15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

ლიტერატურული კონტრასტები – ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში უსა­მარ­თ­ლო­ბის რწმე­ნა მყა­რია

spot_img

 

„მი­დი­ოდ­ნენ ერ­თად, მაგ­რამ ისე, თით­ქოს ვერც ამ­ჩ­ნევ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, თი­თო­ე­უ­ლი თა­ვის­თ­ვის, თა­ვის ფიქ­რებ­ში წა­სუ­ლი. ასე ხში­რად და­დი­ან ძმე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა პა­ტა­რე­ბი არი­ან.“                                                                            გუ­რამ გე­გე­ში­ძე — „შუ­რის­ძი­ე­ბა“

„მათ ნატყ­ვი­ა­რი აკ­რავთ წარ­ბებ­ზე,

გუ­ლი სავ­სე აქვთ შხა­მის წვე­თე­ბით,

ამ დროს მოლ­ხე­ნით არის დარ­ბა­ზი,

ორ­კეს­ტ­რი გრგვი­ნავს თავ­გა­მე­ტე­ბით.“

    გა­ლაკ­ტი­ო­ნი

 

„სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი“ — ასე და­არ­ქ­ვა სა­ხე­ლად ფრიც რი­მან­მა თა­ვის ერთ-ერთ წიგნს და ნა­წარ­მო­ებ­ში ბევ­რ­ჯერ ახ­სე­ნა, რომ სიყ­ვა­რუ­ლიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უნა­რია, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ად­რე­ულ ბავ­შ­ვო­ბა­ში ან გა­მო­უ­მუ­შავ­დე­ბა, ან არა. იმის­თ­ვის, რომ მოზ­რ­დილ­მა ადა­მი­ან­მა გას­ცეს სიყ­ვა­რუ­ლი, ბავ­შ­ვო­ბა­ში მას უნ­და უჩ­ვე­ნონ ეს გრძნო­ბა.

არა­თუ სიყ­ვა­რუ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა, მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბის გან­ც­დის არ­ქო­ნაც კი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია, ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს კი ორი­ვეს ნაკ­ლე­ბო­ბა აქვთ ამო­სავ­სე­ბი. არც სიყ­ვა­რუ­ლი, არც მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბა, ში­ში და სა­კუ­თა­რი თა­ვის იმედ­ზე ყოფ­ნა, რაც არა­თუ ბავ­შ­ვის­თ­ვის, ზრდას­რუ­ლის­თ­ვი­საც რთუ­ლი ასა­ტა­ნია.

ამ თე­მას თან სდევს კონ­ტ­რას­ტი. ასეთ კონ­ტ­რას­ტებს ხში­რად ვნა­ხავთ გუ­რამ გე­გე­ში­ძის მოთხ­რო­ბა­ში „შუ­რის­ძი­ე­ბა“. ერ­თი მხრივ, სიმ­შ­ვი­დე, დე­დობ­რი­ო­ბა და სით­ბო, მე­ო­რე მხრივ კი, უიმე­დო­ბა და სი­ცი­ვე, ქუ­ჩის „უნუ­გე­შო სევ­და“.

„ეზოს რკი­ნის ჭიშ­კარ­თან გრძელ­ხა­ლა­თი­ა­ნი სქე­ლი ქა­ლი იდ­გა, ხელ­ში ცა­რი­ე­ლი ვედ­რო ეჭი­რა და რო­ცა ძმე­ბი ხა­ლა­თი­ან სქელ ქალს გა­უს­წორ­დ­ნენ, ქალ­მა დე­დობ­რი­ვი, ტკბი­ლი ხმით სთხო­ვა უფ­როსს:

— ბი­ჭი­კო, თუ ღმერ­თი გწამს, წყა­ლი მო­მი­ტა­ნე!

მაგ­რამ ბი­ჭი არ გა­ჩერ­და და თა­ვა­ზი­ა­ნად უპა­სუ­ხა:

— არ მწამს, დე­ი­და, ღმერ­თი…“

ასე­თია რე­ზი­კოს პა­სუ­ხი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ქა­ლის­თ­ვის, რო­მელ­საც დე­დობ­რი­ვი ხმა აქვს და ოდ­ნავ ჩა­სუ­ქე­ბუ­ლია, რა­ზეც რე­ზი­კო გეს­ლი­ა­ნად გა­ი­ფიქ­რებს, რომ ქა­ლი ჭა­მი­თაა ასე და არა ავად­მ­ყო­ფო­ბით. პა­სუ­ხი მო­უ­ლოდ­ნე­ლია, თუმ­ცა, რე­ზი­კოს პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი, რად­გან არც ამ ქა­ლის სით­ბო და არც მი­სი დე­დობ­რი­ო­ბა რე­ზი­კოს­თ­ვის და მი­სი პა­ტა­რა ძმის­თ­ვის არაა გან­კუთ­ვ­ნი­ლი.

კონ­ტ­რას­ტუ­ლია რე­ზი­კოს პა­ტა­რა ძმის აღ­წე­რაც, რი­თაც ავ­ტო­რი უკეთ წარ­მოგ­ვიდ­გენს ბავ­შ­ვის და­უც­ვე­ლო­ბას და უმ­წე­ო­ბას შე­უ­ფე­რე­ბელ გა­რე­მო­ში:

„ეს იყო ნა­ზი, ფუნ­ჩუ­ლა ბი­ჭი, და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვ­სი-შვი­დი წლი­სა. მორ­ცხ­ვი, ცის­ფერ­თ­ვა­ლე­ბა და ლო­ყა­წი­თე­ლი… მას ჰქონ­და თეთ­რი ქათ­ქა­თა ტა­ნი, რო­მელ­საც მო­უვ­ლე­ლო­ბა ძალ­ზე ეტყო­ბო­და. ის ბევრ ად­გი­ლას იყო და­კაწ­რუ­ლი, გარ­და ამი­სა, ფარ­თო, ჭუჭყი­ა­ნი ლა­ქე­ბი აჩ­ნ­და მკერ­დ­ზე და კი­სერ­ზე, რაც თვალ­ში ძლი­ერ გე­ცე­მო­დათ იმი­სი ტა­ნის სი­თეთ­რის გა­მო. მუხლს ქვე­მოთ, შიშ­ვე­ლი ფე­ხე­ბი შემ­ხ­მა­რი ტა­ლა­ხით ჰქონ­და დას­ვ­რი­ლი. ყო­ვე­ლი­ვე ეს არ ეხა­მე­ბო­და ამ ბავ­შ­ვის სი­ნა­ზე­სა და ფა­ქიზ გა­რეგ­ნო­ბას. ის იდ­გა თა­ვი­სი ძმის უკან, ტი­რი­ფებს შო­რის, მა­ღალ, ხმელ ბა­ლახ­ში და ხე­ლე­ბი ზურგს უკან და­ეწყო.“

ამ­ბის კულ­მი­ნა­ცი­ის­თ­ვის მზა­დე­ბა იწყე­ბა რე­ზი­კოს აგ­რე­სი­ით, რო­მელ­საც ის ჯერ თა­ვი­სი ძმი­სად­მი შე­უბ­რა­ლე­ბე­ლი მოპყ­რო­ბით (ცე­მით ) ავ­ლენს, შემ­დეგ სა­ზამ­თ­რო­ე­ბის ქურ­დო­ბით აგ­რ­ძე­ლებს და სა­ბო­ლო­ოდ — მე­რა­ბა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბით ას­რუ­ლებს. ეს ამ­ბა­ვი რე­ზი­კოს ამ­ბა­ვია, თი­თო­ე­უ­ლი მი­სი ქმე­დე­ბა მას­ში რა­ღაც კვალს ტო­ვებს და უამ­რავ კითხ­ვას უჩენს, რა­ზეც პა­სუ­ხი თვი­თო­ნაც არ იცის, ხში­რად იმა­საც ვერ ხვდე­ბა — რა­ტომ იქ­ცე­ვა ასე. ბრა­ზი, სიბ­რა­ლუ­ლი, სი­ნა­ნუ­ლი — ამ გრძნო­ბე­ბის ნა­რე­ვია მო­ზარ­დის არ­სე­ბა­ში და არ იცის, რო­მელს გაჰ­ყ­ვეს ბო­ლომ­დე.

მოთხ­რო­ბა­ში კონ­ტ­რას­ტი კი­დევ ერ­თხელ მა­შინ შე­მო­დის, რო­ცა რე­ზი­კო თა­ვის­ზე ბევ­რად ძლი­ერ ბიჭ­ზე, ომა­რა­ზე შუ­რის სა­ძი­ებ­ლად მი­დის. ომა­რას სახ­ლი მოვ­ლი­ლია, ეზო­ში ხე­ხი­ლია დარ­გუ­ლი, რე­ზი­კოს­თ­ვის კი რკი­ნის ჭიშ­კა­რია მხო­ლოდ ნაც­ნო­ბი:

„ომა­რას სახ­ლი ეზოს სიღ­რ­მე­ში იდ­გა. ეს იყო აგუ­რის ახა­ლი სახ­ლი. ეზოს რკი­ნის ჭიშ­კა­რი ჰქონ­და. რე­ზი­კოს არ უყ­ვარ­და რკი­ნის­ჭიშ­კ­რი­ა­ნი ეზო­ე­ბი, რად­გან იმ სა­საფ­ლა­ოს, სა­დაც მი­სი დედ-მა­მა იყო და­მარ­ხუ­ლი, რკი­ნის ჭიშ­კა­რი ჰქონ­და. რკი­ნის ჭიშ­კა­რი რე­ზი­კოს სიკ­ვ­დილს აგო­ნებ­და და უსი­ა­მოვ­ნო გრძნო­ბას უქ­მ­ნი­და. ახ­ლა ის იდ­გა ქუ­ჩა­ში, ფეხ­შიშ­ვე­ლი, გამ­ხ­და­რი, მოკ­ლე ტრუ­სით, გა­ხუ­ნე­ბუ­ლი მა­ი­სუ­რით, რომ­ლის უბე­ში ცი­ვი ქვე­ბი ეწყო, იხე­დე­ბო­და ხე­ხი­ლით სავ­სე, მოვ­ლილ-მო­სუფ­თა­ვე­ბულ ეზო­ში და გრძნობ­და ამ ოჯა­ხის სი­მაძღ­რეს და უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.“

კონ­ტ­რას­ტი ომა­რას დე­დის და­ხა­სი­ა­თე­ბით გრძელ­დე­ბა:

„ეს იყო ჭა­ღა­რათ­მი­ა­ნი, ლა­მა­ზი ქა­ლი, რო­მე­ლიც ალერ­სით და სიყ­ვა­რუ­ლით უყუ­რებ­და რე­ზი­კოს სა­ხე­ში, და რე­ზი­კომ გაკ­ვირ­ვე­ბით შე­ნიშ­ნა, რომ მოს­წონ­და ამ ქა­ლის მზრუნ­ვე­ლი და თბი­ლი ხმა, მოს­წონ­და გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლის სურ­ნე­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი მი­სი წინ­სა­ფა­რი და, სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონ­და ამ ქა­ლი­სა, თუმ­ცა ეს ქა­ლი მტე­რი იყო.“

ამის შემ­დეგ აღარ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ქუ­ჩის ბავ­შ­ვე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში უსა­მარ­თ­ლო­ბის რწმე­ნა მყა­რია. თუმ­ცა, რე­ზი­კო ჯერ კი­დევ არ არის მთლად ქუ­ჩის ბავ­შ­ვი, სი­ღა­რი­ბის და სა­ზამ­თ­რო­ე­ბის მო­ნატ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მას სახ­ლ­ში მა­ინც ელო­დე­ბა მო­ხუ­ცი ბე­ბია და კი­დევ პა­ტა­რა ძმა, რომ­ლის გა­მოც ახ­ლა მან შუ­რი უნ­და იძი­ოს. ასეც მო­იქ­ცე­ვა. ომა­რა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის შემ­დეგ კი მა­ინც ვერ გრძნობს ბედ­ნი­ე­რე­ბას, რად­გან ბედ­ნი­ე­რე­ბა მხო­ლოდ სიყ­ვა­რულს შე­უძ­ლია აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს. სიყ­ვა­რუ­ლი კი, რო­გორც ფრიც რი­მა­ნი ამ­ბობს, ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უნა­რია, ის უნა­რი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს უნ­და აჩ­ვე­ნონ იმი­სათ­ვის, რომ თა­ვა­დაც გას­ცენ.

ასე­თი ბავ­შ­ვე­ბი და სა­ერ­თოდ, ბავ­შ­ვე­ბი მუდ­მი­ვად სიყ­ვა­რუ­ლის იდე­ას ეძე­ბენ და ებღა­უ­ჭე­ბი­ან. არის ასე­თი მო­ნაკ­ვე­თი ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძის მოთხ­რო­ბა­ში „მოგ­ზა­უ­რო­ბა აფ­რი­კა­ში“:

„ჯა­მი ცეცხ­ლი­დან გად­მოვ­დ­გი, წყა­ლი გა­დავ­წუ­რე.

ისევ ის ბე­ჭე­დი მედ­გა თვალ­წინ და უეც­რად გა­ვი­ფიქ­რე, რა იქ­ნე­ბა, რომ ავ­დ­გე და მა­მის მო­სა­ძებ­ნად წა­ვი­დე-მეთ­ქი. ამ აზ­რ­მა ისე ამაგ­დო, ხე­ლე­ბი ამი­ცახ­ცახ­და და მე­ო­რე კვერ­ცხი ვე­ღარ გავ­ფ­ც­ქ­ვე­ნი — ეგე­თი ფე­თი­ა­ნი ვარ, ყვე­ლა­ფერ­ზე ეგ­რე ვი­ცი გა­გი­ჟე­ბა. ჭა­მის დროს სულ გამ­გ­ზავ­რე­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი და გუ­ლი გა­მა­ლე­ბით მი­ცემ­და.“

ბავ­შ­ვი ყვე­ლა­ფერს მი­ა­ტო­ვებს და სო­ხუმ­ში მა­მის სა­ძებ­ნე­ლად წა­ვა, რად­გან თბი­ლის­ში დე­და მას­ზე აღარ ზრუ­ნავს, ერ­თა­დერ­თი მე­გო­ბა­რი კი სი­ცი­ვეს შე­ე­წი­რა. ბავ­შ­ვ­მა უამ­რა­ვი დაბ­რ­კო­ლე­ბა უნ­და გა­ი­ა­როს, მაგ­რამ თუ მა­მას ნა­ხავს, და­კარ­გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლია და­იბ­რუ­ნოს, ამი­ტომ, უღირს ამის­თ­ვის თავ­გან­წირ­ვა.

ასე­თი მოთხ­რო­ბე­ბი კი­დევ ერ­თხელ გვახ­სე­ნე­ბენ, თუ რა დი­დი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ბავ­შ­ვე­ბი და ამავ­დ­რო­უ­ლად, ზო­გი­ერთ მათ­განს რამ­დე­ნის ატა­ნა უწევს ბავ­შ­ვუ­რი მხრე­ბით.

ნა­ტა­ლი აბე­სა­ძე – ნი­კო ბაგ­რა­ტი­ო­ნის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები