4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

მათემატიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

spot_img

ავტორთა ჯგუფი:

ქეთევან ქიტესაშვილი

სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის №1 საჯარო სკოლისა და სოფ. მუღანლოს საჯარო სკოლის მათემატიკისა და დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი

 

მარიამ გენგაშვილი

სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის №1 საჯარო სკოლის მათემატიკისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წამყვანი მასწავლებელი

 

ლამზირა ცუცქირიძე

სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი

 

 

გთავაზობთ, მათემატიკურ ტერმინთა განმარტებით ლექსიკონს, რომელიც შეიქმნა მათემატიკის მასწავლებელთა ჯგუფის მიერ (ქეთევან ქიტესაშვილი, მარიამ გენგაშვილი, ლამზირა ცუცქირიძე) მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.

ლექსიკონი წარმოადგენს მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს როგორც მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის, ასევე მათემატიკით დაინტერესებული პირებისთვის.

აღნიშნული მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

  • მოსწავლის მიერ თეორიული მასალის უკეთ დაუფლებისთვის;
  • დავალების ინსტრუქციის სრულყოფილად გაგება-გააზრებისთვის;
  • ძირითადი მათემატიკური ცნებებისა და ფორმულების შესწავლისათვის;
  • ფუნქციური უნარების გასავითარებლად;

ლექსიკონი იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე ⇓

https://drive.google.com/file/d/1EX3CtXcOLD0kh0JIDVr0DXND_dz0iihq/view?usp=drive_link

ლექსიკონის გამოყენება შეგიძლიათ შემდეგნაირად:

  • გადადით ბმულზე და ჩამოტვირთეთ დოკუმენტი, რომელიც მოცემულია PDF ფორმატში; დოკუმენტი შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან/და გამოიყენოთ ელექტრონული ფორმით; ლექსიკონი შედგება 41 გვერდისგან;
  • ლექსიკონს ახლავს სარჩევი, რომლის დახმარებითაც უფრო მარტივად მიაგნებთ სასურველ საძიებო ტერმინს; ელექტრონული ფორმით სარგებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნქცია Ctrl-F, სადაც მიუთითებთ სასურველ სიტყვას, კომპიუტერი კი თავად მოძებნის მას;
  • ლექსიკონში ტერმინები მოცემულია ანბანურად. ზოგიერთ ტერმინს ახლავს სურათებიც;
  • ლექსიკონში წარმოდგენილია მათემატიკის ძირითადი ფორმულები, რომელიც დალაგებულია თემატურად;
  • ლექსიკონის ბოლოს წარმოდგენილია მათემატიკის სწავლისთვის მნიშვნელოვანი ვებ-გვერდების ბმულები;
  • რესურსი ძირითადად განკუთვნილია საბაზო-საშუალო საფეხურების მოსწავლეებისათვის;

⇓⇓⇓ ავტორთა ჯგუფი მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენ მიერ შექმნილ და გაზიარებულ რესურსს გამოიყენებთ პრაქტიკაში და სურვილისამებრ თქვენს უკუკავშირს გამოგვიგზავნით მეილებზე ⇒ kitesashvi.ketevan@teachers.gov.ge; gengashvili.mariam@teachers.gov.getsutskiridze.lamzira@teachers.gov.ge

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები