2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

მა­თი არ­ჩე­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბაა

spot_img

მარ­ნე­უ­ლის კო­ლე­ჯი, რომ­ლის სტუ­დენ­ტე­ბიც მინ­და გა­გაც­ნოთ, 30 წლის წინ, 1992 წელს და­არ­ს­და, ექიმ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, 2008 წლი­დან, ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებს, მათ შო­რის, მოკ­ლე­ვა­დი­ან სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო პროგ­რა­მებ­საც.

ეს გო­გო­ნე­ბი ამ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. მას შემ­დეგ, რაც სა­ექ­თ­ნო საქ­მე სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით შე­ის­წავ­ლე­ბა, მსურ­ველ­თა რიცხ­ვი საგ­რ­ძ­ნობ­ლად გაზ­რ­დი­ლია, თუმ­ცა ეს ის პრო­ფე­სიაა, რომელსაც მხო­ლოდ დიპ­ლო­მის­თ­ვის არა­ვინ ირჩევს. ამი­ტო­მაც პა­სუ­ხი შე­კითხ­ვა­ზე, რა­ტომ სა­ექ­თ­ნო საქ­მე, თით­ქ­მის, ყო­ველ­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რია – ბავ­შ­ვო­ბი­დან ექი­მო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მომ­წონს, რო­ცა ადა­მი­ა­ნებს ვეხ­მა­რე­ბი…

მარიამ ხაჩატურიან, ვოსკეჰატ ოგანესიან, როზა ხაჩატურიან

არც ჩე­მი რეს­პო­დენ­ტე­ბი არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სი. ემი­ლია მი­რა­ქი­ა­ნი და ვოს­კე­ჰატ ოგა­ნე­სი­ა­ნი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან, შა­უ­მი­ა­ნის №3 სკო­ლა და­ამ­თავ­რეს. პრო­ფე­სია ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე არ­ჩე­უ­ლი ჰქონ­დათ და ორი წე­ლია უკ­ვე მარ­ნე­უ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. მოს­წონთ პე­და­გო­გე­ბი, გა­რე­მო, კა­ბი­ნე­ტე­ბი, სა­დაც თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას პრაქ­ტი­კით იმ­ტ­კი­ცე­ბენ. ჯერ კლი­ნი­კებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ დაწყე­ბი­ათ პრაქ­ტი­კა, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე მო­დუ­ლი უკ­ვე და­ას­რუ­ლეს და უფ­რო­სი მედ­დის, ხა­თუ­ნა ქო­ბუ­ლაშ­ვი­ლის ძა­ლის­ხ­მე­ვას უმად­ლი­ან, რომ, მა­გა­ლი­თად, შინ­მოს­ვ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბა ისე კარ­გად შე­ის­წავ­ლეს, შე­უძ­ლი­ათ კი­დეც ამ კუთხით მუ­შა­ო­ბა, ისე კი, კო­ლე­ჯის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ვოს­კე­ჰა­ტი ფიქ­რობს სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მედ­და გახ­დეს, ემი­ლია უკ­ვე მუ­შა­ობს ექ­თ­ნის თა­ნა­შემ­წედ, ავერ­სის კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც აქ­ვე აპი­რებს გაგ­რ­ძე­ლე­ბას.

ემილია მირაქიან
ნინო ნასყიდაშვილი

 

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ამ ხა­ჩა­ტუ­რი­ანს და ნი­ნო ნას­ყი­დაშ­ვილს, მა­თი არ­ჩე­ვა­ნი ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა – მა­რი­ამს კოს­მე­ტო­ლო­გო­ბა სურ­და, აზ­რი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას (მარ­ნე­უ­ლის №2 სკო­ლა) შე­იც­ვა­ლა და მარ­ნე­უ­ლის კო­ლეჯ­ში ჩა­ა­ბა­რა. „ჩე­მი ბი­ძაშ­ვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლობს. მას არ ურ­ჩე­ვია, მე თვი­თონ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ფე­სიაა, მაგ­რამ ვი­ცი, ამ სირ­თუ­ლეს მო­ვე­რე­ვი, აქ ისე­თი პი­რო­ბე­ბი გვაქვს შექ­მ­ნი­ლი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია არ ის­წავ­ლო. ჩემს მონ­დო­მე­ბას რომ ხე­და­ვენ, მშობ­ლე­ბი სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­საც მირ­ჩე­ვენ. ჯერ ამა­ზე არ ვფიქ­რობ, მთა­ვა­რია, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე, პრაქ­ტი­კის გავ­ლა და მუ­შა­ო­ბაც ქი­რურ­გი­ა­ში მინ­და, ვნა­ხოთ, ჯერ კი­დევ მაქვს დრო“…

მარ­ნე­უ­ლის კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტი რომ გახ­და, ნი­ნოს ორი შვი­ლი უკ­ვე ჰყავ­და და აფხა­ზე­თის ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბ­ლის სტა­ჟი­ა­ნი მო­ცეკ­ვა­ვეც იყო. ექი­მო­ბა კი მოს­წონ­და, მაგ­რამ მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი მის­მა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბამ უფ­რო გან­საზღ­ვ­რა – გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მი­ი­ღო. ნი­ნო თა­მა­რი­სი­და­ნაა, ოჯა­ხი მარ­ნე­ულ­ში ჰყავს. აქ მი­სი და სწავ­ლობ­და მე­ნეჯ­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით და კო­ლე­ჯის შე­სა­ხებ მხო­ლოდ კარ­გი მეს­მო­დაო, ამ­ბობს. „არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ლექ­ტო­რე­ბი და ყო­ველ­მ­ხ­რი­ვი ხელ­შეწყო­ბა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის­გან სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე მი­ვი­ღოთ, რაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია. ეს თა­ვად გა­მოვ­ცა­დე, დამ­ხ­მა­რე ექ­თ­ნად ვმუ­შა­ობ ავერ­სის კლი­ნი­კის სტა­ცი­ო­ნარ­ში, სა­დაც ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით – თე­რა­პია, ქი­რურ­გია, ნევ­რო­ლო­გია – მიხ­დე­ბა მო­ვემ­სა­ხუ­რო პა­ცი­ენ­ტებს, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს და ვერც სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ თა­ვი სხვა­გან“.

რო­ზა ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნიც ამ გო­გო­ნე­ბის ჯგუ­ფე­ლია, მო­მა­ვალ­მა ექ­თან­მა, შუ­ლა­ვე­რის რუ­სუ­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რა და სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბუ­ლად აირ­ჩია სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო. ისიც უკ­ვე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ სწო­რად მო­იქ­ცა, ამ­ბობს, თუ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, პე­დი­ატ­რი­ა­ში და­იწყებს მუ­შა­ო­ბას. კო­ლეჯ­ში შე­სა­ფე­რის ცოდ­ნას მი­ი­ღებს და რო­ცა თე­ბერ­ვ­ლი­დან პრაქ­ტი­კა და­ეწყე­ბათ კლი­ნი­კებ­ში, იქ უფ­რო გა­მოჩ­ნ­დე­ბა რა­ზე შე­ა­ჩე­რებს არ­ჩე­ვანს.

და­ბო­ლოს, აუცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ერ­თი რამ, რაც გო­გო­ნე­ბის მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­ში არაა, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო – ჩვენ ქარ­თულ ენა­ზე ვი­სა­უბ­რეთ და არა­ვი­თა­რი დაბ­რ­კო­ლე­ბა მათ ამ მხრივ არ ჰქო­ნი­ათ, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ ეს აღარ იქ­ნე­ბა მათ­თ­ვის რთუ­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ სკო­ლა­ში ნას­წავლს კო­ლეჯ­ში ექ­ვ­ს­თ­ვი­ა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სიც და­ე­მა­ტა, რა­მაც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის დო­ნე. ეს კი აად­ვი­ლებს მათ ურ­თი­ერ­თო­ბას თა­ნა­ტო­ლებ­თან, პე­და­გო­გებ­თან, არ­სე­ბულ თუ მო­მა­ვალ პა­ცი­ენ­ტებ­თან.

წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ თი­თო­ე­ულ მათ­განს ამ რთულ და კე­თილ­შო­ბი­ლურ პრო­ფე­სი­ა­ში.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები