჟღენ­ტი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ნუგ­ზარ მო­სუ­ლიშ­ვი­ლი და პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი – მაია ნა­კა­ში­ძე.

წელს, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა მხარ­და­სა­ჭე­რად, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­მა კი­დევ ერ­თი პრო­ექ­ტი წა­მო­ი­წყო – და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ფი­ზი­კის პე­და­გო­გებს 6-თვი­ა­ნი ტრე­ნინგ-კურ­სი შეს­თა­ვა­ზა. „პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, გარ­და იმი­სა, რომ მათ ვას­წავ­ლო, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ ჩე­მი ლა­ბო­რა­ტო­რია, ისიც არის, რომ და­ვეხ­მა­რო და ვას­წავ­ლო, თა­ვად რო­გორ შექ­მ­ნან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი, რო­გორ მო­ამ­ზა­დონ მსგა­ვ­სი პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­საც შემ­დეგ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და­ნერ­გა­ვენ.“ – აცხა­დებს და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი.

ტრე­ნინგ-კურ­სის დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ ბა­ტონ და­ვითს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვეს­ტუმ­რე და მი­სი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის შემ­ს­წ­რე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. თით­ქოს წა­მებ­ში წა­ი­შა­ლა ზღვა­რი რე­ა­ლურ და ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­როს შო­რის, თვალ­ნათ­ლივ და­ვი­ნა­ხე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში ცდე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და, იმავ­დ­რო­უ­ლად, მო­ცე­მუ­ლი ცდის თან­მ­ხ­ლე­ბი უხი­ლა­ვი მოვ­ლე­ნე­ბის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია. რთუ­ლია ვი­სა­უბ­რო რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, რად­გან ცხა­დია, დი­ლე­ტან­ტის დო­ნე­ზე, გა­მი­ჭირ­დე­ბა იქ ნა­ნა­ხი ხელ­საწყო­ე­ბი­სა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის ახ­ს­ნა-შე­ფა­სე­ბა, თან არ მგო­ნია, რომ მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ჩე­მი მო­საზ­რე­ბა, ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. მხო­ლოდ ერ­თი სიტყ­ვით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე­ბი – შთამ­ბეჭ­და­ვია!

რო­გორც ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, მი­სი რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია ერთ წუთ­ში და­გარ­წ­მუ­ნებთ, რომ „ფი­ზი­კა ყველ­გა­ნაა“, რომ „ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად ფიზი­კაა“ (ეს მათ­თ­ვის, ვის­თ­ვი­საც ფი­ზი­კა ერთ-ერ­თი რი­გი­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­ნია ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მის სა­გან­თა ნუს­ხა­ში) და მე­ტიც, სა­განს შე­გაყ­ვა­რებთ; არც იმ მი­ზე­ზე­ბის პოვ­ნას და გა­აზ­რე­ბას დას­ჭირ­დე­ბა დი­დი დრო – რა­ტომ არ მოს­წონთ მოს­წავ­ლე­ებს ფი­ზი­კა და რა­ტომ თვლი­ან, რომ უინ­ტერ­ესოა.

6-თვი­ა­ნი პროექ­ტის მი­ზა­ნიც სწო­რედ ამ მი­ზე­ზე­ბის დაძ­ლე­ვა და იმის გა­აზ­რე­ბაა, რო­გორ გავ­ზარ­დოთ მომ­ხ­მა­რებ­ლის ნაც­ვ­ლად, შემ­ქ­მ­ნე­ლი თა­ო­ბა. ამის­თ­ვის კი, უპირ­ვე­ლე­სად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის იმ მიდ­გო­მე­ბი­სა და ხერ­ხე­ბის სწავ­ლე­ბაა სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც ჯერ თა­ვად მათ გახ­დის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სის შემ­ქ­მ­ნელ მას­წავ­ლებ­ლე­ბად და შემ­დეგ – მათ მოს­წავ­ლე­ებს. რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია ამის სა­უ­კე­თე­სო შანსს იძ­ლე­ვა, ად­ვი­ლად გა­ერ­კ­ვე მოვ­ლე­ნებ­ში და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­დო სწავ­ლე­ბა.

ზო­გად სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი­რე­ბი­სა და კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში, ტრე­ნინგ-კურ­სის გარ­და, იმის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რებს, თუ რას ნიშ­ნავს სტე­მის სწო­რად გა­გე­ბა და რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­სა და ხერ­ხებს სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რ­და­ში.

– ბა­ტო­ნო და­ვით, დღეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში სტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი თან­და­თან იძენს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. ამის ფონ­ზე კი, სწავ­ლე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მე­თო­დე­ბი, ანუ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სწავ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. რას ფიქ­რობთ, რა დო­ზი­თაა სტე­მი ჩვენს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში?

– ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბა იმა­ზე, რომ გა­ნათ­ლე­ბა­ში სტემ სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა აუცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად უნ­და გა­ირ­კ­ვეს, რას ნიშ­ნავს სტე­მი და რის­თ­ვის კეთ­დე­ბა ეს. ცხა­დია, სტე­მის სწავ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას უნ­და და­ე­ფუძ­ნოს. სწავ­ლე­ბის ყველა­ნა­ი­რი ხერ­ხი უნ­და იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შ­ვებ­მა შეძ­ლონ ინ­ტე­რე­სით შე­ხე­დონ პრო­ცე­სებს, ანუ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნოთ და მოს­წავ­ლე­ებს სა­აზ­როვ­ნო გა­რე­მო შე­ვუქ­მ­ნათ. მუდ­მი­ვად ამას ვი­მე­ო­რებ და თქვენც გეტყ­ვით, რომ ფი­ზი­კის სწავ­ლე­ბის ძვე­ლი მე­თო­დე­ბი მოკ­ვ­და, ისე­თი ფი­ზი­კა აღარ არ­სე­ბობს და, შე­სა­ბა­მი­სად, ახალ ეტაპ­ზე უნ­და გა­და­ვი­დეთ. სკო­ლებ­ში ფი­ზი­კის და­ბალ დო­ნე­ზე სწავ­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს: პირ­ველ რიგ­ში, ფი­ზი­კამ და­კარ­გა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, იმი­ტომ რომ, ის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი გზა, რო­მე­ლიც აქამ­დე გვაქვს არ­ჩე­უ­ლი, უნ­და შე­იც­ვა­ლოს, აზ­როვ­ნე­ბის სექ­ტო­რი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უნ­და გა­და­ვიყ­ვა­ნოთ. თა­ვის­თა­ვად ჩნდე­ბა კითხ­ვა — მა­შინ რო­გორ უნ­და ვას­წავ­ლოთ? ფი­ზი­კა არის რე­ა­ლო­ბა და არა ვირ­ტუ­ა­ლუ­რად რა­ღა­ცის კე­თე­ბა ან გაკ­ვე­თი­ლის მო­ყო­ლა, ეს არა­ფერს არ ნიშ­ნავს. მოს­წავ­ლე თუ გაკ­ვე­თილს მოყ­ვე­ბა, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ მას ეს­მის, რა­საც ამ­ბობს. სწო­რედ აქ უნ­და იყოს ყვე­ლა­ნა­ი­რი ხერ­ხი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე აქ­ტი­უ­რი გავ­ხა­დოთ და თა­ვად ჩავ­რ­თოთ ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­ში, დას­კ­ვ­ნე­ბის  გა­მო­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ.

რო­გორ? მო­დი, პირ­ვე­ლად ვნა­ხოთ რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, რა­საც არ აქვს ანა­ლო­გი და ვერ­სად ნა­ხავთ (ეს ჩე­მი პა­ტენ­ტია). პირ­ველ რიგ­ში, ეს არის უხი­ლავ მოვ­ლე­ნა­თა ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია – ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის პი­რო­ბებ­ში, წყალს ჩა­ვას­ხამთ ჭი­ქა­ში, ცხა­დია, და­ვი­ნა­ხავთ, რომ ჭი­ქა­ში წყა­ლია. შემ­დეგ ჩავ­ყ­რით მა­რილს და სიტყ­ვი­ე­რად ავუხ­ნით ბავ­შ­ვებს, რა რე­აქ­ცია მოხ­და ჭი­ქა­ში. სულ ეს არის. რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში იმა­ვე ცდის ჩა­ტა­რე­ბი­სას სულ სხვა რა­მეს და­ვი­ნა­ხავთ – ჩა­ვას­ხამთ წყალს და და­ვი­ნა­ხავთ წყლის მო­ლე­კუ­ლებს, შემ­დეგ ჩავ­ყ­რით მა­რილს და იმ რე­აქ­ცი­ას ეკ­რან­ზე და­ვი­ნა­ხავთ, მო­ლე­კუ­ლე­ბის დო­ნე­ზე. მოს­წავ­ლეს რე­ა­ლუ­რად შე­უძ­ლია და­აკ­ვირ­დეს რა­საც ვა­კე­თებთ, რო­გო­რი რე­აქ­ცია წა­ვი­და, რო­გორ შე­ე­რია მა­რი­ლის მო­ლე­კუ­ლე­ბი წყლის მო­ლე­კუ­ლებს, რო­გორ მოხ­და პა­ტა­რა აფეთ­ქე­ბე­ბი, რომ­ლის შე­დე­გად წარ­მო­იშ­ვა ნატ­რი­უმ ქლო­რი­დი; შემ­დეგ ჩავ­რ­თავ ძაბ­ვას და გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ წა­ვა მი­მარ­თუ­ლი მოძ­რა­ო­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას ჰქვია რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც მე სა­შუ­ა­ლე­ბა  მაქვს, ყვე­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცდა ჩა­ვა­ტა­რო და და­გა­ნა­ხოთ მის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი.

 

გა­ვი­მე­ო­რებ, რომ სხვა არის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­დე­საც ცდებს ვირ­ტუ­ა­ლურ გა­რე­მო­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ და სხვაა რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ გა­ვა­კე­თე და ამის შე­სა­ხებ სა­გან­მა­ნათ­ლე­ბლო სივ­რ­ცის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კარ­გად იცი­ან. პა­ტა­რა მოწყო­ბი­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ნა­ხოთ, რა ხდე­ბა, მა­გა­ლი­თად, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ღრუბ­ლის წარ­მოქ­მ­ნი­სას, შიგ­ნით, რა პრო­ცე­სე­ბის­გან შედ­გე­ბა ფო­ტო­ე­ფექ­ტის მოვ­ლე­ნა.

ასე­ვე, გეტყ­ვით ერთ-ერ­თი ექ­ს­პე­რი­მენ­ტის შე­სა­ხებ, მა­გა­ლი­თად, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა წიგ­ნის გა­ცოცხ­ლე­ბა. რო­გორც წე­სი, გაკ­ვე­თილ­ზე ტე­ლე­ფო­ნებს უკ­რ­ძა­ლა­ვენ ბავ­შ­ვებს, აქ პი­რი­ქით ხდე­ბა — უნ­და მო­ი­მარ­ჯ­ვონ ტე­ლე­ფო­ნი, და­ას­კა­ნე­რონ წიგ­ნი და რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის წყა­ლო­ბით, პრო­ექ­ტორ­ზე გა­ცოცხ­ლ­დე­ბა ნა­ხა­ტი, რო­მე­ლიც წიგ­ნ­ში „მკვდა­რია“.

ასე­თი უამ­რა­ვი ცდაა, და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი, რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი იმის­თ­ვის მო­ვიყ­ვა­ნე, რომ წარ­მოდ­გე­ნა შევ­ქ­მ­ნათ (მათ­თ­ვის, ვი­საც ჯერ კი­დევ არ სმე­ნია და არ იცის და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­სა­ხებ), თუ რას ნიშ­ნავს რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მელ­საც ანა­ლო­გი არ აქვს.

– მო­დი, შე­ვი­ხე­დოთ ჩვენს საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში, რა ხდე­ბა იქ

– დღე­ვან­დელ საკ­ლა­სო ოთახს თუ წარ­მო­ვიდ­გენთ, იმ გა­რე­მოს, სა­დაც ბავშვს უწევს სწავ­ლა, იოლად მივ­ხ­ვ­დე­ბით, რა­ტომ არ უს­მენს ის, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბელს. რა­ტომ? ამა­ზე ძა­ლი­ან მოკ­ლე პა­სუ­ხი მაქვს — იმი­ტომ, რომ მის­თ­ვის აღარ არის სა­ინ­ტე­რე­სო ის, რა­საც მხო­ლოდ სიტყ­ვით გა­დას­ცემ ან ზე­და­პი­რუ­ლად აჩ­ვე­ნებ. ასე­თი სწავ­ლე­ბის ეპო­ქა დამ­თავ­რ­და, სულ სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში გა­და­ვე­დით, სხვა სა­უ­კუ­ნეა და იქ, სა­დაც მოს­წავ­ლეს ტე­ლე­ფო­ნი და ინ­ტერ­ნე­ტი აქვს, ცხა­დია, ძვე­ლი ყა­ი­დის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი შე­მო­ფარ­გ­ლუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი აღარ იზი­დავს, აღარ წა­მოგ­ყ­ვე­ბა. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ჯერ კი­დევ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­დის უნ­და მოხ­დეს რე­ფორ­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ფი­ზი­კა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ გარ­შე­მოა, მათ შო­რის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. მთე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ფი­ზი­კაა. კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ერ­თობ­ლი­ო­ბა — ფი­ზი­კა და მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა და ბი­ო­ლო­გია, ფი­ზი­კა და… თუმ­ცა, ცენ­ტ­რ­ში მა­ინც ფი­ზი­კაა. მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ იმუ­შაო, იქაც ფი­ზი­კაა მთა­ვა­რი, რად­გან ხელ­საწყო­ე­ბი, რო­მელ­საც ბი­ო­ლო­გე­ბი იყე­ნე­ბენ, ფი­ზი­კაა.

ამი­ტომ, ეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი სკო­ლებ­ში უნ­და იყოს და­ნერ­გი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ, გარ­კ­ვე­უ­ლ სა­ფა­სუ­რად, მათ უნ­და გად­მო­ი­წე­რონ და ჩატ­ვირ­თონ თა­ვი­ან­თი სკო­ლის კომ­პი­უ­ტე­რებ­ში, ასე­ვე, მოს­წავ­ლე­ებ­მა — ტე­ლე­ფო­ნებ­ში. ბევ­რი სკო­ლა ყი­დუ­ლობს რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძოც, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ­ლა­ბო­რა­ტო­რი­ას სკო­ლე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი იყე­ნებს.

– მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­იწყეთ, რა არის ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი და რა შე­დეგს ელო­დე­ბით?

– ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მსურ­ველ პე­და­გო­გებს ვატ­რე­ნინ­გებ. აქ ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სია. გარ­და იმი­სა, რომ ვას­წავ­ლი, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ ჩე­მი ლა­ბო­რა­ტო­რია, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ისიც არის, რომ და­ვეხ­მა­რო და ვას­წავ­ლო, თა­ვად რო­გორ შექ­მ­ნან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი, რო­გორ მო­ამ­ზა­დონ მსგავ­სი პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­საც, თა­ვის­თა­ვად, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და­ნერ­გა­ვენ. ამის­თ­ვის ავარ­ჩიე ექ­ვ­ს­თ­ვი­ა­ნი ტრე­ნინ­გი. ჯერ სა­მი თვეა გა­სუ­ლი, სულ 40-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი, ბევ­რი ახ­ლაც მთხოვს, რომ ჩავ­რ­თო ტრე­ნინ­გე­ბის პრო­ცეს­ში, მაგ­რამ ახ­ლებს ვერ მი­ვი­ღებ, ვიდ­რე კურ­სი არ დას­რულ­დე­ბა, რად­გან უკ­ვე ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ბევ­რად წინ არი­ან წა­სუ­ლი. ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი, ცხა­დია, სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში სტემ მი­მარ­თუ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვაა. მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის სურ­ვი­ლია, სწავ­ლე­ბა სტემ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვა­ვი­თა­როთ, მაგ­რამ კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, სტე­მის სწავ­ლე­ბა არ უნ­და იყოს ხე­ლოვ­ნუ­რი, ზე­და­პი­რუ­ლი, რო­გორც ამ­ჟა­მად ხდე­ბა – რო­დე­საც სტემ­ზე ვლა­პა­რა­კობთ და ინ­ტერ­ნე­ტი­დან ვქა­ჩავთ სხვის მი­ერ გა­კე­თე­ბულს. ამით ხომ, თა­ვის­თა­ვად, პლა­გი­ატს ვაჩ­ვევთ ბავშვს – კო­პი ფე­ის­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, ის მზა პროგ­რა­მას იწერს, აინ­ს­ტა­ლი­რებს და შემ­დეგ იყე­ნებს, თან ამ­ბობს, რომ თვი­თონ გა­ა­კე­თა. ეს ძა­ლი­ან ცუ­დი პრაქ­ტი­კაა, ამი­ტო­მაც ჩვენ მხო­ლოდ ის კი არ უნ­და მოვ­ძებ­ნოთ, სხვას რა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, არა­მედ ჩვენ თვი­თონ უნ­და ვა­კე­თოთ და სწო­რედ ეს არის ის უნა­რი, რაც ბავ­შ­ვებს უნ­და შევ­ძი­ნოთ. თუმ­ცა, იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებს ას­წავ­ლონ, პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და ის­წავ­ლონ.

ცხა­დია, ჯერ ტრე­ნინ­გე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, ამას კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შევ­ძ­ლებ. 40 მას­წავ­ლებ­ლი­დან, რაც ტრე­ნინ­გე­ბის კურ­სი და­ვიწყეთ, 25 დარ­ჩა, ანუ და­ნარ­ჩე­ნებ­მა ვერ გა­უძ­ლეს და 3 თვის თავ­ზე, მხო­ლოდ 25 მას­წავ­ლე­ბელ­თან ვაგ­რ­ძე­ლებ პრო­ექტს, ნა­წი­ლის­თ­ვის, რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და.

ექ­ვ­სი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ ოთხ­შა­ბათს, ტარ­დე­ბა ვე­ბი­ნა­რი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ მათ მი­ერ შექ­მ­ნილ პრო­ექ­ტებს, თუმ­ცა, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბამ­დე, ამ ყვე­ლა­ფერს დი­დი სა­მუ­შაო უძღ­ვის წინ. რაც მთა­ვა­რია, სა­ბო­ლო­ოდ, მას­წავ­ლე­ბელ­მა ეს ბავ­შ­ვე­ბამ­დე უნ­და მი­ი­ტა­ნოს, ამის­თ­ვის კი, თა­ვის­თა­ვად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის ზრდა. იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც დი­დი ხა­ნია აქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა (რო­გორც გითხა­რით, სკო­ლე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ ჩემ­თან), რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­დე­გე­ბი უკ­ვე აქვთ. ჩემს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­მოკ­რულ პლა­კა­ტებ­ზეც, ძი­რი­თა­დად, სწო­რედ მა­თი წარ­მა­ტე­ბე­ბია ასა­ხუ­ლი. რაც მი­ლე­ნი­უ­მის კონ­კურ­სე­ბი და­არ­ს­და, არც ერ­თი წე­ლი არ ყო­ფი­ლა, რომ პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე ად­გი­ლი არ აეღოთ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც ამ პრინ­ცი­პით სწავ­ლობ­დ­ნენ და სწავ­ლო­ბენ. მა­გა­ლი­თად, ერ­თი პლა­კა­ტი ეთ­მო­ბა სე­ნა­კის ერთ-ერ­თი სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს და მათ მას­წავ­ლე­ბელს, უტა კი­ლა­სო­ნი­ას, რომ­ლებ­მაც შექ­მ­ნეს ხელ­საწყო — შეტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მა მეწყერ­სა­შიშ ზო­ნა­ში. უტა კი­ლა­სო­ნია ჩე­მი ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლეა, რო­მელ­თა­ნაც დღემ­დე ყო­ველ­დღი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს. ეს მა­გა­ლი­თი კი, იმის­თ­ვის მო­ვიყ­ვა­ნე, რომ გიჩ­ვე­ნოთ, რო­გო­რი შე­დე­გი აქვს პრო­ფე­სი­ო­ნალ მას­წავ­ლე­ბელს და რო­გორ არ აყოვ­ნებს მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბიც.

ზო­გა­დად, მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ჩემს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვერ შე­მოხ­ვი­დო­დით პან­დე­მი­ის დაწყე­ბამ­დე, იმ­დე­ნი მოს­წავ­ლე იყო. პან­დე­მი­ამ ძა­ლი­ან შეგ­ვი­შა­ლა ხე­ლი, ოთახ­ში ხუთ-ექვს მოს­წავ­ლე­ზე მეტს ვერ ვუშ­ვებ. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, და­ინ­ტერე­სე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი რომ მო­დი­ან, ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია და ბუ­ნებ­რი­ვია, სკო­ლებ­თან კავ­ში­რი გვაქვს, მე­მო­რან­დუ­მიც გვაქვს მათ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი – ბავ­შ­ვებს ვეხ­მა­რე­ბით, ვას­წავ­ლით. ცხა­დია, ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რად ვერ ის­წავ­ლის, მაგ­რამ უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პრო­ექ­ტე­ბი უკ­ვე ისე­თი დო­ნი­საა, რომ ანა­ლო­გი არ აქვს. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ბავ­შ­ვე­ბი, ყვე­ლა­ნი, ნამ­ყო­ფი არი­ან ნა­სა­ში, რაც მი­ლე­ნი­უ­მის კონ­კურ­სებ­მა მო­ი­ტა­ნა – გა­მარ­ჯ­ვე­უ­ლი ბავ­შ­ვე­ბი მიჰ­ყავთ ნა­სა­ში და ეს ხდე­ბა ყო­ველ წელს (ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ექვსი პრო­ექ­ტი წელ­საც გა­და­ვი­და ფი­ნალ­ში).

– რას ნიშ­ნავს სტე­მის სწო­რად გა­გე­ბა?

– სტე­მის სწო­რად გა­გე­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ მე უნ­და ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­დეს სა­თა­ნა­დო უნა­რე­ბი ისე, რომ ჩე­მი ცოდ­ნა-ნა­აზ­რე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა შევ­ძ­ლო, ერ­თია გქონ­დეს იდეა და მე­ო­რეა მი­სი გან­ხორ­ცი­ელე­ბა. რთუ­ლია იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ბევ­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გხვდე­ბა, რო­მელ­საც ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე დაძ­ლევ და და­ას­რუ­ლებ. ადა­მი­ანს ბევ­რი იდეა უჩ­ნ­დე­ბა, ფან­ტა­ზი­ე­ბი უტ­რი­ა­ლებს თავ­ში, რო­მელ­თა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­თა­ნა­დო უნა­რე­ბი სჭირ­დე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ცოდ­ნა – ფი­ზი­კა, მა­თე­მა­ტი­კა, სა­ინ­ჟინ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, პროგ­რა­მი­რე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი, თავს იყ­რის სტემ­ში. ამ უნა­რებ­თან და ცოდ­ნას­თან ერ­თად, რა­ი­მე ხელ­საწყოს შექ­მ­ნა ძა­ლი­ან დიდ შრო­მას მო­ითხოვს. თა­ვის­თა­ვად, ეს ერთ დღე­ში არ ხდე­ბა, ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან ბევრს და დი­დი მონ­დო­მე­ბით მუ­შა­ო­ბენ, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში სწავ­ლო­ბენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ისი­ნი სუ­პერ ბავ­შ­ვე­ბი არი­ან. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მას­წავ­ლებ­ლებ­თან უფ­რო რთუ­ლია მუ­შა­ო­ბა, ვიდ­რე მათ­თან, რად­გან მას­წავ­ლებ­ლებ­ში ძნე­ლია იმ ძვე­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი­სა და შტამ­პე­ბის შეც­ვ­ლა, რაც აქვთ. ბავ­შ­ვე­ბი კი, ამ შტამ­პე­ბის­გან სრუ­ლი­ად თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან და იოლად მომ­ყ­ვე­ბი­ან.

რა­ტომ მოხ­და ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის და­წე­ვაც და ინ­ტე­რე­სის და­კარ­გ­ვაც? იმი­ტომ, რომ ფი­ზი­კა დავ­ტო­ვეთ იქ, სა­დაც წლე­ბის წინ წინ იყო, დღე­ვან­დე­ლო­ბა­ში კი სულ სხვა რამ ხდე­ბა. რო­გორც კი ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას შევ­ც­ვ­ლით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­შინ­ვე გახ­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოც და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხიც აიწევს.

– რო­გო­რია ამ სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბა? იოლად მოგ­ყ­ვე­ბი­ან?

– ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემს ტრე­ნინ­გებ­ზე და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ, მზა­დ არიან, მი­ი­ღონ ეს ყვე­ლა­ფე­რი. მე­ტიც, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, ერ­თად იკ­რი­ბე­ბი­ან, მსჯე­ლო­ბენ, მუ­შა­ო­ბენ, ხან­და­ხან ღა­მეც კი მუ­შა­ო­ბენ, ჩემ­თან მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ. ჩარ­თუ­ლი არი­ან რე­გი­ო­ნის პე­და­გო­გე­ბიც, ამ კვი­რის ვე­ბი­ნარ­ზე, მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ კა­ხე­თი­დან, ბა­თუ­მი­დან. და ა.შ. ძა­ლი­ან ბევრს მუ­შა­ო­ბენ და აინ­ტე­რე­სებთ სწავ­ლე­ბის ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მე­ბი.

– რა არის სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, რომ სკო­ლებ­მა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ? რამ­დე­ნად იყე­ნე­ბენ სკო­ლებ­ში რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს?

– ეს არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეკ­ვე­თე­ბი, ჩემ­თან მო­დი­ან ხოლ­მე სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლი­დან, ეც­ნო­ბი­ან ლა­ბო­რა­ტო­რი­ას და მე­რე, რო­მე­ლი სკო­ლაც გა­დაწყ­ვეტს, რომ შე­ი­ძი­ნოს, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას დებს. უმ­ჯო­ბე­სია, ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­თან­ხ­მე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კი არ ხდე­ბო­დეს, არა­მედ ერ­თი­ა­ნად შე­ი­ძი­ნოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ და თვი­თონ და­უ­რი­გოს სკო­ლებს. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, შტამ­პე­ბი ისევ რჩე­ბა და ისევ ძვე­ლი ტი­პის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს იყე­ნე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მორ­ჩა ის დრო, რო­ცა შე­იძ­ლე­ბო­და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა. ახ­ლა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­ის ეპო­ქაა და ჩვენც უნ­და გა­და­ვეწყოთ ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, ახალ გა­რე­მო­ზე, ახალ ცხოვ­რე­ბა­ზე. თუ არ გა­და­ეწყ­ვე, ბავ­შ­ვი აღარ წა­მოგ­ყ­ვე­ბა, ის გრძნობს, რამ­დე­ნად უინ­ტე­რე­სოა უკან მო­ტო­ვე­ბუ­ლი დრო, თა­ვი­სი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბით. მას დღეს უზღ­ვა­ვი ინ­ფორ­მა­ცა აქვს და ხე­დავს, რომ სულ სხვა რამ ხდე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში, ხე­დავს რო­გო­რი აც­დე­ნაა თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­სა და იმას შო­რის, რა­საც სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­ან და პრო­ტეს­ტ­საც თა­მა­მად გა­მო­ხა­ტავს, რომ არ უნ­და, არ აინ­ტე­რე­სებს.

– პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­თან ერ­თად, პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის  ტრე­ნინგ-კურსს ატა­რებთ – გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან თუ არა რე­სურ­სი სტემ მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ სკო­ლებ­ში, არა­მედ კო­ლე­გე­ბის­თ­ვი­საც?

– კურსს აგ­ვის­ტო­ში და­ვას­რუ­ლებთ და ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი უკ­ვე თა­ვად იქ­ნე­ბი­ან ტრე­ნე­რე­ბი, თვი­თონ შეძ­ლე­ბენ ამ ყვე­ლაფ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ნერ­გ­ვას/გა­მო­ყე­ნე­ბას, თა­ვი­ათნ მოს­წავ­ლე­ე­ბთან ერ­თად.

რო­დე­საც უკ­ვე ტრე­ნე­რე­ბი გახ­დე­ბი­ან, მა­თი მთა­ვა­რი საყ­რ­დე­ნი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ შანსს გაძ­ლევს, ად­ვი­ლად გა­ერ­კ­ვე მოვ­ლე­ნებ­ში და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­დო სწავ­ლე­ბა. ამ ტრე­ნინ­გის მი­ზა­ნი ისიც არის, რომ მას­წავ­ლებ­ლებს ვას­წავ­ლოთ რო­გორ შექ­მ­ნან თა­ვად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი. რო­გორც გითხა­რით, არა მხო­ო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ბავ­შ­ვე­ბის ჯგუ­ფე­ბიც მყავს, რომ­ლე­ბიც სის­ტე­მა­ტუ­რად ქმნი­ან მსგავს რე­სურ­სებს და ვე­ბი­ნა­რებ­ზე გა­მო­აქვთ. აი, ამას მინ­და, რომ მი­ვაღ­წი­ოთ — ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სე­ბი და­ი­ნერ­გოს სკო­ლებ­ში და ამ რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ას­წავ­ლონ (ნუ ვე­ძებთ სხვის მი­ერ გა­კე­თე­ბულს!). რაც მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვე­ბი ამას დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით აკე­თებ და რა­ტომ არ ვი­ყე­ნებთ ასეთ პო­ტენ­ცი­ალს?!

ასე­თი მიდ­გო­მით ძა­ლი­ან გავ­ზ­რ­დით ინ­ტე­რესს არა მხო­ლოდ ფი­ზი­კის საგ­ნის, არა­მედ სტე­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით. უნ­და ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვებს, რო­ცა ტე­ლე­ფო­ნით ერ­თ­მა­ნეთს ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, სუ­რა­თებს ვუგ­ზავ­ნით, ხმას ვი­წერთ – ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ზი­კაა. რა­ტომ ვმა­ლავთ ამას? იმი­ტომ, რომ წიგ­ნებ­ში (სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში) ისევ ძვე­ლი ტექ­ს­ტე­ბია და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ამის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან? ხუ­თა­სი სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის შემ­დე­გაც ვი­თარ­დე­ბა სამ­ყა­რო. რა­ტომ არ ვას­წავ­ლით რო­გორ ვი­ყე­ნებთ თაჩს ან რა არის ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეს თა­ჩი? ყვე­ლა­ზე ცუ­დი, რაც ხდე­ბა, ის არის, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი ვართ, უნ­და ვე­ცა­დოთ, მოს­წავ­ლე­ე­ბი შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბად გავ­ზარ­დოთ. ჩე­მი სლო­გა­ნიც სწო­რედ ეს არის – გავ­ზარ­დოთ თა­ო­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა შემ­ქ­მ­ნე­ლი და არა მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს სლო­გა­ნი პირ­და­პირ გა­მო­ი­სა­ხე­ბა სტემ­ში. თა­ვის­თა­ვად, ჯერ უნ­და მას­წავ­ლო რა იყო ჩე­მამ­დე, სხვას რა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და რო­გორ. ამის შემ­დეგ კი, უნ­და მას­წავ­ლო რო­გორ შევ­ქ­მ­ნა ახა­ლი, კო­პი-ფე­ის­ტით კი ამას ვერ ვის­წავ­ლი. პრობ­ლე­მაა რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ში, ასე­ვე თე­მა­ტი­კა­შიც – რას ვას­წავ­ლით და რო­გორ ვას­წავ­ლით. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვი აღარ გეტყ­ვის – რად მინ­და ამის სწავ­ლა.

ამი­ტო­მაც არის სტე­მის რო­ლი გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი სკო­ლებ­ში, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სტე­მი გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­ი­აზ­რო მოვ­ლე­ნე­ბი, იყო აქ­ტი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, შეძ­ლო პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა და გა­მო­ი­მუ­შა­ვო თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კუ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბის უნა­რი. თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას მხო­ლოდ იმის გა­მო ვერ ვიმ­ყა­რებ, რომ ზე­პი­რად მაქვს ნას­წავ­ლი, რო­გორც კი და­ვიწყებ მის რე­ა­ლი­ზე­ბას – პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბას და რა­ღა­ცის შექ­მ­ნას, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დე­ბი, სიღ­რმი­სე­უ­ლად ჩა­ვი­ხე­დო და გა­ვი­გო, რა ხდე­ბა თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლის მიღ­მა.

– სა­ინ­ტე­რე­სოა, რა შეძ­ლეს მას­წავ­ლებ­ლებ­მა ამ სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუ შე­გიძ­ლი­ათ გვითხ­რათ მათ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თუნდაც ერთი ექსპერიმენტი ან ხელსაწყოს შექმნის მა­გა­ლითი.

– ტრე­ნინგ-კურ­სის მო­ნა­წი­ლე გო­რის ერთ-ერ­თი სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­რე­ხ მა­ზა­ნაშ­ვი­ლი (რომ­ლის პრო­ექტს ყვე­ლა მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა), მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ოთხ­შა­ბა­თის ვე­ბი­ნარ­ზე, გა­ა­კე­თებს პრე­ზენ­ტა­ცი­ას. მარ­თ­ლა ძა­ლი­ან მა­გა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია, დღე და ღა­მე მუ­შა­ობს. მა­რეხ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა აირ­ჩია – რო­გორ იც­ვ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის წო­ნა, ანუ რო­გორ ხდე­ბა უწო­ნა­დი. ალ­ბათ, გი­ნა­ხავთ კოს­მოს­ში, უწო­ნა­დო­ბის გა­მო, რო­გორ დაფ­რი­ნა­ვენ კოს­მო­ნავ­ტე­ბი ხო­მალ­დ­ში — რჩე­ბა მო­ცუ­ლო­ბა, მაგ­რამ ქრე­ბა წო­ნა. დე­და­მი­წა­ზეც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ეს უწო­ნა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა მი­ი­ღოს, ვარ­დ­ნის დროს. მა­გა­ლი­თად, ლიფ­ტი რომ მოწყ­დეს და ადა­მი­ა­ნი იქ აღ­მოჩ­ნ­დეს, ვარ­დ­ნის დროს მას წო­ნა არ ექ­ნე­ბა, ანუ და­ვარ­დ­ნამ­დე უწო­ნად მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ეს ვი­ცით თე­ო­რი­უ­ლად, მაგ­რამ რო­გორ და­ვად­გი­ნოთ ან რი­თი და­ვამ­ტ­კი­ცოთ, რომ ეს ასე ხდე­ბა. სწო­რედ ამის დამ­ტ­კი­ცე­ბას და ადა­მი­ა­ნის წო­ნის გან­საზღ­ვ­რას შეძ­ლებს გო­რე­ლი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ხელ­საწყო, რომ­ლის დამ­ზა­დე­ბა­შიც, ცხა­დია, და­ვეხ­მა­რე. ვარ­დ­ნის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის და­ფიქ­სი­რე­ბა, ეს ინ­ფორ­მა­ცია რომ შე­ნამ­დე მო­ვი­დეს. მა­რე­ხი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხელ­საწყოს — სმარ­ტ­დი­ნა­მო­მეტ­რის სა­შუ­ლე­ბით კი, ამას შევ­ძ­ლებთ – კომ­პი­უ­ტერ­თან ზი­ხარ და ხე­დავ, ტვირ­თი ვარ­დე­ბა და შენ ეკ­რან­ზე გე­ხა­ტე­ბა დი­აგ­რა­მა. გარ­და ამი­სა, ეს დი­ნა­მო­მეტ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ცაა და გე­უბ­ნე­ბა წო­ნას. მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი აქვთ ტრე­ნინ­გებ­ში ჩარ­თულ სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­საც, რაც, თა­ვის­თა­ვად, ხაზს უს­ვამს ამ ტრე­ნინგ-კურ­სის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები