3 დეკემბერი, შაბათი, 2022

მაგისტრანტების საყურადღებოდ!

spot_img

მაგისტრანტი, რომელიც შესაბამის წელს ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია, შესაბამისი წლის 10 ოქტომბრამდე, ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.

თუ მაგისტრანტი არ წარადგენს განცხადებას ცენტრში 10 ოქტომბრამდე:

  • მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისათვის აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა.
  • იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში შესრულდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.
  • თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა. შ.
  •  მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ მიმდინარე კვირას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადები მიიღება უქმე დღეებშიც (09:00 საათიდან 18:00 საათამდე).

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები