15 ივნისი, შაბათი, 2024

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მოსწავლეების წარმატება

spot_img

მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს ნაკრების წევრებმა  1 ოქროს, 4 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ეროვნული ოლიმპიადების შედეგების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული შესარჩევი წერებით შეირჩნენ. ნაკრების ყველა წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

♦ დავით კლდიაშვილი – ოქროს მედალი;

♦ თორნიკე ბერია – ბრინჯაოს მედალი;

♦ ალექსანდრე კორკოტაშვილი – ბრინჯაოს მედალი;

თამარ ფეიქრიშვილი – ბრინჯაოს მედალი;

♦ გურამ მაჭარაშვილი – ბრინჯაოს მედალი;

♦ ივანე ყულჯანიშვილი – საპატიო სიგელი.

ნაკრების ლიდერი – გიორგი ჭელიძე, თანალიდერები – გივი ნადიბაიძე და გიორგი სვანაძე.

მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IMO 2023) წელს იაპონიაში გაიმართა და მასში 112 ქვეყნის 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

ვულოცავთ კომაროვის სკოლას, მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს და საქართველოს ნაკრების წევრებს სამომავლოდაც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები