27 ივლისი, შაბათი, 2024

ლო­დი­ნის ეს­თე­ტი­კა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პრო­ზა­ულ შე­დევ­რებ­ში

spot_img

ეკა­ტე­რი­ნე  მხე­ი­ძე

წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზე­და მეს­ხე­თის ბრო­წე­უ­ლას სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბის ჯე­როვ­ნად შე­ფა­სე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მის პრო­ზა­ულ შე­დევ­რებს: „მთა­ნი მა­ღალ­ნი“ და „ხმე­ლი წი­ფე­ლი“. ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ისე­თი­ვე გან­კერ­ძო­ე­ბით დგას მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, რო­გორც თა­ვად მი­სი გმი­რე­ბი არი­ან გა­მო­ყო­ფილ­ნი გა­რე­სი­ნამ­დ­ვი­ლი­სა­გან თა­ვი­ან­თი გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბი­თა და სუ­ლი­ე­რი სი­დი­ა­დით. ამ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში მწე­რა­ლი იყე­ნებს სათ­ქ­მე­ლის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის მხატ­ვ­რულ ეფექტს, რაც აღ­ძ­რავს მკითხ­ვე­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას და ძი­ე­ბის სურ­ვი­ლით აღან­თებს მას. აქ, აზ­რის სიცხა­დი­სა და გამ­ჭირ­ვა­ლო­ბის სა­პი­რის­პი­როდ, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მო­აქვს ქვე­ტექ­ს­ტუ­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, ნა­ხევ­რად გახ­ს­ნი­ლი ალე­გო­რი­უ­ლი სა­ხე­ე­ბი. ეს მკითხ­ვე­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ტი­უ­რო­ბას მო­ითხოვს მწერ­ლის მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლის ამო­საც­ნო­ბად. ვა­ჟას შე­დევ­რებ­ში „შიშ­ვე­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა“ ნა­ტი­ფი მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე­ე­ბი­თაა შე­მო­სი­ლი და მი­სი ამოც­ნო­ბა მწე­რალ­თან თა­ნა­შე­მოქ­მე­დე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ვა­ჟას მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის ამო­საც­ნო­ბად მი­სი ცალ­კე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი მი­სი­ვე შე­მოქ­მე­დე­ბის ფონ­ზე უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ, რად­გან ცალ­მ­ხ­რივ ანა­ლიზს, კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე, ხში­რად არას­წორ დას­კ­ვ­ნე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ.

ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა თა­ვად აღი­ა­რებ­და, რომ 60-იანე­ლე­ბის ერ­თ­გუ­ლი მო­წა­ფე და იდე­უ­რი მემ­კ­ვიდ­რე იყო. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მკვეთ­რა­დაა დას­მუ­ლი სი­ცოცხ­ლის საზ­რი­სი­სა და ადა­მი­ა­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა. მწერ­ლი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია უმოქ­მე­დო­ბა, ეგო­ის­ტუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბი­სა­კენ მის­წ­რა­ფე­ბა, უმიზ­ნო ცხოვ­რე­ბა. ვა­ჟას გმი­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე აქ­ტი­უ­რი, მებ­რ­ძო­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან. ისი­ნი ზოგ­ჯერ უპი­რის­პირ­დე­ბი­ან სო­ცი­უმს, მაგ­რამ ისევ მა­თი კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და ზნე­ობ­რი­ვი ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში შე­იმ­ჩ­ნე­ვა წუ­თი­სოფ­ლი­სად­მი ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რო­გორც მთებს, ასე­ვე ხმელ წი­ფელს, ახა­სი­ა­თებთ ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი რე­ა­ლო­ბი­სად­მი გულ­გ­რი­ლი, გა­ნურ­ჩე­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მათ და­კარ­გუ­ლი აქვთ სა­ამ­ქ­ვეყ­ნო ინ­ტე­რე­სე­ბი – „გან­ზე გამ­დ­გა­რან, მი­უ­კა­რე­ბელ­ნი არი­ან, ქვეყ­ნის ყა­ყა­ნი, ქვეყ­ნის ქა­რიშ­ხა­ლი, ქროლ­ვა, ქვეყ­ნის ავ-კარ­გი მათ შუბ­ლ­ზე ერთ ძარ­ღ­ვ­საც არ აატო­კებს“ (ილია). სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ მო­ვიხ­მოთ შე­სა­ბა­მი­სი ად­გი­ლე­ბი ტექ­ს­ტე­ბი­დან: „ხმე­ლი წი­ფე­ლი შე­უშ­ფოთ­რად დგას, არც ავს იტყ­ვის, არც კარგს, დგას გაშ­ტე­რე­ბუ­ლი, იმან არც სიბ­რა­ლუ­ლი იცის, არც სიმ­ძულ­ვა­რე, არც სამ­ტ­როდ აუდუღ­დე­ბა გუ­ლი, არც სა­მო­კე­თოდ“. ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი სი­ნამ­დ­ვი­ლი­სად­მი მსგავ­სი გულ­გ­რი­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს მთებ­საც: „იდ­გ­ნენ და ელოდ­ნენ, უსაზღ­ვ­როა მთე­ბის მო­ლო­დი­ნი… გა­რეთ, სა­ხე­ზე კი არა­ფე­რი ეტყო­ბათ, გარ­და მტე­რო­ბი­სა… მთე­ბო, მთე­ბო! რას ელით? ვის ელით? პა­სუ­ხი არ ის­მის, სდგა­ნან წარ­ბ­შე­უხ­რე­ლად“.

ამ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ერ­თ­გ­ვა­რი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა შე­იმ­ჩ­ნე­ვა მწერ­ლი­სა და ამ პერ­სო­ნა­ჟე­ბის სატ­კი­ვარს შო­რის. ავ­ტო­რის სევ­და სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბი, ადა­მი­ა­ნუ­რი და ახ­ლო­ბე­ლია მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის, რად­გან თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის შემ­ც­ვე­ლია. მწე­რა­ლი გვიქ­მ­ნის ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, თით­ქოს მას არ შე­უძ­ლია გა­ი­გოს თა­ვი­სი გმი­რე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­ფიქ­რა­ლი, რად­გან ეს სევ­და წუ­თი­სოფლის მიჯ­ნებს სცილ­დე­ბა და რე­ლი­გი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბის თვალ­მი­უწ­ვ­დო­მელ მწვერ­ვა­ლებს მო­ი­ცავს. აქ ხა­ზი ეს­მე­ბა სათ­ქ­მე­ლის ინ­ტი­მუ­რო­ბა­სა და მის­ტი­კუ­რო­ბას. იქ­მ­ნე­ბა ერ­თ­გ­ვა­რი მხატ­ვ­რუ­ლი ინ­ტ­რი­გა მკითხ­ვე­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის აღ­საგ­ზ­ნებ­ლად.

სიმ­ბო­ლუ­რია მწერ­ლი­სა და პერ­სო­ნაჟ­თა სათ­ქ­მე­ლის ამ­გ­ვა­რი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს ერთ პი­როვ­ნე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი ორი ას­პექ­ტის ერ­თობ­ლი­ო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლია. ადა­მი­ა­ნი სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბაა. სუ­ლი უფ­ლი­სა­კენ მი­ილ­ტ­ვის. იგი სხე­უ­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა და სხე­ულს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, რა­თა ადა­მი­ან­მა წუ­თი­სო­ფელ­ში აქ­ტი­უ­რად იცხოვ­როს. „კა­ცი საქ­მით მარ­თ­ლ­დე­ბა და არა მხო­ლოდ რწმე­ნით… ვი­ნა­ით­გან, რო­გორც სხე­უ­ლი მკვდა­რია სუ­ლის გა­რე­შე, ასე­ვე რწმე­ნაც მკვდა­რია საქ­მის გა­რე­შე“ (იაკ.2. 24-26).

ხმე­ლი წიფ­ლი­სა და მა­ღალ მთა­თა სა­ფიქ­რა­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბის სუ­ლი­ერ ას­პექტს წარ­მო­ა­ჩენს. ამ მოთხ­რო­ბებ­ში მწე­რალ­მა „უკე­თე­სი ნა­წი­ლი გა­მო­ირ­ჩია“ (ლუ­კა.10.41) და აქ­ცენ­ტი­რე­ბა გა­უ­კე­თა ადა­მი­ა­ნის სწრაფ­ვას მა­რა­დი­სო­ბი­სა­კენ, უფ­ლის შე­მეც­ნე­ბი­სა­კენ. აქ ხდე­ბა აზ­რე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა ვერ­ტი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც იწ­ვევს გა­რინ­დე­ბას, დუ­მილს, ფიქრს.

ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩაფ­ლულ ადა­მი­ანს ხში­რად ავიწყ­დე­ბა ხოლ­მე მა­რა­დი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რაც იწ­ვევს მის გა­მი­წი­ე­რე­ბა­სა და გა­დაგ­ვა­რე­ბას. ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნი არ არის მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რი არ­სე­ბა, ის ღვთის ხა­ტად და მსგავ­სა­დაა შექ­მ­ნი­ლი. სწო­რედ სუ­ლი­ე­რი ას­პექ­ტი, ფიქ­რი მა­რა­დი­სო­ბა­ზე აძ­ლევს ადა­მი­ანს ორი­ენ­ტა­ცი­ას ამ­ქ­ვეყ­ნად აქ­ტი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სათ­ვის, რა­თა „ცოცხა­ლი მკვდარ­სა არ ემ­ს­გავ­სოს“, „უქ­მად არ ჩა­მაჰ­ლი­ოს სი­ცოცხ­ლე“.

ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ხმე­ლი წი­ფე­ლი და მთე­ბი უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­ფიქ­რა­ლით შეპყ­რო­ბილ ადა­მი­ანს გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ, ორი­ვე პერ­სო­ნა­ჟი მწერ­ლის ალ­ტერ ეგოა, მი­სი აზ­როვ­ნე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლია. მწერ­ლი­სათ­ვის ფშა­ვის მთე­ბი იყო ღმერ­თ­თან შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც მთე­ლი სამ­ყა­რო იხილ­ვე­ბო­და:

„მთას ვი­ყავ, მწვერ­ვალ­ზე ვი­დექ,

თვალ­წინ მე­ფი­ნა ქვე­ყა­ნა,

გულ­ზე მეს­ვე­ნა მზე-ხა­ტი,

ვლა­პა­რა­კობ­დი ღმერ­თ­თა­ნა.“

ერ­თი შე­ხედ­ვით, „ხმელ წი­ფელ­ში“ გად­მო­ცე­მუ­ლი სათ­ქ­მე­ლი ად­ვი­ლი გა­სა­გე­ბია. მწე­რა­ლი ამ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ეხე­ბა ისეთ ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო სა­კითხებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: სი­ბე­რის თე­მა, პი­როვ­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­პი­რი­სპი­რე­ბა, გე­ნი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის მარ­ტო­სუ­ლო­ბა, ამა­ო­ე­ბის თე­მა, ბუ­ნე­ბის გან­სუ­ლი­ე­რე­ბა.

გე­ნი­ა­ლუ­რია ვა­ჟას „მთა­ნი მა­ღალ­ნი“. მწე­რა­ლი შეძ­რუ­ლია მთე­ბის დი­დე­ბუ­ლე­ბი­თა და მი­უწ­ვ­დომ­ლო­ბით. აქ ზვი­ა­დი მთე­ბის ამაღ­ლე­ბუ­ლო­ბა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მყინ­ვა­რის იდენ­ტუ­რია. მის­ტი­კუ­რო­ბა, სიწ­მინ­დე, სწრაფ­ვა ტრან­ს­ცენ­დენ­ტა­ლუ­რი სამ­ყა­რო­სა­კენ, წუ­თი­სოფ­ლის მიჯ­ნე­ბის გა­და­ლახ­ვის სურ­ვი­ლი, საკ­რა­ლუ­რო­ბა, მი­უწ­ვ­დომ­ლო­ბა – აი, ის სა­ფიქ­რა­ლი, რო­მე­ლიც მკითხ­ველს უჩ­ნ­დე­ბა ამ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წა­კითხ­ვის შემ­დეგ. მაგ­რამ ამ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში არ­სე­ბობს რა­ღაც ამო­უც­ნო­ბი სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც გვიპყ­რობს და გვი­ზი­დავს.

და მა­ინც, რა აწუ­ხებთ ვა­ჟას გმი­რებს? რა ნაღ­ველს შეუპყ­რია ისი­ნი?

ხმე­ლი წიფ­ლის სევ­და მო­ლო­დი­ნი­თა და უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლოს შე­უც­ნობ­ლო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ეს რომ ასეა, ნა­წარ­მო­ებ­ის ფი­ნა­ლურ ნა­წილ­ში ვლინ­დე­ბა. ხმე­ლი წიფ­ლის სევ­დის მო­ზი­ა­რე მხო­ლოდ ბუა. ყვე­ლა გან­შო­რე­ბია მარ­ტო­სულ მცე­ნა­რეს, მხო­ლოდ ეს ფრინ­ვე­ლი ღამ­ღა­მო­ბით, ათას­ში ერ­თხელ, ეს­ტუმ­რე­ბა ხოლ­მე ხეს, შეჯ­დე­ბა მის ტოტ­ზე და მოჰ­ყ­ვე­ბა გულ­მოკ­ლულ ძა­ხილს: ვერ იპო­ვეო? და ხეც ამო­ოხ­ვ­რით უპა­სუ­ხებს: ვე­რა ვე­რაო (ცნო­ბი­ლია, რომ ბუ სიბ­რ­ძ­ნის, გო­ნი­ე­რე­ბის, თვით­შე­მეც­ნე­ბის, ერუ­დი­ცი­ი­სა და მის­ტი­კუ­რი ცოდ­ნის სიმ­ბო­ლოა). მარ­ტო­სუ­ლი მთე­ბიც რა­ღა­ცას ეძე­ბენ, რა­ღა­ცას ელო­დე­ბი­ან და ამის გა­მო „გუ­ლი სტკი­ვათ, ძა­ლი­ან სტკი­ვათ.“

ძი­ე­ბი­სა და მო­ლო­დი­ნის პა­თო­სი­თაა აღ­ბეჭ­დი­ლი ახა­ლი აღ­თ­ქ­მის წიგ­ნე­ბი. ღვთა­ებ­რი­ვი აღ­თ­ქ­მა „ახა­ლი ცი­სა და ახა­ლი მი­წი­სა“ მთლი­ა­ნად გან­მ­ს­ჭ­ვა­ლავს წმინ­და წე­რილს. „ჰე, მა­ლე მო­დი, უფა­ლო“ (გა­მოცხ.22.20), – ამ­ბობს მო­ცი­ქუ­ლი, მას თით­ქოს ერ­თი სუ­ლი აქვს რო­დის დად­გე­ბა ქრის­ტეს­თან შეხ­ვედ­რის ჟა­მი. კა­ცობ­რი­ო­ბა მო­ლო­დი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ცხოვ­რობს და ამ მო­ლო­დინს წინ­დი ქრის­ტეს ბრწყინ­ვა­ლე აღ­დ­გო­მამ და­უ­დო.

ყო­ველ­გ­ვა­რი მო­ლო­დი­ნი ერ­თ­დ­რო­უ­ლად სევ­დი­სა და იმე­დის შემ­ც­ვე­ლია. სულ­ხან-სა­ბას გან­მარ­ტე­ბით, „ლო­დი­ნი არს მოც­და რი­სა­მე მო­მავ­ლი­სა“. რწმე­ნა სწო­რედ ლო­დინ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, იგი გუ­ლის­ხ­მობს სრულ ნდო­ბას რა­ი­მე­სა ან ვინ­მე­სად­მი. ამი­ტომ, რწმე­ნა ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა ნა­ზი სევ­დის წყა­რო. ეს სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა ემ­ს­გავ­სე­ბა თო­მა მო­ცი­ქუ­ლის მგზნე­ბა­რე სურ­ვილს, ვიდ­რე არ ვი­ხი­ლავ მის ხე­ლებ­ზე ლურ­ს­მ­ნის ნაჭ­დევს და არ ჩავ­ყოფ ნაჭ­დევ­ში თითს, ხო­ლო მის ფერ­დ­ში არ ჩავ­დებ ხელს, არ ვირ­წ­მუ­ნე­ბო, – ამბობს მო­ცი­ქუ­ლი აღ­მ­დ­გა­რი ქრის­ტეს შე­სა­ხებ. ეს კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი სურ­ვი­ლია, სავ­სე­ბით ადა­მი­ა­ნუ­რი და გა­სა­გე­ბი. სწო­რედ ამ­გ­ვა­რი მო­ლო­დი­ნის სევ­დით არი­ან შეპყ­რო­ბი­ლი ვა­ჟას გმი­რე­ბი. ისი­ნი ეძე­ბენ, ელო­დე­ბი­ან და იტან­ჯე­ბი­ან. ეს ძი­ე­ბი­სა და ლო­დი­ნის ეს­თე­ტი­კაა. რო­ცა ვკითხუ­ლობთ ვა­ჟას მოთხ­რო­ბებს, გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი სიტ­კ­ბო­ე­ბი­თა და ტკი­ვი­ლით ვივ­სე­ბით.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გა­გე­ბით, სამ­ყა­რო დი­ნა­მი­კუ­რია, ყვე­ლა­ფე­რი გრან­დი­ო­ზუ­ლი ფი­ნა­ლი­სა­კენ მი­ე­მარ­თე­ბა, სა­ი­და­ნაც სი­ცოცხ­ლე ხე­ლახ­ლა უნ­და და­ი­ბა­დოს და გა­ნახ­ლ­დეს. ხმე­ლი წი­ფე­ლი სწო­რედ ახალ სი­ცოცხ­ლე­ზე, მო­მა­ვალ სიწ­მინ­დე­სა და სიყ­ვა­რულ­ზე ოც­ნე­ბობს, მას მო­ე­ლის, მი­სი სწამს. ამი­ტო­მაც, ყო­ვე­ლი­ვე ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რის მი­მართ ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ხე მხო­ლოდ „ად­გი­ლის დე­დას“ ზღა­პარს უგ­დებს ყურს, „თი­თო­ე­უ­ლი მი­სი სიტყ­ვა ლახ­ვა­რი­ვით გულ­ზე ესო­ბა და უჩუმ­რად ცრემ­ლ­სა ღვრის“ ( ქარ­თულ მი­თო­ლო­გი­ა­ში ად­გი­ლის დე­და არის ცალ­კე­უ­ლი ად­გი­ლის მფარ­ვე­ლი ღვთა­ე­ბა). ად­გი­ლის დე­და კი „ბუ­ნე­ბის სა­ნუ­გე­შოდ სიყ­ვა­რულ­ზე, სიწ­მინ­დე­ზე და სი­ცოცხ­ლე­ზე ზღა­პარს უამ­ბობს.“ ესაა ზღა­პა­რი მო­მა­ვალ გა­ნახ­ლე­ბულ სამ­ყა­რო­ზე, რაც ანუ­გე­შებს კა­ცობ­რი­ო­ბას.

ლექ­ს­ში „კი­დე­ვაც ვნა­ხავ გა­ზაფხულს“, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა მო­ე­ლის გა­ზაფხულს, რად­გან იგი არის სიმ­ბო­ლო ფერ­შეც­ვ­ლი­ლი სამ­ყა­რო­სი:

„კი­დე­ვაც ვნა­ხავ გა­ზაფხულს,

ყელ­მო­ღე­რე­ბულ იასა,

სიკ­ვ­დი­ლის სი­ცოცხ­ლედ მქცე­ველს,

იმის სი­ტურ­ფეს ღვთი­ან­სა“.

რო­გორც ხმელ წი­ფელს, ასე­ვე მა­ღალ მთებს, და­კარ­გუ­ლი აქვთ ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი სწრაფ­ვა­ნი, ისი­ნი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სამ­ყა­როს მო­ლო­დი­ნით არი­ან შეპყ­რო­ბილ­ნი, გა­ნუ­ძარ­ც­ვავთ „ძვე­ლი კა­ცი“, „მო­უ­ძუ­ლე­ბი­ათ წუ­თი­სო­ფე­ლი“ და მი­ილ­ტ­ვი­ან მა­რა­დი­სო­ბი­სა­კენ.

სიმ­ბო­ლუ­რია ხმე­ლი წიფ­ლის სი­ბე­რე. მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბა აქ გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ერ­თ­გ­ვარ კა­რიბ­ჭეს, ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის საზღ­ვარს, წუ­თი­სოფ­ლი­სა და მა­რა­დი­სო­ბის გა­დაკ­ვე­თის ად­გილს. სი­ბე­რე სიმ­ბო­ლუ­რად ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის ის ეტა­პია, რო­მელ­საც ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ა­ში ეწო­დე­ბა „მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბაი გო­ნე­ბი­საი“ („გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის ცხოვ­რე­ბა“). ხმელ წი­ფელს სწო­რედ ამ სი­მაღ­ლი­სათ­ვის მი­უღ­წე­ვია, მაგ­რამ იტან­ჯე­ბა, რად­გან არ აქვს მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. თუმ­ცა, ამ­ქ­ვეყ­ნი­ურ ყო­ფა­ში, დრო­დად­რო ჩნდე­ბა ხოლ­მე მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­მო­ნა­შუ­ქი, რო­მე­ლიც გვა­ნუ­გე­შებს და სი­ხა­რულს გვგვრის. ამ­გ­ვარ გა­მო­ნა­შუქს წარ­მო­ად­გენს ხმე­ლი წიფ­ლის ფეს­ვ­ზე ამო­სუ­ლი ყლორ­ტი, „რო­მე­ლიც მზე­სა და წვი­მას უც­დის რომ გა­ი­ზარ­დოს“. ეს არის ხმე­ლი წიფ­ლი­სათ­ვის სა­სუ­ფევ­ლის წი­ნა­სა­ხე, მო­მა­ვა­ლი გა­ნახ­ლე­ბის ცოცხა­ლი ხა­ტი. ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა მი­იჩ­ნევ­და, რომ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბულ ყო­ველ­გ­ვარ მოვ­ლე­ნას ანა­ლო­გი ბუ­ნე­ბა­ში ჰქონ­და, გლო­ბა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მო­დე­ლი სწო­რედ ბუ­ნე­ბა იყო. აქ კი სიკ­ვ­დი­ლით არ ეს­მე­ბა წერ­ტი­ლი სი­ცოცხ­ლეს, იბა­დე­ბა ახა­ლი თა­ო­ბა, რო­გორც ერ­თ­გ­ვა­რი ანა­რეკ­ლი სიკ­ვ­დილ­ზე სი­ცოცხ­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბი­სა. ხმე­ლი წიფ­ლი­სათ­ვის პა­ტა­რა ყლორ­ტი არის ხა­ტე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სამ­ყა­როს იდე­ი­სა. ეს კი დი­დი ნუ­გე­ში და სი­ხა­რუ­ლია წუ­თი­სო­ფელ­ში.

ადა­მი­ა­ნუ­რი მის­წ­რა­ფე­ბის სუ­ლი­ე­რი ას­პექ­ტი მწერ­ლო­ბა­ში მთის სიმ­ბო­ლი­კი­თაა გა­მო­ხა­ტუ­ლი. ვა­ჟას მთე­ბი უსაზღ­ვ­რო გა­რინ­დე­ბა­სა და მო­ლო­დინს შე­უპყ­რია. მათ „გა­რეთ სა­ხე­ზე არა­ფე­რი ეტყო­ბათ, გარ­და მტე­რო­ბი­სა“.  წუ­თი­სოფ­ლი­სად­მი მტრო­ბა მას­ზე ამაღ­ლე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. მარ­თ­ლაც, ვა­ჟას მთებს გა­და­უ­ლა­ხავთ ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ზრახ­ვა­ნი და მა­რა­დი­სო­ბა­ზე ფიქ­რით გა­რინ­დე­ბუ­ლან. ისი­ნი უფ­ლი­სა­კენ მი­ის­წ­რა­ფი­ან, მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა სწყუ­რი­ათ. მთე­ბის მო­ლო­დი­ნი ღმერ­თის შეც­ნო­ბის წყურ­ვი­ლი­თა­ცაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ასე შე­მო­დის ვა­ჟას შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ღვთის ძი­ე­ბის სა­კითხი, რო­მე­ლიც ამ ნა­წარ­მო­ებ­ში ჰი­პერ­ბო­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. უფ­ლის ძი­ე­ბა, მი­სი შე­მეც­ნე­ბა უსას­რუ­ლოდ გრძელ­დე­ბა, რად­გან საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო გან­მარ­ტე­ბით, უფა­ლი არის მი­უწ­ვ­დო­მე­ლი, და­უ­სა­ბა­მო, უსაზღ­ვ­რო. რაც უფ­რო უახ­ლოვ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი მას, უფ­რო ხვდე­ბა, რომ უსას­რუ­ლოდ შორ­საა მის­გან. ღმერ­თის სიყ­ვა­რუ­ლი გა­ნა­პი­რო­ბებს მა­რა­დი­ულ სწრაფ­ვას, მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას, სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა­კენ ლტოლ­ვას. მთე­ბი „ელი­ან და კვლა­ვაც ექ­ნე­ბათ მო­ლო­დი­ნი. რა და­აშ­რობს იმათ გულ­ში მო­ლო­დი­ნის ზღვას? არა აქვს იმას ბო­ლო, არც და­სას­რუ­ლი, რო­გორც ღვთა­ე­ბას“. „იყ­ვე­ნით თქუ­ენ სრულ, ვი­თარ­ცა მა­მაი თქუ­ე­ნი ზე­ცა­თაი სრულ არს“, – გვმოძღ­ვ­რავს იესო ქრის­ტე. ეს კი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სია, „თვალ-გუ­ლის გა­უ­მაძღ­რო­ბაა“. სწრაფ­ვა პროგ­რე­სი­სა­კენ, ღვთის შე­მეც­ნე­ბი­სა­კენ მა­რა­დი­უ­ლი ძი­ე­ბაა. ეს პრო­ცე­სი გაგ­რ­ძელ­დე­ბა მა­ში­ნაც, რო­ცა აღ­ს­რულ­დე­ბა მთე­ბის მო­ლო­დი­ნი და რე­ა­ლუ­რად შე­საც­ნო­ბი გახ­დე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სამ­ყა­რო. რწმე­ნა და­ირ­ღ­ვე­ვა, რად­გან ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბა რწმე­ნას აღარ სა­ჭი­რო­ებს, მაგ­რამ აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ უსას­რუ­ლოდ შე­უც­ნო­ბე­ლია უფა­ლი და ეს ახალ-ახა­ლი რწმე­ნის გა­ჩე­ნის სა­ჭი­რო­ე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

გე­ნი­ა­ლუ­რია ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სატ­კი­ვა­რი. მწე­რა­ლი მი­წი­ე­რი პრობ­ლე­მე­ბით დამ­ძი­მე­ბულ ადა­მი­ანს შე­ახ­სე­ნებს, რომ იგი მა­რა­დი­სო­ბის­თ­ვი­საა შექ­მ­ნი­ლი. ფიქ­რი მა­რა­დი­უ­ლო­ბა­ზე კი გვეხ­მა­რე­ბა ამ­ქ­ვეყ­ნად სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები