3 ნოემბერი, კვირა, 2024

მასწავლებელთა ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია სკოლების უსაფრთხოდ გახსნისთვის

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედაგოგთა იმუნიზაციის პროცესს დაესწრო. მათ მადლობა გადაუხადეს როგორც მასწავლებლებს, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა ხელშეწყობით იმუნიზაციის ცენტრებში, განათლების სისტემის წარმომადგენლებისათვის, დამატებით, ამცრელი კაბინეტებია გამოყოფილი და ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მარტივად არის შესაძლებელი.

 

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს, საქართველოში იუნისეფის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ერთად, მოვინახულე სივრცე, რომელიც ორგანიზებულია სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ და ამ სივრცეში ხდება პედაგოგებისა და პროფესორ-მასწავლებლების აცრა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო აცრისკენ. გავუფრთხილდეთ ჩენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას.“

 

ღასან ხალილი: „დღეს ჩვენ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ბ-ნ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ვსტუმრობთ თბილისში არსებულ ვაქცინაციის ცენტრს. მასწავლებლებს მოვუწოდებთ, აიცრან. დღეს კორონავირუსით უამრავი ადამიანის გარდაცვალების მომსწრენი ვართ, რაც ძალიან სამწუხაროა. ადამიანები უნდა აიცრან, რათა დაიცვან საკუთარი თავი, თავიანთი ახლობლები და მთელი საზოგადოება. რაც შეეხება მასწავლებლებს, მათი ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია სკოლების უსაფრთხოდ გახსნისთვის.“

 

ნინო თაბაგარი, 112-ე საჯარო სკოლის დირექტორი: „ავიცერი იმიტომ, რომ ვთვლი, ამ გამოწვევას რეალურად უნდა შევხედოთ. ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, ვთვლი, რომ აუცილებელია აცრა იმიტომ, რომ სასწავლო პროცესი განახლდეს სრულყოფილად საკლასო ოთახებში, მოხდეს ბავშვების მოსვლა და რეალიზება მათი ცოდნისა და შესაძლებლობების.“

 

თეა ჯანაშია, 31-ე საჯარო სკოლის პედაგოგი: „ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, გარშემომყოფები დავიცვათ და უბრალოდ, გადავრჩეთ.“

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები