4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

მართლწერის საკითხები

spot_img

მე ვარ სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გულვარდი ბოლქვაძე.

ვფიქრობ, სასვენი ნიშნების გამოყენება და სტილისტური ხარვეზები „აქილევსის ქუსლია“ ყველასთვის. არც ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვისაა ნაკლებად პრობლემური (და არა მარტო მოსწავლეებისათვის), ამიტომაც მიზნად დავისახე ისეთი რესურსის შექმნა, რომელიც საინტერესოც იქნებოდა და, იმავდროულად, სწავლა-სწავლებაზე მორგებული.

ჩემ მიერ შექმნილმა ელექტრონულმა რესურსმა „მართლწერის საკითხები, პუნქტუაცია. სტილისტური ხარვეზები, ტექსტის რედაქტირება“, მართლაც, მოლოდინს გადააჭარბა, მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ. ვიცით, რომ დღევანდელი თაობა ცოტათი „მწყრალად“ არის წიგნებთან, ისინი ხომ ტექნოლოგიებთან უფრო მეგობრობენ. პირველად, რა თქმა უნდა, მე სადაც ვასწავლი, იმ კლასებში გავაკეთე პრეზენტაცია. მეორე დღეს კი დერეფანში მხვდებოდნენ სხვა კლასების მოსწავლეები და მეხვეწებოდნენ, მათთვისაც მეჩვენებინა აღნიშნული რესურსი და ისინიც მემუშავებინა მასზე.

მოსწავლეებმა ისიც კი აღნიშნეს, თურმე როგორ იოლად შეიძლება სწავლა სასვენი ნიშნებისა და სტილისტური ხარვეზებისაო. ჩემი სკოლის მასწავლებლებმა კი გაკვეთილებზე დაიწყეს ჩემ მიერ შექმნილი რესურსის გამოყენება, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. აღნიშნული რესურსი შეგიძლით ნახოთ შემდეგ ლინკზე:

მართლწერის საკითხები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები