24 ნოემბერი, კვირა, 2024

მარ­ნე­უ­ლე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით

spot_img
მარ­ნე­უ­ლის „სა­მო­ქა­ლა­ქო კლუბ­მა“ -„for our future – ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თ­ვის“ – რო­მელ­საც მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პრო­ექ­ტი „ათი ბა­რა­თი გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თ­ვის“. მარ­ნე­უ­ლის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა გენ­დერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვა და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ზრუნ­ვა პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნილ ათ ბა­რათ­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნეს. პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია „მარ­ნე­უ­ლის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ი­დეის“ მი­ერ, ევ­რო­პის ფონ­დის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლი: „ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან და ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ში, რო­მე­ლიც სკო­ლის გა­რეთ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, „მარ­ნე­უ­ლის ახალ­გაზ­რ­დულ­მა იდე­ამ“ მცი­რე გრან­ტე­ბის კონ­კურ­სი გა­მო­აცხა­და,  მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა 960 ლა­რი იყო, რო­მე­ლიც მარ­ნე­უ­ლელ ახალ­გაზ­რ­დებ­ზე გა­ი­ცე­მო­და. ჩვენს სკო­ლა­ში  ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გვაქვს სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბი „ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თ­ვის“ და სწო­რედ მის­მა წევ­რებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ გაგ­ვეგ­ზავ­ნა პრო­ექ­ტი „გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე“. ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლე ეს­წ­რე­ბო­და გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის მი­ერ მხარ­და­ჭე­რილ ტრე­ნინგს  „ახალ­გაზ­რ­დე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის“ და იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა სურ­და. გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში მი­ვე­დით დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ დაგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა ერ­თ­გ­ვა­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­რა­თე­ბი. გაჩ­ნ­და „10 ბა­რა­თის“ იდეა – თი­თო­ე­ულ ბა­რათ­ზე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია და ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბო­და აღ­წე­რი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი სტრუქ­ტუ­რით შექ­მ­ნეს მოს­წავ­ლე­ებ­მა ბა­რა­თე­ბი.

პირ­ვე­ლი ბა­რა­თი ეთ­მო­ბა სი­ტუ­ა­ცი­ურ ამო­ცა­ნებს, სა­დის­კუ­სიო კითხ­ვე­ბით. ნე­ბის­მი­ე­რი პი­რი, რო­მელ­საც ეს ბა­რა­თი ექ­ნე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ ახალ­გაზ­რ­და, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი თუ სხვა, გა­აც­ნობს სი­ტუ­ა­ცი­ურ ამო­ცა­ნას მსმე­ნელს და სა­დის­კუ­სიო კითხ­ვე­ბით წა­იყ­ვანს დის­კუ­სი­ას კლას­ში ან სხვა გა­რე­მო­ში; შემ­დე­გი ბა­რა­თი ეთ­მო­ბა მი­ნი-სპექ­ტაკ­ლის სცე­ნარს, სა­დაც თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხე­ბი იკ­ვე­თე­ბა. მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებს ხში­რად ვაწყ­დე­ბით სკო­ლებ­ში; მე­სა­მე ბა­რა­თი გან­კუთ­ვ­ნი­ლია გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის­თ­ვის, რაც საკ­მა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია ჩვენს თემ­ში და, ზო­გა­დად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ისე­ვე რო­გორც სხვა ბა­რა­თებ­ზე, აქაც და­ტა­ნი­ლია შე­კითხ­ვე­ბი – რო­გორ და­ვამ­ს­ხ­ვ­რი­ოთ ეს სტრე­ო­ტი­პე­ბი, რა უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს საზო­გა­დო­ე­ბა­ზე სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და ა.შ.; ათ ბა­რათს შო­რი­საა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი ქა­ლე­ბის ბა­რა­თი; ასე­ვე, გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე ყუ­რადღე­ბა იმ კუთხი­თაც გა­ვა­მახ­ვი­ლეთ, რომ თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ში ხში­რად კა­ცე­ბიც იჩაგ­რე­ბი­ან. არის ისე­თი სა­კითხე­ბი, რო­მელ­შიც კა­ცებ­საც სჭირ­დე­ბათ გაძ­ლი­ე­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთ-ერ­თი ბა­რა­თი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცნო­ბილ კამ­პა­ნი­ებს და­ვუთ­მეთ, რო­მე­ლიც კა­ცე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და სა­ო­ჯა­ხო სა­აქ­მე­ებ­ში მათ მეტ ჩარ­თუ­ლო­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის შე­სა­ხებ ავ­სა­ხეთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­გო­რე­ბი­ცაა: „კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ“, „მა­მა, წიგ­ნი წა­მი­კითხე“, „მა­მე­ბის თა­სი“. ამ ბა­რა­თის მი­ზა­ნია მა­მე­ბის რო­ლის წა­მო­წე­ვა შვი­ლე­ბის აღ­ზ­რ­დის სა­კითხებ­ში. ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და ათი სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტი­კის ბა­რა­თი.

ხაზ­გას­მით მინ­და გითხ­რათ, მოს­წავ­ლე­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ად­გენ­დ­ნენ ბა­რა­თებს. პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ხში­რად ვე­უბ­ნე­ბო­დი მათ, რომ მე მხო­ლოდ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ვი­ყა­ვი და არ და­ვეხ­მა­რე­ბო­დი ბა­რა­თე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში. ახ­ლაც, პრო­ექ­ტის შემ­დეგ ნა­წილ­ში, მე­დი­ის მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა, ბე­ი­ჯე­ბის დამ­ზა­დე­ბა თუ სხვა დე­ტა­ლე­ბი, ესეც მა­თი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. იცი­ან, რომ მე ამა­შიც ნაკ­ლე­ბად ვიქ­ნე­ბი ჩარ­თუ­ლი. ბა­რა­თე­ბის თე­მე­ბიც ხომ მა­თი ინი­ცი­რე­ბუ­ლია. თა­ვი­დან მოს­წავ­ლე­ებს ეგო­ნათ, რომ მხო­ლოდ ერ­თი პა­ტა­რა პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნა­ზე იმუ­შა­ვებ­დ­ნენ, მაგ­რამ, სა­ბო­ლო­ოდ, რო­ცა ბა­რა­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა და­ვას­რუ­ლეთ, და­ვი­ნა­ხეთ, რომ ეს სხვე­ბის­თ­ვი­საც ძა­ლი­ან კარ­გი რე­სურ­სია. რაც მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვებ­მა ირ­წ­მუ­ნეს, რომ შე­უძ­ლი­ათ შექ­მ­ნან ისე­თი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­მაც კი გა­მო­ი­ყე­ნოს სხვა სკო­ლა­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და სწო­რედ ამას ვუს­ვამ ხაზს, რომ ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი მათ თვალ­წინ ხდე­ბა, მა­თი უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით და მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. რო­ცა ვიკ­რი­ბე­ბით და ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, რა გა­ვა­კე­თეთ, ერთ-ერ­თი მთვა­რი ხა­ზი ეს არის – ეს თუ შევ­ძე­ლით, კი­დევ უფ­რო უკეთ შევ­ძ­ლებთ მო­მა­ვალ­ში, უფ­რო მეტ სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს/პრო­ექტს შევ­თა­ვა­ზებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცია ამით ორ­მაგ­დე­ბა.“

 

რა თე­მა აირ­ჩი­ეს ბა­რა­თის შე­საქ­მ­ნე­ლად და რის შეც­ვ­ლას შე­ეც­დე­ბი­ან თემ­ში ამ აქ­ტი­ვო­ბით, ამა­ზე პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად გვიყ­ვე­ბი­ან: 

და­ნი­ელ ხუ­ციშ­ვი­ლი, მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე და სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი: „ჩვენ ავირ­ჩი­ეთ გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის თე­მა, რად­გან ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა თემ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, სკო­ლებ­ში და ამი­ტომ შევ­ქ­მე­ნით 10 ბა­რა­თი გენ­დე­რული თა­ნას­წო­რო­ბის­თ­ვის, რაც და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს ინ­ფორ­მა­ცი­ის ად­ვი­ლად გა­აზ­რე­ბა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­ში.

ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რად­გან მი­ზ­ნად ისა­ხავს ახ­ლ­გაზ­რ­დებ­ში  გენ­დე­რუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. ეს სა­კითხი მარ­ნე­ულ­ში დი­დი პრობ­ლე­მაა. ასე­თი სა­ხის პრო­ექ­ტე­ბიც იშ­ვი­ა­თად ხორციელდე­ბა ამ პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად.

გარ­და თე­ო­რი­უ­ლი სა­კითხე­ბი­სა მე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ვი­ყა­ვი ბა­რა­თე­ბის დი­ზა­ინ­ზე. დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ვი­აზ­რე თი­თო­ე­უ­ლი თე­მა, რა­თა მო­მე­ძებ­მა მათ­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ფე­რი­სა და ფორ­მის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად ვფიქ­რობ­დი ეს­თე­ტი­კურ სი­ლა­მა­ზე­სა და ტექ­ს­ტი­სა და ფო­ნის შე­სა­ფე­რი­სო­ბა­ზეც (მა­გა­ლი­თად , ფონს არ უნ­და გა­და­ე­ფა­რა ტექ­ს­ტი).“

ნა­ზა­ქედ ბა­ბა­ქი­ში­ე­ვა, მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე და სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი: „ჩვენ, ამ პროქ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ვცდი­ლობთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვაწ­ვ­დი­ნოთ გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და დავა­მ­ს­ხ­ვ­რი­ოთ გენ­დერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ავა­მაღ­ლოთ ცნო­ბი­ე­რე­ბა გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ და ხე­ლი შე­ვუწყოთ თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

მე, რო­გორც ახალ­გაზ­რ­და მო­ქა­ლა­ქე, ვფიქ­რობ, რომ ასე­თი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბი ბევ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის. ძა­ლი­ან მომ­წონს სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან­ვე პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თ­ვა. ამ დროს თე­ო­რი­უ­ლად ნას­წავ­ლის პრაქ­ტი­კა­ში გა­მოც­დის სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა. მი­ხა­რია, რომ „მარ­ნე­უ­ლის ახალ­გაზ­რ­დულ იდე­ა­ში“ მო­ე­წო­ნათ ჩვე­ნი პრო­ექ­ტი და დაგ­ვა­ფი­ნან­სეს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო პრო­ექ­ტის წე­რის პრო­ცე­სი. ჩვენ სკო­ლა­ში თე­ო­რი­უ­ლად ვსწავ­ლობთ პრო­ექ­ტის ეტა­პებს, მაგ­რამ მი­სი პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და.“

სა­ლო­მე გე­ლაშ­ვი­ლი, მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე და სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი: „ამ ბა­რა­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვენ შევ­ძ­ლებთ, რომ მოს­წავ­ლე­ებს მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ, რა­თა მათ იცოდ­ნენ თუ რას გუ­ლის­ხ­მობს გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი ბა­რა­თე­ბი ვრცელ­დე­ბა ქარ­თულ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ ენებ­ზე. უკ­ვე გვქონ­და პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია მარ­ნე­ულ­ში. ახ­ლა ჩვე­ნი გუნ­დი მო­აწყობს გას­ვ­ლებს მარ­ნე­უ­ლის სოფ­ლებ­ში.

პრო­ექ­ტი ჩე­მი სა­ხე­ლით იყო გაგ­ზავ­ნი­ლი. გარ­და უშუ­ა­ლოდ ბა­რა­თე­ბის შექ­მ­ნი­სა, პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ვარ ფი­ნან­სე­ბის გან­კარ­გ­ვა­ზე. „მარ­ნე­უ­ლის ახალ­გაზ­რ­დულ­მა იდე­ამ“ 960 ლა­რით დაგ­ვა­ფი­ნან­სა. მე და ჩემს მე­გობ­რებს გვი­წევს შეკ­ვე­თე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ინ­ვო­ი­სე­ბი­სა და ქვით­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. ეს მეხ­მა­რე­ბა პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში“

აქ­ფარ მახ­მუტ ოღ­ლი, მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე და სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი: „რად­გან ჩვენს თემ­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი საკითხი გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბაა, ბა­რა­თებ­ზე და­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მე­ტი ეცო­დი­ნე­ბათ ამ საკითხზე. ჩვენს თემ­ში ვხე­დავთ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას და სწო­რედ ეს ბა­რა­თე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა მათ ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბა­ში.

ჯგუ­ფუ­რი პრონ­ცი­პით ვმოქ­მე­დებ­დით. და­ვი­ნა­წი­ლეთ თე­მე­ბი და და­ვიწყეთ მა­სა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. მე პი­რა­დად, ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა სხვა პრო­ექ­ტებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი პრო­ექ­ტ­ში „ახალ­გაზ­რ­დე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის“, სა­დაც ბევ­რი რამ გა­ვი­გე სქე­სი­სა და გენ­დე­რის შე­სა­ხებ, იმ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა თუ კამ­პა­ნი­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც კა­ცე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, მათ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში მეტ ჩარ­თუ­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­მო­ვაცხა­დეთ სლო­გა­ნე­ბის კონ­კურ­სი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სლო­გა­ნე­ბი გა­მოგ­ზავ­ნეს მარ­ნე­უ­ლის სხვა­დას­ხ­ვა სოფ­ლე­ბი­დან. ჩვენ­მა გუნ­დ­მა, კო­მი­სი­ას­თან ერ­თად, სა­მი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა. სა­მი­ვეს ბიბ­ლუ­სის ვა­უ­ჩე­რე­ბი გა­და­ვე­ცით სა­ჩუქ­რად. ეს აჩ­ვე­ნებს, რომ ახალ­გაზ­რ­დო­ბას აინ­ტე­რე­სებს და სტკი­ვა ეს პრობ­ლე­მა.“

     

პრო­ექ­ტი „ათი ბა­რა­თი გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თ­ვის“, ასე­ვე, ით­ვა­ლის­წი­ნებს შექ­მ­ნი­ლი ბა­რა­თე­ბის თემ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბას. თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ფი­ნან­სუ­რად არ ჰქონ­დათ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით და­ე­ბეჭ­დათ ბა­რა­თე­ბი, თუმ­ცა, გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და­ი­ბეჭ­და და ახ­ლა მა­თი გავ­რ­ცე­ლე­ბაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. ყუ­რად­სა­ღე­ბია ის ფაქ­ტო­რიც, რომ ბა­რა­თე­ბი სა­მე­ნო­ვა­ნია – ქარ­თულ-სომ­ხურ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი. პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია მარ­ნე­ულ­ში უკ­ვე გა­ი­მარ­თა და კი­დევ იგეგ­მე­ბა მი­სი წარ­დ­გე­ნა მარ­ნე­უ­ლის რო­გორც ქარ­თუ­ლე­ნო­ვან, ისე აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხუ­რე­ნო­ვან თემ­შიც. „გვინ­და, და­ვა­რი­გოთ, გა­ვავ­რ­ცე­ლოთ და ვას­წავ­ლოთ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ ეს მა­სა­ლა. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რე­ბის მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა, ავუხ­ს­ნათ მას­წავ­ლებ­ლებს და ახალ­გაზ­რ­დებს, თი­თო­ე­უ­ლი ბარ­ათით, რო­გორ მი­იყ­ვა­ნონ მოს­წავ­ლე­ე­ბი ან თა­ნა­ტო­ლე­ბი სა­თა­ნა­დო დას­კ­ვ­ნე­ბამ­დე, დის­კუ­სი­ის ფორ­მატ­ში. ზო­გა­დად, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ, თუნ­დაც ჩვენ­თან, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხე­ბი, ზო­გა­დად ქა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტო­პე­ბი, ძა­ლი­ან ხში­რია. სწო­რედ ამის დამ­ს­ხ­ვ­რე­ვას შე­ვეც­დე­ბით ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის გზით,“ – ამ­ბობს თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლი.

რო­გო­რია თე­მის რე­აქ­ცია, რო­ცა იქ დამ­კ­ვიდ­რე­ბულ სტრე­ო­ტი­პებ­ზე ხმა­მაღ­ლა იწყე­ბა სა­უ­ბა­რი და მით უფ­რო, რო­ცა ამას ახალ­გაზ­რ­დე­ბის­გან, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან ის­მე­ნენ. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ პირ­ვე­ლი­ვე პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, თე­მის წევ­რე­ბი­სა და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის­გან, საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი მო­დი­ო­და. მე­ტიც, ამ­ბობ­დ­ნენ, რომ მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ში ეს სა­უ­კე­თე­სო რე­სურ­სი იქ­ნე­ბა, მი­სი სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბას პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მხო­ლოდ მა­შინ შეძ­ლე­ბენ, რო­ცა 10 ბა­რათს უფ­რო მეტ ადა­მი­ანს გა­აც­ნო­ბენ. „და­გეგ­მი­ლია პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და ძა­ლი­ან გვა­ინ­ტე­რე­სებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი და სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი თე­მის მო­საზ­რე­ბე­ბი. იმე­დი გვაქვს, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მა­თაც მო­ე­წო­ნე­ბათ, მი­თ უ­მე­ტეს, რომ ბა­რა­თე­ბი სა­მე­ნო­ვა­ნია და მი­სი გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მშობ­ლი­ურ ენა­ზეც ექ­ნე­ბათ“.

პრო­ექ­ტი ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რი და სა­სარ­გებ­ლოა. თუმ­ცა, აქ კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფაქ­ტორს მინ­და გა­ვუს­ვა ხა­ზი – ამ ტი­პის ინი­ცი­ა­ტი­ვებს ზე­და­პირ­ზე ამო­აქვს კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მის წი­ნა­შე მდგო­მი რე­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა სა­წინ­და­რი იმი­სა, რომ და­იწყოს რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­გ­ვა­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი სკო­ლის ასა­კი­დან­ვე ხდე­ბი­ან. თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლი ხაზ­გას­მით ამ­ბობს, რომ: „სწო­რედ სკო­ლა არის ის ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც თე­მის ტრან­ს­ფორ­მა­ცია უნ­და და­იწყოს. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ამის­კენ ვუ­ბიძ­გო ჩემს მოს­წავ­ლე­ებს. მინ­და იმა­შიც და­ვარ­წ­მუ­ნო, რომ თუ კი­დევ უფ­რო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან, შეძ­ლე­ბენ შეც­ვა­ლონ თემ­ში ის მან­კი­ე­რი თუ არა­სა­სურ­ვე­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და ქცე­ვე­ბი, რო­მე­ლიც მათ ზრდას­რუ­ლო­ბა­ში აუცი­ლებ­ლად შე­ა­წუ­ხებთ. ხში­რად რო­ლურ მა­გა­ლი­თად ჩემს თავ­საც ვი­ყე­ნებ და ვე­უბ­ნე­ბი: მე თუ შე­მიძ­ლია, თქვენც შე­გიძ­ლი­ათ. ამი­ტომ არის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. სწო­რედ ამას ვცდი­ლობთ მე და ჩე­მი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბის წევ­რე­ბი. რა თქმა უნ­და, ამა­ზე არ გავ­ჩერ­დე­ბით და კი­დევ უფ­რო მეტს გა­ვა­კე­თებთ მო­მა­ვალ­ში.“

თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუბ­ში წევ­რი­ან­დე­ბოდ­ნენ, ეგო­ნათ, რომ მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტულ სა­გან­ში  წარ­მა­ტე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა იყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, თუმ­ცა, დღეს სულ სხვაგ­ვა­რად ფიქ­რო­ბენ, სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბენ. „არა­ფე­რი არ არის მხო­ლოდ საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნა, რად­გან ყო­ველ­გ­ვა­რი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა და­კარ­გუ­ლია, თუ ის არ გამ­ყარ­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით და სა­კუ­თარ თემ­ზე ზრუნ­ვით. ეს ეხე­ბა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი, სკო­ლა­ში წეს­რი­გის დაც­ვით დაწყე­ბუ­ლი, სას­კო­ლო თემ­ში თუ მის გა­რეთ არ­სე­ბული პრობ­ლე­მებ­ის მოგვარებაზე ზრუნ­ვას. ამი­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სას­კო­ლო ასა­კი­დან­ვე მი­ეჩ­ვი­ონ სა­მო­ქა­ლა­ქო აქტი­უ­რო­ბას, ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ აქ­ტი­ურ მო­ქალა­ქე­ე­ბად და არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლონ მხო­ლოდ საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნით. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვეა სა­ჭი­რო ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. პრობ­ლე­მე­ბი, ის რაც აწუ­ხებთ გულ­თან ახ­ლოს უნ­და მი­ი­ტა­ნონ, თუ უნ­დათ, რომ სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, მხო­ლოდ წიგ­ნ­ში ამო­კითხულ ფრა­ზე­ბად არ დარ­ჩეს. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა და საზ­რი­ა­ნო­ბა.  დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე­თი აქ­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მით ისი­ნი გარ­დამ­ტეხ როლს ითა­მა­შე­ბენ დღეს არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცეს­ში და მო­მა­ვალ თა­ო­ბებს აღარ გა­დას­ცე­მენ ასეთ მძი­მე „მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას“, თუნ­დაც, ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით – გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის კუთხით.“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები