22 აპრილი, ორშაბათი, 2024

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების, მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისა და საერთაშორისო კონტაქტების დამყარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მასწავლებლებს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს.

გრანტი გაიცემა იმ კონკურსანტებზე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობის დასაფინანსებლად, რომლებიც გაიმართება 2024 წლის ივნისიდან დეკემბრის პერიოდში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურად.

განაცხადები მიიღება 2024 წლის 25 მარტიდან 25 აპრილის (18:00 სთ) ჩათვლით.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადისა და ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, შემდეგ

ბმულზე ⇒ https://shorturl.at/lzKTW

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ ⇒ https://shorturl.at/jlpL5

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები