23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მას­შ­ტა­ბურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გერ­მა­ნი­ა­ში

spot_img

მ/წლის 23-26 ნო­ემ­ბერს სსიპ ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ფა­ქი­ზო ფან­ჩუ­ლი­ძე სას­წავ­ლო ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და გერ­მა­ნი­ა­ში – ბერ­ლინ­სა და ჰა­ნო­ვერ­ში, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის ეგი­დი­თა და ჰა­ნო­ვერ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სახ­ლის მხარ­და­ჭე­რით. ამა­ვე დროს, ის მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვი­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე  „შო­რე­უ­ლი ახ­ლო­ბე­ლი“, რო­მე­ლიც 25 ნო­ემ­ბერს გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰა­ნო­ვერ­ში გა­ი­მარ­თა და რო­მელ­საც, ჩვენს დი­რექ­ტორ­თან ერ­თად, 25 წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი სტუმ­რობ­და. კონ­ფე­რენ­ცი­ას ლა­იტ­მო­ტი­ვად გას­დევ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის „პატ­რი­ო­ტი დი­ას­პო­რე­ლი“ პრაქ­ტი­კა.

კონ­ფე­რენ­ცია ჰა­ნო­ვერ­ში მე-18 სა­უ­კუ­ნის ულა­მა­ზეს სა­მე­ფო ვი­ლა­ში – DMS Villa Herrenhausen-ში ჩა­ტარ­და. გან­ხი­ლულ იქ­ნა თე­მე­ბი: ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ლი­დე­რის რო­ლი, გერ­მა­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი, ქარ­თუ­ლი საქ­მე საზღ­ვ­რებს გა­რეთ და სხვა.

აღ­ნიშ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სსიპ ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის „პატ­რი­ო­ტი დი­ას­პო­რე­ლი“ შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტ­სა და ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის წყალ­ტუ­ბოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლას შო­რის მე­მო­რან­დუ­მი, 2021-2022 სას­წავ­ლო წელს, მა­ის­ში გა­ფორ­მ­და. 2022 წლის 26 სექ­ტემ­ბერს კი პრო­ექ­ტის „პატ­რი­ო­ტი დი­ას­პო­რე­ლი“ პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო წე­ლი სწო­რედ წყალ­ტუ­ბოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­იხ­ს­ნა, რო­ცა სას­წავ­ლებ­ლად სამ­შობ­ლოს ფეს­ვებს მოწყ­ვე­ტი­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი: ლი­ლე და თორ­ნი­კე მა­ი­სუ­რა­ძე­ე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და სკო­ლას „პატ­რი­ო­ტი სკო­ლის“ ტი­ტუ­ლი მი­ე­ნი­ჭა. ამ პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის 2-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის ერ­თ­გ­ვა­რი შე­ჯა­მე­ბით გა­მო­ვი­და ფა­ქი­ზო ფან­ჩუ­ლი­ძე ჰა­ნო­ვერ­ში, გერ­მა­ნულ-ქარ­თულ სახ­ლ­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­დაც, „პატ­რი­ო­ტი დი­ას­პო­რე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში ჩარ­თუ­ლი, თბი­ლი­სის №41 სა­ჯა­რო სკო­ლის „პატ­რი­ოტ­მა დამ­რი­გე­ბელ­მა“, სო­ფო მეძ­ვე­ლი­ა­მაც გა­ა­კე­თა მოხ­სე­ნე­ბა.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ას მას­პინ­ძ­ლობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის „პატ­რი­ო­ტი დი­ას­პო­რე­ლი“ ავ­ტო­რი, გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სახ­ლის და­ფუძ­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ნი­ნო ცი­ბა­ძე, ხო­ლო კონ­ფე­რენ­ცი­ას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მა­რი გე­თი­აშ­ვი­ლი.

გას­ვ­ლით კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გერ­მა­ნუ­ლი სკო­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სახ­ლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ანა მამ­დიშ­ვილ­მა და თე­ო­ნა ლა­ბა­ძემ.

პე­და­გო­გებ­მა, კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ, მო­ი­ნა­ხუ­ლეს ჰა­ნო­ვე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ხო­ლო ბერ­ლინ­ში ისე­თი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ბრან­დერ­ბურ­გის კა­რიბ­ჭე, გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტი, ბერ­ლი­ნის კე­დე­ლი, გა­მარ­ჯ­ვე­ბის სვე­ტი, მუ­ზე­უ­მე­ბის კუნ­ძუ­ლი, ბერ­ლი­ნის კა­თედ­რა­ლი, შარ­ლო­ტენ­ბურ­გის სა­სახ­ლე.

ქალ­ბა­ტო­ნი ფა­ქი­ზო, რო­გორც წყალ­ტუ­ბოს ქალ­თა საბ­ჭოს თავ­ჯ­დო­მა­რე, ასე­ვე, ჩა­ერ­თო ბერ­ლინ­ში გა­მარ­თულ ქალ­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ში, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში.

ვფიქ­რობთ, ასე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბის პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა კი­დევ უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნოს ხდის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რის წარ­მა­ტე­ბულ მუ­შა­ო­ბას, კი­დევ უფ­რო ზრდის სკო­ლის ავ­ტო­რი­ტეტ­სა და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, სკო­ლის, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს მოს­წავ­ლე­თა წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვის­თ­ვის ახორ­ცი­ე­ლებს.

და­ლი სი­ლა­გა­ძე
სსიპ ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ წყალტუბოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები