27 ივლისი, შაბათი, 2024

მათემატიკა და ტექნოლოგიები უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლების პროცესში

spot_img

მრავალფეროვანი და საინტერესოა მათემატიკის, კერძოდ გეომეტრიის შესწავლის მეთოდოლოგია უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებში. არც ისე იოლია მოიფიქრო რაიმე გზა, რაც გაუადვილებს მოსწავლეებს სწავლის პროცესს. მეთოდი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ მოსწავლემ გეომეტრიული ამოცანის ამოხსნისთვის შექმნას და აღიქვას ნახაზი, რაც შეიძლება მარტივი გზით.

ერთ-ერთ ასეთ მეთოდს მიაგნეს ინგლისში, ბირმინგემის პრისტლი სმიტის სკოლაში. ესაა 3D კალმის გამოყენება უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლების დროს. ეს მეთოდი გაიტესტა უსინათლო ადამიანების ეროვნული ინსტიტუტის – Royal National Institute of Blind People (RNIB) მიერ და მათგან აღარებულ იქნა, როგორც იოლად გამოყენებადი და მარტივად აღქმადი.

ამ მეთოდის ჩვენ, თბილისის 202-ე (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) საჯარო სკოლაშიც ვნერგავთ.

მათემატიკურ ნახაზებს, 3D კალმის გამოყენებამდე, ამ სარჭიანი დაფის დახმარებით აგებდნენ მოსწავლეები. ერთი სირთულე ის იყო, რომ საკმაოდ დაშორებულია წერტილების ასაღები ადგილები ერთმანეთისგან და სასურველი ნახაზის გაკეთება ხშრად შეუძებელი იყო.

ახლა, ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ, შეგვიძლია ნებისმიერი მოხაზულობის წირის გავლება.

მათემატიკის მასწავლებლებიც დამერწმუნებიან, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, როცა მოსწავლე, ნებისმიერი სირთულის გეომეტრიულ ნახაზს თვითონ ქმნის და იმის შესაბამისად აკეთებს ამოცანას.

RNIB საზოგადოებასთან ერთად, მეც ვეთანხმები 3D კალმის ეფექტურობას გეომეტრიის შესწავლის პროცესში. მისი გამოყენებით, შესაძლებელია როგორც ორგანზომილებიანი,  ასევე სამგანზომილებიანი ფიგურების აგება. საკითხის შესწავლისას გაერთიანებულია კეთებით სწავლების და ტექნოლოგიის გამოყენების სინთეზი, რაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ჩემ შემთხვევაში.

ერთი უარყოფითი მხარე აქვს, მოითხოვს წვრილი მოტორული უნარების განვითარებას. შესაბამისად, მსხვილი მოტორიკის მქონე მოსწავლეები ტექნიკას იოლად ვერ იყენებენ.

ამ ტექნოლოგიის გამოყენება მოსახერხებელია არა მარტო უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებთან, არამედ მხედველ მოსწავლეებთანაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამგანზომილებიან ფიგურებში დიაგონალების, ან რაიმე საჭირო მონაკვეთების გავლება გვინდა.

ნათია გაჩეჩილაძე

თბილისის თავისუფალი აკადემიის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, თბილისის №202-ე (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

გამოყენებული მასალები:

https://assistivetechnologyblog.com/2017/07/blind-students-3dpen-see.html?fbclid=IwAR3mgeYJ5b1fBTSB93t8JxxzE2P-G3ylf15TchpLd1UYoWMmwLwXdHo9LSg

https://3doodlerstart.com/

https://www.edutechpost.com/best-15-3d-pens-ideas-and-templates/

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები