27 ივლისი, შაბათი, 2024

„მადლიერების ყულაბა“ – სოციოემოციური სწავლების საინტერესო აქტივობა

spot_img

ლალი გელოვანი
სსიპ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

 

 

 

ყველამ კარგად ვიცით ილია ჭავჭავაძის სიტყვები:

„კაცად მაშინ ხარ საქები,

თუ ეს წესი წესად დარგე,

ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,

– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?!“

მაგრამ ერთია ცოდნა და მეორეა მისი რეალიზება. სამწუხაროდ, ცხოვრების მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებზე მიმავალთ გვავიწყდება ჰუმანიზმი, ემპათიურობა, უგულებელვყოფთ აზრს, რომ ამქვეყნიურად ყოფნის არსი სიკეთეშია…

ტექნოლოგიური ეპოქის ხანაში უფრო და უფრო რთულდება აუხსნა, დაანახო მოსწავლეს სიკეთის მნიშვნელობა. ასოციალური გარემო ბევრ წინაღობას უქმნის მასწავლებელს.

თანამედროვე მასწავლებლის ვალია, იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები აღწერს, თუ როგორი მოქალაქე უნდა აღზარდოს სკოლამ. მან, ოჯახთან ერთად, უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა მოსწავლეებში მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით.

მოქალაქეობრივი განათლება არ უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ ტოლერანტობასა და ერთმანეთის დღესასწაულების გაზიარებას, მან ხელი უნდა შეუწყოს ინტერაქციაზე დამყარებულ დინამიკურ ურთიერთგაცვლას, ღიაობასა და ქმედით სოლიდარობას.

დემოკრატიული საკლასო ოთახი ჯანსაღი და ღია ურთიერთობის საწინდარია, სადაც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საკლასო პროცესში, რაც მათში სოციოემოციური სწავლების განვითარებას მოითხოვს. ჯანსაღი, სოციალურად ჰარმონიული და უსაფრთხო საზოგადოების ფორმირების დაკვეთა მიმართულია სკოლისაკენ, ხოლო, თავის მხრივ, სამყაროს კომპლექსურობა, განვითარების უპრეცედენტოდ მზარდი დინამიკა და ტექნოლოგიური პროგრესი, სკოლის მხრიდან, უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს მოსწავლის სოციალური და ემოციური განვითარებისთვის. საჭიროა ამ მიმართულებით არა სპონტანური და ერთჯერადი, არამედ ორგანიზებული და მეთოდოლოგიურად გამართული, სტაბილური და ხანგრძლივი საქმიანობა.

მას შემდეგ, რაც სოციოემოციური სწავლების ერთ-ერთ ხელშემწყობ აქტივობას – „მადლიერების ყულაბა“ გავეცანი, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, აქტიურად დამენერგა პრაქტიკაში. მისი გამოყენება არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, განსაკუთრებულ რესურსებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორებიცაა:

♦ თვითშემეცნება

♦ საკუთარი და სხვისი ემოციების ანალიზი

♦ პატივისცემა

♦ ემპათია

♦ მადლიერება

♦ კომუნიკაცია

♦ პროსოციალური კომპეტენცია

♦ ყურადღება და დაკვირვება

♦ კრიტიკული აზროვნება

ნაბიჯების აღწერა
ნაბიჯი 1.

♦ მოსწავლეებს ვესაუბრე მადლიერების შესახებ.

♦ ვთხოვე გაეხსენებინათ შემთხვევა, როცა სხვისი დახმარებით, სხვისი ქცევით თავი ბედნიერად იგრძნეს.

მოსწავლეებმა სიამოვნებით გაისხენეს რეალური ფაქტები თავიანთი ცხოვრებიდან, უმნიშვნელო დეტალებზეც კი გაამახვილეს ყურადღება. თითოეულ მათგანს ბედნიერებისგან უბრწყინავდა სახე.

ნაბიჯი 2.

მოსწავლეებს ვაჩვენე 3-წუთიანი ფილმი სიკეთეზე

https://www.facebook.com/watch/?extid=CL-UNK-UNK-UNK-AN_GK0T-GK1C&mibextid=2Rb1fB&v=1826029757681222 , რომელმაც მათში სასიამოვნო ემოცია გამოიწვია, ზოგს სიხარულის ცრემლიც მოადგა თვალზე.

გაიმართა მსჯელობა მადლიერების შესახებ. მოსწავლეებმა გაიხსენეს ქართული თუ უცხოური ნაწარმოებები, გამონათქვამები, ამ თემასთან კავშირში. ჩემი მიზანი იყო, მომემზადებინა მოსწავლეები იმისათვის, რომ მადლიერებაზე ფიქრი მათ ყოველდღიურ რუტინად ქცეოდათ.

ნაბიჯი 3.

მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ მოსწავლეებმა გააცნობიერეს მადლიერების არსი, შევთავაზე თავად შეექმნათ ყულაბა /მოეხატათ ქილა/ გაეფორმებინათ პატარა სკივრი და დემოკრატიული პრინციპით შეერჩიათ ერთი, რომელშიც განათავსებდნენ თავიანთ გზავნილებს. აღნიშნული აქტივობა მიემართებოდა იმ მიზანს, რომ მოსწავლეებს „მადლიერების ყულაბის“ მიმართ ინტერესი შეენარჩუნებინათ.

შერჩეული ყულაბა „მადლიერების სკივრი“ განთავსდა საკლასო ოთახში.

ნაბიჯი 4.

ინსტრუქციის მიცემა

მოსწავლეებს ვთხოვე, გაეანალიზებინათ მათი ყოველი დღე, ვისგან იგრძნეს მხარდაჭერა, ვისგან მიიღეს დახმარება და ფაქტები პატარა ფურცელზე აღეწერათ. კომენტარში უნდა გამორკვეულიყო, ვის მიმართ გრძნობდნენ მადლიერებას და რატომ.

ყუთი განვათავსეთ საკლასო ოთახში, თვალსაჩინო ადგილას. მოსწავლეებს, მასწავლებლისგან დამოუკიდებლად, უნდა ჩაეყარათ ფურცლები სასწავლო წლის განმავლობაში, ხოლო დათქმულ დროს ერთად გავხსნიდით ყულაბას და თავიდან გავეცნობოდით საინტერესო კომენტარებს.

მოსწავლეები, თითქმის ყოველდღიურად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მიდიოდნენ ყულაბასთან და აივსო ჩვენი „მადლიერების სკივრი“.

აღნიშნული აქტივობის საშუალებით მოსწავლეებმა მიიღეს სასიამოვნო და დადებითი გამოცდილება, განუვითარდათ ფუნქციური უნარები.

♦ კრიტიკული აზროვნება

⇒ დაკვირვება

⇒ დასკვნების ჩამოყალიბება

⇒ დასკვნების შეფასება

⇒ რელევანტური/არარელევანტური ინფორმაციის იდენტიფიცირება

♦ შემოქმედებითობა

⇒ ფლექსიურობა

⇒ დეტალებზე ყურადღების გამახვილება

♦ კომუნიკაცია

⇒ მიზნობრივი ინფორმაციის ნათლად გამოხატვა

⇒ ემპათია

⇒ აღიარება

♦ მოქალაქეობა

⇒ უზენაესი ეთიკის პრინციპი

⇒ ანგარიშვალდებულება

♦ ხარისხის ნებისყოფა/ნებელობა

⇒ იდენტობა

♦ თვითრეგულაცია

⇒ თვითაქტუალიზაცია

მიმაჩნია, რომ „მადლიერების ყულაბის“, როგორც სოციოემოციური სწავლების ხელშემწყობი აქტივობის გამოყენება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას, რადგან ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მეთოდოლოგიურ ორიენტირებთან დაკავშირებულ 5 საგანმანათლებლო პრინციპს.

  1. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას;
  2. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით;
  3. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას;
  4. სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულს და პირობისეულს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები