16 აგვისტო, სამშაბათი, 2022

მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი დამტკიცდა

spot_img

21 მარტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ხელი მოაწერა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებას.

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი, კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

წესის მიხედვით, საგნის გამოცდის ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურებით ტესტირებაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლობის მსურველს.  პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ, უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა, ან საგნობრივი კომპეტენცია აქვს დადასტურებული, არანაკლებ, 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს მინიჭებული დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.

ბრძანებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ცენტრი ეყრდნობა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ასევე ცენტრში არსებულ მონაცემებს, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ საგნის გამოცდის ჩაბარების ან საგნობრივი კომპეტენციის, არანაკლებ, 50%-იანი შედეგით დადასტურების თაობაზე.

პროფესიული უნარების გამოცდაში მონაწილეობის უფლების განსაზღვრის მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია, მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია უფროსი მასწავლებლებისა და წამყვანი მასწავლებლების შესახებ (მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სტატუსის სახე, ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც ასწავლის პირი), ხოლო სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მიაწოდოს ცენტრს ინფორმაცია იმ უფროსი მასწავლებლების შესახებ, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე (მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი).

ტესტირება ტარდება:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში:

ა.ა) ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);

ა.ბ) მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);

ა.გ) ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

ა.დ) ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);

ა.ე) ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

ა.ვ) ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

ა.ზ) მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

ა.თ) საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

ა.თ.ა) ისტორია;

ა.თ.ბ) გეოგრაფია;

ა.თ.გ) სამოქალაქო განათლება.

ა.ი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

ა.ი.ა) ფიზიკა;

ა.ი.ბ) ქიმია;

ა.ი.გ) ბიოლოგია.

ა.კ) უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

ა.კ.ა) ინგლისური;

ა.კ.ბ) გერმანული;

ა.კ.გ) ფრანგული;

ა.კ.დ) რუსული.

ა.ლ) ესთეტიკური აღზრდის საგნები:

ა.ლ.ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

ა.ლ.ბ) მუსიკა.

ა.მ) სპორტი;

ა.ნ) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები;

ა.ო) მშობლიური ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

ა.ო.ა) სომხური ენა;

ა.ო.ბ) აზერბაიჯანული ენა.

ბ) პროფესიულ უნარებში.

ტესტირება ტარდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თარიღებში.

ნაშრომების გასწორება და ტესტირების შედეგები:

  1. ნაშრომები სწორდება, შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან, 60 დღის ვადაში;
  2. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ ნაშრომი;
  3. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით, ნაშრომები სწორდება:

ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;

ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად  ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში/ნაშრომში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში, შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.

  1. არ გასწორდება:

ა) პასუხების ფურცელი/პასუხების ფურცლის ის ნაწილი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

ბ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის ტესტურ დავალებაზე აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.

  1. ნაშრომი არ გასწორდება ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.
  2. ტესტირებაში მიღებული ქულები, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისთვის, განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ბრძანებაში 32-ე მუხლი ეთმობა „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ორგანიზების თავისებურებებს. აღნიშნულია, რომ 2022 წლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით.

♦ აპლიკანტები, რომელთაც გამოცდის დღისათვის დადასტურებული ექნებათ COVID-19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან;

♦ ცენტრი უფლებამოსილია, იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, გამოცდაზე დასწრება ვერ მოახერხეს, განსაზღვროს შესაბამისი საგნის დამატებით ერთი საგამოცდო სესია.

იხილეთ სრული ვერსია

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები