27 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2023

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და ინკლუზიური განათლების გერმანელ სპეციალისტს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა

spot_img

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ((UNICEF) მხარდაჭერით, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის რეფორმირების პროცესში ჩართულ თანამშრომლებსა და სოციალურ მუშაობასა და ინკლუზიურ განათლებაში ბავშვთა და მოზარდთა განვითარების მხარდამჭერ გერმანელ სპეციალისტს, პროფესორ სიმონე ველშეს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.

ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე პროფესორმა სიმონე ველშემ ქართველ კოლეგებს ურთიერთობაზე დაფუძნებული თამაშის კონცეფცია გააცნო. აღნიშნული მიდგომა, უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით გამოიყენება ფრაიბურგში. ის ხელს უწყობს ბავშვებში თვითშემეცნებისა და სოციალური უნარების გაძლიერებას.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „სკოლის უსაფრთხოებისა და ინკლუზიის გაძლიერება“ ფარგლებში.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები