14 დეკემბერი, შაბათი, 2024

მათემატიკის გამოცდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობს მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე

spot_img

გთავაზობთ მათემატიკის გამოცდასთან დაკავშირებით დასმულ ყველაზე აქტულაურ კითხვებს.

ზოგიერთი ერთქულიანი დავალება უფრო რთულია, ვიდრე ორ ან სამქულიანი დავალება, რა განაპირობებს ამას?

ერთქულიანი რთული ამოცანები ემსახურება მათემატიკაში ძლიერი აბიტურიენტის რეიტინგულ სიაში ობიექტურ დალაგებას. მარტივი ორქულიანი დავალებები ემსახურება, შეამოწმოს აბიტურიენტის მსჯელობისა და დასაბუთების უნარი მარტივ ამოცანებში.

რომელი დავალებების შესრულება უჭირთ ყველაზე მეტად აბიტურიენტებს მათემატიკის ტესტში?

აბიტურიენტებს შედარებით უძნელდებათ გეომეტრიის ღიაბოლოიანი დავალებების ამოხსნა.

მათემატიკის გამოცდაზე რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ შეცდომებისაგან დავიზღვიოთ თავი?

ყურადღებით გაეცანით პირობას და ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არითმეტიკული შეცდომები არ დაუშვათ. დაკვირვებით აწარმოეთ მათემატიკური გარდაქმნები. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ პასუხი ღია დავალებებში გამოყვანის, მსჯელობის, დასაბუთების გარეშე არ ფასდება.

38-ე, 39-ე და მე-40 ამოცანების ტიპზე სავარჯიშოდ რომელ სახელმძღვანელოებს ან ინტერნეტ რესურსებს ურჩევდით მოსწავლეებს?

ამ დავალებებში შესაძლებელია შეგხვდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ნებისმიერი საკითხი. იხ. საგამოცდო პროგრამები: https://naec.ge/#/ge/post/1843

მათემატიკის გამოცდა წინა წლებთან შედარებით უფრო რთული იქნება?

საგამოცდო ტესტის სტრუქტურა და სირთულე წელს არ შეიცვლება.

ბოლო 4-ქულიანი (მე-40) დავალების ამოსახსნელად განსაკუთრებით რომელ თემებს მიაქციონ აბიტურიენტებმა ყურადღება მომზადებისას?

ეს არის კომბინირებული ამოცანა, რომლის არც ერთი საკითხი არ სცილდება ეროვნული სასწავლო გეგმის ჩარჩოებს. კონკრეტული მზა ინსტრუქციის შემოთავაზება შეუძლებელია.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები