13 ოქტომბერი, კვირა, 2024

მათემატიკისა და ისტორიის გამოცდების პირველადი შედეგები

spot_img

გთავაზობთ  მათემატიკისა და ისტორიის გამოცდების პირველად შედეგებს. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51.  მინიმალური გამსვლელი ქულა  – 10.2-ზე მეტი. ისტორიის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 15-ზე მეტი.
ზღვრის გადალახვის შესაძლებლობა აქვს იმ აბიტურიენტსაც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ მათემატიკაში გახდება 10.2 -ზე მეტი, ხოლო ისტორიაში  – 15-ზე მეტი. დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების დასრულების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები