27 ივლისი, შაბათი, 2024

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

spot_img
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2023 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო – კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს“

კონკურსის სახელწოდება

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა – MR

კონკურსის მიზანი

მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

⇔ საპროექტო განაცხადი ტიპი     

ინდივიდუალური

⇔ კონკურსის ძირითადი პირობები

  • საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;
  • კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს  მოქალაქე,  საქართველოს  უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;
  • გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;
  • პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;
  • ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
  • მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
  • დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.

⇔ კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

  • ელექტრონული რეგისტრაცია – 2023 წლის 22  აგვისტოდან 2 ოქტომბრის 16:00 საათამდე;
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები – 7, 18, 28 სექტემბერი 16:00 საათი (კონსულტაციებზე დასაწრებად გადადით ბმულზე )
  • ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა – 2023 წლის 25 სექტემბერი;
  • კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში – 2023 წლის 9 ოქტომბერი 16:00 საათი;
  • რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა – 2023 წლისოქტომბერი;
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება – ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ – 2023 წლის ოქტომბერი;
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება – 2023 ნოემბერი;
  • დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება – 2023 წლის ნოემბერი-დეკემბერი;

⇔ კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

⇔ პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები – დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ – დანართი 2, ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება – დანართი 3
  • მაგისტრანტის, სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები – CV დანართი 4, ივსება GMUS-ში
  • ცნობა მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესახებ – დანართი 5
  • კონსულტანტის თანხმობის წერილი (დანართი № 6.1, დანართი № 6.2) (GEO/ENG)
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი – დანართი 7, ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება- დანართი 8, ივსება GMUS-ში
  • სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ – დანართი 9
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ – დანართი 10, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი – დანართი 11

⇔ ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

  • გრანტების მართვის ერთიანი სისტემა – პროექტების რეგისტრაციისათვის(ბმული)
  • ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია(ბმული)

⇔ მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 25 სექტემბრის 18:00 საათამდე  კონკურსისელ. ფოსტაზე mr@rustaveli.org.ge
  • ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

⇔ კოორდინატორი:

ნინო აბუსელიძე – პროგრამული საკითხები –  +(995 32) 2 200 220 (4016)

მირანდა თედეშვილი – პროგრამული საკითხები –  +(995 32) 2 200 220 (4017)

⇔ იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონკურსის ელფოსტაზე: mr@rustaveli.org.ge

გისურვებთ წარმატებებს!

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები