27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

მანდატურის სამსახური კიდევ 23 საჯარო სკოლაში შედის

spot_img

ახალი სასწავლო წლიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, უსაფრთხოების კომპონენტით, საქართველოს კიდევ 23 საჯარო სკოლაში შედის. მანდატურის სამსახურის მომსახურებით აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონების ის საჯარო სკოლებიც ისარგებლებენ, სადაც მანდატურის სამსახური აქამდე წარმოდგენილი არ ყოფილა.

ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლას ესტუმრა, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ახლად დანიშნული მანდატურები პირადად წარუდგინა.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სასკოლო უსაფრთხოებას, ამჟამად, საქართველოს 719 საჯარო სკოლაში უზრუნველყოფს, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 90 პროცენტზე მეტი სწავლობს.

ამავდროულად, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრის მომსახურებით სარგებლობა და უსასყიდლო, მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარების მიღება საქართველოს უკლებლივ ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს შეუძლია.

მანდატურის სამსახური სკოლებში სოციალური მუშაობის მიმართულებასაც აძლიერებს. სამსახურის სოციალური მუშაკები პროფესიულ საქმიანობას საქართველოს უკვე 60-ზე მეტ საჯარო სკოლაში ახორციელებენ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები