27 ივლისი, შაბათი, 2024

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS) ⇒საქართველოს შედეგები 2019

spot_img
8 დეკემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა საქართველოს შედეგები მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის (TIMSS) ფარგლებში.

დღესვე TIMSS 2019 წლის ანგარიშის საერთაშორისო პრეზენტაცია გამართა საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციამ (IEA) პარიზში, UNESCO-ს სათაო ოფისში. ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ განათლების სპეციალისტები და აკრედიტებული ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან, კვლევის ძირითად მიგნებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ონლაინ პრეზენტაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძეც დაესწრო.

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევას (TIMSS – Trends in International Mathematics and Science Study) საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1995 წლიდან ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ატარებს. საქართველო შეფასებაში პირველად 2007 წელს ჩაერთო და მას შემდეგ მონაწილეობა მიიღო 2011, 2015 და 2019 წელს ჩატარებულ კვლევებში. საქართველო წარმოდგენილი იყო ორივე – მე-4 და მე-8 კლასებით. კვლევის ადმინისტრირებას საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფდა.

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TIMSS) მასში მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს შეაფასონ საკუთარი საგანმანათლებლო სისტემა, არსებული სასწავლო პრაქტიკა და გამოავლინონ ხელისშემშლელი ფაქტორები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში.

კვლევა აფასებს მოსწავლეთა მიღწევებს სწავლების ერთსა და იმავე საფეხურზე წინა ციკლებთან შედარებით, აგრეთვე აჩვენებს იცვლება თუ არა წლების მანძილზე მოსწავლეთა მიღწევები ქვეყანაში სასწავლო პროცესის სხვდასხვა საფეხურზე(დაწყებითი და საბაზო).

TIMSS 2019-ში მონაწილეობა 64-მა ქვეყანამ მიიღო. მეოთხე კლასის შეფასებაში მონაწილეობდა 58 ქვეყანა და 6 რეგიონი, ხოლო მერვე კლასის შეფასებაში – 39 ქვეყანა და 7 რეგიონი.

2019 წლიდან TIMSS ელექტრონულ შეფასებაზე (eTIMSS) გადავიდა. საქართველომ ელექტრონულ შეფასებაზე გადასასვლელად ე. წ. გარდამავალი (Bridge) კვლევა ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 24 აპრილიდან 29 მაისის პერიოდში მიმდინარეობდა. TIMSS 2019 წლის ციკლში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 226-მა სკოლამ თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. სულ 154 მეოთხე (6 002 მოსწავლე) და 145 მერვე კლასი (5 698 მოსწავლე) მონაწილეობდა.

სპეციალურად განკუთვნილი კითხვარები შეავსეს ასევე სკოლების დირექტორებმა, მასწავლებლებმა და მეოთხე კლასის მოსწავლეების მშობლებმა/მეურვეებმა.

საერთაშორისო საშუალო ქულაა 500.

? 2019 წელს საქართველოს მაჩვენებელია:

? მათემატიკაში (მე-4 კლასი) – 482 ქულა;

? მათემატიკაში (მე-8 კლასი) – 461;

? ბუნებისმეტყველებაში (მე-4 კლასი) – 454;

? საბუნებისმეტყველო საგნებში (მე-8 კლასი) – 447.

კვლევის შედეგებიდან დადგინდა, რომ 2019 წლის ციკლში საქართველოს მეოთხეკლასელებმა მათემატიკაში მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. ასევე, საქართველო დასახელდა იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებმაც 2015 წელთან შედარებით მიღწევები ყველაზე მეტად გაზარდეს.

„კვლევის ეს შედეგები აჩვენებს როგორც პროგრესს, ასევე დღეს არსებულ გამოწვევებსაც. წინსვლა ნამდვილად შეიმჩნევა. ნათელია, რომ მეოთხეკლასელთა შედეგები მათემატიკაში გაუმჯობესდა, ხოლო ერთი მიმართულებით (მიმართულება-რიცხვები) პირველად 2007 წლის შემდეგ საერთაშორისო საშუალოს გადააჭარბა. გამოწვევად რჩება მიღწევები მერვე კლასის მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ორივე საფეხურზე, სადაც მხოლოდ მცირედი გაუმჯობესებაა, რომელიც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის; თუმცა იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ თუ მონაცემებს სოფლისა და ქალაქის ჭრილში შევხედავთ, ჩანს, რომ სოფლად მცხოვრებმა მეოთხეკლასელებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს შედეგები ბუნებისმეტყველებაში. ასევე, არსებული მონაცემებით, სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მიღწევებში განსხვავებები მცირდება და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის აღმოფხვრილია“ – აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე.

????

საქართველოს პირველადი ანგარიშისა და პრეზენტაციის სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2283

გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს პირველად მიეცემა შესაძლებლობა, შევიდნენ TIMSS-ის ვებგვერდზე და ქართულ ენაზე მიიღონ ინფორმაცია 2019 წლის კვლევის ძირითადი მონაცემების შესახებ: https://datastudio.google.com/s/okXY6XCXPr8

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები