24 ნოემბერი, კვირა, 2024

ლი­ტერა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის #და­წე­რე გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ სა­კითხავ­ზე გამარჯვებული ნამუშევრები

spot_img

23 აპ­რილს, წიგ­ნი­სა და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის #და­წე­რე­ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ­შემ­დეგ­ სა­კითხავ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი გა­მარ­თა.

კონ­კურ­ს­ზე, მთლი­ა­ნო­ბა­ში, 356 ნა­მუ­შე­ვა­რი შე­მო­ვი­და, სა­ი­და­ნაც სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ულ­მა ჟი­უ­რიმ 25 ფი­ნა­ლის­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა, 3 სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რის ავ­ტო­რი კი და­ჯილ­დო­ე­ბის დღეს და­ა­სა­ხე­ლა. მათ­თ­ვის, სა­ჩუქ­რებ­თან ერ­თად, ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი იყო გან­საზღ­ვ­რუ­ლი.

I ად­გი­ლი – 500 ლა­რი; II ად­გი­ლი – 300 ლა­რი; III ად­გი­ლი – 200 ლა­რი

„გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ სა­კითხავ“ სე­რი­ა­ში, ამ ეტაპ­ზე, 10 წიგ­ნია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, რო­გორც კლა­სი­კო­სე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი #და­წე­რე, უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მიზ­ნად ისა­ხავს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში წიგ­ნის კითხ­ვის, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

ჟი­უ­რის წევ­რე­ბი:

მწე­რა­ლი, სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მომ­ხილ­ვე­ლი – მა­კა ლდო­კო­ნე­ნი;

მას­წავ­ლე­ბე­ლი, ბლო­გე­რი – გი­ორ­გი ლი­პა­რიშ­ვი­ლი;

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი/მსოფ­ლიო გა­მომ­ცე­მელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი – გვან­ცა ჯო­ბა­ვა.

გთა­ვა­ზობთ საპ­რი­ზო ად­გი­ლებ­ზე გა­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ბის სა­კონ­კურ­სო ნა­მუშ­ვ­რებს

I ად­გი­ლი

ალექ­სან­დ­რე ნი­ჟა­რა­ძე

სსიპ ქუ­თა­ი­სის №23 სა­ჯა­რო სკო­ლის VIIგ კლა­სის მოსწავლე

რე­ცენ­ზია

ჯო­ნა­თან სვიფ­ტის წიგ­ნ­ზე „გუ­ლი­ვე­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა“

გუ­ლი­ვე­რი ჩე­მი მე­გო­ბა­რია. ალ­ბათ ვერ გა­მი­გეთ რო­მელ გუ­ლი­ვერს ვგუ­ლის­ხ­მობ.

დი­ახ, ჯო­ნა­თან სვიფ­ტის წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟი – ლე­მუ­ერ გუ­ლი­ვე­რი ჩე­მი მე­გო­ბა­რია. სწო­რედ ის, ხან ლი­ლი­პუ­ტე­ბის ქვე­ყა­ნა­ში რომ ამო­ყო თა­ვი და ხა­ნაც გო­ლი­ა­თებ­თან მო­უ­წია ცხოვ­რე­ბა…

„თავ­და­პირ­ვე­ლად ქი­რურ­გი­სა და შემ­დ­გომ რამ­დე­ნი­მე გე­მის კა­პიტ­ნის ლე­მუ­ერ გუ­ლი­ვე­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა შო­რე­ულ ქვეყ­ნებ­ში“, და­ახ­ლო­ე­ბით, 300 წლის წინ და­ი­ბეჭ­და. ვინ იცის მსოფ­ლი­ო­ში რამ­დენ­მა მო­ზარ­დ­მა და ზრდას­რულ­მა წა­ი­კითხა ეს წიგ­ნი. ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო დროს ალ­ბათ მე წა­ვი­კითხე და გა­ვი­ცა­ნი „ჩე­მი“ გუ­ლი­ვე­რი, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტყუ­პის­ცა­ლი“ გახ­და .

მე ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი 13 წლის ბი­ჭი ვარ, რო­მე­ლიც დე­დას­თან, დას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად ცხოვ­რობს ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი პე­რი­ო­დის ბე­ტო­ნის კორ­პუს­ში… სხვე­ბი­ვით მიყ­ვარს ტე­ლე­ფო­ნი, კომ­პი­უ­ტე­რი და წიგ­ნებ­საც ვკითხუ­ლობ ხოლ­მე… „გუ­ლი­ვე­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა“ სხვა გო­გო-ბი­ჭე­ბი­ვით პირ­ვე­ლად კი­ნო­ფილ­მით ვნა­ხე. ჩავ­თ­ვ­ლი­დი, რომ მშვე­ნი­ე­რი სა­თავ­გა­და­სავ­ლო ფან­ტას­ტი­კაა, თუმ­ცა ჩე­მი ასა­კის ბიჭს ფენ­ტეზით ვერ გა­აკ­ვირ­ვებთ.

რო­გორ დავ­მე­გობ­რ­დით მე და გუ­ლი­ვერ ლე­მუ­ე­რი? ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­იწყო, რო­ცა ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ სკო­ლა გა­მო­ვიც­ვა­ლე და ახალ სკო­ლა­ში, ახალ კლას­ში თა­ვი ისე ვიგ­რ­ძე­ნი რო­გორც გუ­ლი­ვერ­მა ლი­ლი­პუ­ტე­ბის ქვე­ყა­ნა­ში. სა­კუ­თარ თავ­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად გრან­დი­ო­ზუ­ლი წარ­მოდ­გე­ნის რომ არ გე­გო­ნოთ, სხვაგ­ვა­რა­დაც შე­იძ­ლე­ბა ვთქვა: ახალ სკო­ლა­ში თა­ვი ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორც გუ­ლი­ვერ­მა გო­ლი­ა­თე­ბის ქვე­ყა­ნა­ში. ან­და რო­გორც გუ­ლი­ვერ­მა ლა­გა­დოს­ში, იაპო­ნი­ა­ში და ყველ­გან, სა­დაც მა­ნამ­დე უცხო და მის­თ­ვის გა­უ­გე­ბარ სამ­ყა­რო­ში ამო­ყო თა­ვი. ყვე­ლა ქვე­ყა­ნას (ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ახალ კლასს და სკო­ლას) სა­კუ­თა­რი წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი აქვს, შენ კი რო­გორც „გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულს“ ჯერ აქ­ტი­უ­რად გაკ­ვირ­დე­ბი­ან, გსწავ­ლო­ბენ და თავს გა­ბეზ­რე­ბენ. ამ უხერ­ხუ­ლო­ბებ­ზე რო­გორ არ გა­გახ­სენ­დეს თავ­და­პირ­ვე­ლად ქი­რურ­გი და შემ­დ­გომ რამ­დე­ნი­მე გე­მის კა­პი­ტა­ნი, გა­მო­გო­ნი­ლი პე­რსო­ნა­ჟი, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რი გუ­ლი­ვერ ლე­მუ­ე­რი?

თუ გინ­და ახალ რე­ა­ლო­ბა­ში გა­დარ­ჩე, გუ­ლი­ვე­რი­ვით უნ­და და­აკ­ვირ­დე გა­რე­მოს, ხან­და­ხან თა­ვი უნ­და მო­ი­კა­ტუ­ნო, რომ შე­ე­გუე და მო­ერ­გე მათ წე­სებს და შე­ხე­დუ­ლე­ბებს. მაგ­რამ არა­სო­დეს და­კარ­გო „შენს სამ­ყა­რო­ში“ დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი. უნ­და იბ­რ­ძო­ლო შინ დაბ­რუ­ნე­ბის­თ­ვის.

ჯო­ნა­თან სვიფ­ტი, გარ­და იმი­სა, რომ ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის მწე­რა­ლია, ამა­ვე დროს სა­ტი­რი­კო­სი­ცაა. სა­ტი­რი­კო­სო­ბა ირო­ნი­ას, და­ცინ­ვას და საფ­რ­თხე­ე­ბის გა­პამ­პუ­ლა­ვე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს. რაც გვა­ცი­ნებს შე­უძ­ლე­ბე­ლია შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი იყოს. ახალ სკო­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო გა­დავ­წყ­ვი­ტე ცო­ტა ირო­ნი­უ­ლად შე­მე­ხე­და ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის. ასეთ დროს სა­ტი­რის კლა­სი­კო­სე­ბის გა­და­კითხ­ვა სჯობს… ჩემ­თ­ვის „გუ­ლი­ვე­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა“ აღ­მოჩ­ნ­და მე­გო­ბა­რი წიგ­ნი, რო­მელ­მაც ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე მე­გობ­რო­ბაც გა­მი­წია და ადაპ­ტა­ცი­აც გა­მი­ად­ვი­ლა. ახა­ლი სკო­ლა ჯო­ნა­თან სვიფ­ტის ფან­ტას­ტი­კურ ქვეყ­ნებ­თან გა­ვა­ი­გი­ვე, სა­კუ­თა­რი თა­ვი – გუ­ლი­ვე­რად წარ­მო­ვიდ­გი­ნე და… რა ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნ­და ვი­ცი­ნო ამ­ბავ­ზე, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ გუ­შინ ძა­ლი­ან მძა­ბავ­და.

ვერ ვე­გუ­ე­ბი გა­რე­მოს? გუ­ლი­ვე­რი­ვით შე­უ­სა­ბა­მო ად­გილ­ზე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი?…არ უნ­და დავ­კარ­გო ოპ­ტი­მიზ­მი! უნ­და შევ­ძ­ლო გვერ­დი­დან შევ­ხე­დო სა­კუ­თარ თავს.. ვინ შე­იძ­ლე­ბა გა­მი­წი­ოს მე­გობ­რო­ბა? – რა თქმა უნ­და – ლე­მუ­ერ გუ­ლი­ვერ­მა.

– გა­უ­მარ­ჯოს გუ­ლი­ვერს!

II ად­გი­ლი

ელისაბედ დიასამიძე

ბათუმის სკოლა „თაობის“ VIII კლასის მოსწავლე

რე­ცენ­ზია

ასტრიდ ლინდგრენის და სარა შვარტის წიგნზე „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“

ასო­ე­ბი, სიტყ­ვე­ბი, წი­ნა­და­დე­ბე­ბი, სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბი, ამ­ბე­ბი, ფიქ­რე­ბი, აზ­რე­ბი, გან­ც­დე­ბი, ფურ­ცე­ლი და კა­ლა­მი.

წე­რი­ლე­ბი.

ფოს­ტა­ლი­ო­ნი და ემო­ცი­ე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი, კონ­ვერ­ტ­ში ჩა­დე­ბუ­ლი გა­შიშ­ვ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გრძნო­ბე­ბით სავ­სე ფურ­ც­ლე­ბი.

რო­დე­საც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, წარ­მო­სახ­ვის უნა­რი არ მქონ­და. არ შე­მეძ­ლო მე­მოგ­ზა­უ­რა იქ, სა­დაც მო­მე­სურ­ვე­ბო­და. ეს იქამ­დე სა­ნამ ას­ტ­რიდს შევ­ხ­დე­ბო­დი. ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ნაც­რის­ფერ, უფან­ჯ­რო კედ­ლე­ბის პატ­რონს მა­ჩუ­ქა ფუნ­ჯე­ბი და სა­ღე­ბა­ვე­ბი. ჰა, ბურ­თი და მო­ე­და­ნიო.

მა­შინ პირ­ვე­ლად გა­ვი­ცა­ნი პე­პი, კარ­ლ­სო­ნი, ლო­ტა, მა­დი­კე­ნი, მიო, ანა, ანი­კა, ტო­მი, რო­ნია და კი­დევ მრა­ვა­ლი… ისი­ნი თა­ვის სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის უფ­ლე­ბას მაძ­ლევ­დ­ნენ. ას­ტ­რიდ­მა მა­ჩუ­ქა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩემს თვალ­წინ გა­დაშ­ლი­ლი სამ­ყა­რო კი არ და­მე­ნა­ხა — შე­მეგ­რ­ძ­ნო.

ერ­თია იყო მწე­რა­ლი და წერ­დე კარ­გად, მე­ო­რეა იყო ადა­მი­ა­ნი და იყო კარ­გი. ას­ტ­რი­დი ორი­ვე იყო. მარ­თა­ლია, არას­დ­როს მქო­ნია ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ პი­რა­დად გა­მეც­ნო ის, მაგ­რამ მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა წა­მე­კითხა მი­სი წე­რი­ლე­ბი.

ვის ეკუთ­ვ­ნო­და ეს წე­რი­ლე­ბი? გო­გოს, რო­მელ­მაც ლინ­დ­გ­რე­ნის გუ­ლი და­იპყ­რო — სა­რა იუნ­გ­კ­რანცს.

და რო­გო­რი იყო ქა­ლი, რო­მელ­მაც ასე ძლი­ერ შეგ­ვაყ­ვა­რა თა­ვი? დაგ­ვ­რ­ჩა მის­გან რა­მე? სა­რა თავს აქ­ნევს და გვა­ი­მე­დებს. ასე იწყე­ბა ეს ის­ტო­რია.

მთელ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ მწე­რალს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის ხალ­ხის­გან ათა­სო­ბით სა­თაყ­ვა­ნე­ბელ წე­რილს, ძვირ­ფას სა­ჩუქ­რებ­სა და კომ­პ­ლი­მენ­ტებს იღებს, ვის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნ­დეს ინ­ტე­რე­სი? ალ­ბათ, იმ ემო­ცი­უ­რი, უც­ნო­ბი გო­გო­ნას მი­მართ, ერთ დღეს წე­რილს რომ გა­უგ­ზავ­ნის, მკაც­რი და გა­ბე­დუ­ლი თხოვ­ნით მოს­თხოვს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბას. არც ას­ტ­რი­დი და­აკ­ლებს და ისეთ წე­რილს გა­მო­უგ­ზავ­ნის, რო­მე­ლიც კა­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ში ჩა­ი­რეცხე­ბა. ას­ტ­რიდ­საც კი აღარ ახ­სოვს რა და­წე­რა წე­რილ­ში, რო­მელ­მაც სა­რა ძა­ლი­ან გა­ნა­რის­ხა. ერ­თი კი ფაქ­ტია, ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ზე მე­ტად სი­მარ­თ­ლე აღი­ზი­ა­ნებთ. ალ­ბათ, მწე­რალ­მა წე­რილ­ში გო­გო­ნას თვა­ლე­ბი აუხი­ლა და მწა­რე რე­ა­ლო­ბა და­ა­ნა­ხა, რა­მაც სა­რას სირ­ცხ­ვი­ლის გრძნო­ბა გა­უღ­ვი­ძა. სირ­ცხ­ვი­ლის გრძნო­ბას, სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნა მოს­დევს, ხო­ლო ამას, სიტყ­ვა „ბო­დი­ში“, რო­მელ­საც იუნ­გ­კ­რან­ცი ლინ­დ­გ­რენს გა­უგ­ზავ­ნის. აქ იწყე­ბა 31-წლი­ა­ნი მი­მო­წე­რა.

სა­რა­სი ძა­ლი­ან შემ­შურ­და. იმი­ტომ არა, რომ ის ას­ტ­რი­დის „კალ­მის მე­გო­ბა­რი“ იყო, არა­მედ იმი­ტომ, რომ, მან ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, შეძ­ლო შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ბავ­შ­ვო­ბა, რო­მე­ლიც თით­ქ­მის არ ჰქო­ნია. ლინ­დ­გ­რე­ნის წიგ­ნის კითხ­ვი­სას, შენ­ში მყო­ფი მი­ძი­ნე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი უნ­და გა­მო­აფხიზ­ლო. ეს ასე თუ არ მოხ­და, ამ­ბავს ვერ გა­ი­გებ და წიგ­ნიც უაზ­რო მო­გეჩ­ვე­ნე­ბა. წა­მო­ვი­ზარ­დე თუ არა, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ას­ტ­რი­დი სა­ჩე­მო აღარ იყო და სჯობ­და ხე­ლი დი­დი წიგ­ნე­ბის­თ­ვის მო­მე­კი­და. იმ დღეს დას­რულ­და ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბაც. სა­რა კი­დევ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლით და­ა­ტა­რებ­და ლინ­დ­გ­რე­ნის წიგ­ნებს. თით­ქოს, მის­თ­ვის ამ წიგ­ნებს ჰქონ­დათ ის დახ­მა­რე­ბის ხე­ლი გა­მოწ­ვ­დი­ლი, მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ ელო­დე­ბო­და. ის­ხ­დ­ნენ ას­ტ­რი­დი და სა­რა ან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლის წინ. სა­რა არ წა­სუ­ლა – ის ახ­ლაც იქ არის.

ამ წიგ­ნის წა­კითხ­ვა ას­ტ­რი­დის გა­საც­ნო­ბად გა­დავ­წყ­ვი­ტე, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­რა იუნ­გ­კ­რან­ცის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბამ გა­მი­ტა­ცა. იგი­ვე მი­ზე­ზი ჰქონ­და ას­ტ­რიდ­საც. წერ­და სა­რას, რად­გან აინ­ტე­რე­სებ­და რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბო­და გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა. არა, ლინ­დ­გ­რე­ნი მას ლუ­პით ხელ­ში არ აკ­ვირ­დე­ბო­და. ის ყო­ველ­თ­ვის ცდი­ლობ­და სა­რას­თ­ვის ხი­ფა­თის არი­დე­ბას: ალ­კო­ჰო­ლი, მო­წე­ვა, ად­რე­ული გათხო­ვე­ბა… სწო­რედ ის თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­საც ისე­თი­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რო­გორც მა­შინ…

სა­რა გა­ზაფხუ­ლის იმ ყვა­ვილს მა­გო­ნებს, ზამ­თ­რის სი­ცი­ვე­ში რომ აღ­მო­ცენ­და. სხვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, იძუ­ლე­ბით გან­დე­გი­ლი ფე­რა­დი არ­სე­ბა, რომ­ლის­თ­ვი­საც სუს­ხი­ან ქარს ხე­ლე­ბი და­უ­სე­რავს. გო­გო­ნა ემო­ცი­ე­ბით, რო­მე­ლიც მას არა­სო­დეს უგ­რ­ძ­ნია. ფი­ზი­კუ­რი და შემ­დეგ უკ­ვე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი, სა­კუ­თა­რი თა­ვით უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­რა, რო­მელ­საც თან სდევს სა­კუ­თა­რი ჩრდი­ლი, ასე ძა­ლი­ან რომ ეზიზღე­ბა.

შუ­ა­ღა­მით, თავ­ს­ხ­მა წვი­მა­ში ვე­ლო­სი­პედს მი­აქ­რო­ლებ­და ლა­მა­ზი სა­რა. მი­სი ცრემ­ლე­ბი წვი­მის წვე­თებს უერ­თ­დე­ბო­და და სხე­უ­ლი თვი­თონ წვი­მას ერ­წყ­მო­და. იმ დღეს გო­გო­ნას ამ­ძი­მებ­და სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი, რო­მე­ლიც რვა მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი­დან მხო­ლოდ ერთს გა­აჩ­ნია.

სა­რა იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ენატ­რე­ბო­და სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელსაც ყო­ველ­თ­ვის გას­ცემ­და, მაგ­რამ უკან არა­სო­დეს უბ­რუნ­დე­ბო­და. სა­რას ენატ­რე­ბო­და ბავ­შ­ვო­ბის მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ჰყო­ლია. ენატ­რე­ბო­და მზრუნ­ვე­ლი, ყუ­რადღე­ბი­ა­ნი მა­მა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო აღ­მოჩ­ნ­და, აში­ნებ­და სიბ­ნე­ლე, რო­მე­ლიც თან სდევ­და.

გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდს თან ახ­ლავს მთე­ლი რი­გი პრობ­ლე­მე­ბი. და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, უკონ­ტ­რო­ლო სიბ­რა­ზე, გა­უცხო­ე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფიქ­რე­ბი, ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო სა­კუ­თა­რი თა­ვის სი­ძულ­ვი­ლი. რთუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტომ გა­და­ლა­ხო, ამი­ტომ ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა ვი­ღაც, ვინც ბნე­ლი, შა­ვი, ნე­გა­ტი­უ­რი ფიქ­რე­ბის ორ­მო­დან ამოგ­ვათ­რევს.

„თა­ვი და­მა­ნე­ბეთ!“ — ამ­ბობს ხალ­ხით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი გო­გო­ნა და თან აყო­ლებს — „სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­გაწ­ნავ­დით სი­ლას და შურს ვი­ძი­ებ­დი“. სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბით შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­რა თვლის, რომ ის ბო­რო­ტი და ეგო­ის­ტია, მაგ­რამ ას­ტ­რი­დი პა­სუ­ხობს: „შენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ. ეს დი­დე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა“. და და­სა­შოშ­მი­ნებ­ლად ნილ ფერ­ნი­ლის ლექსს უგ­ზავ­ნის:

„ამი­ტომ ვცდი­ლობ არ ვი­ყო ავი,

კე­თი­ლო ხალ­ხო, გთხოვთ, და­მა­ნე­ბოთ თა­ვი.“

ას­ტ­რი­დი არის ის, ვინც სა­რას არ გან­ს­ჯის, არ მი­უ­თი­თებს. ის მას უბ­რა­ლოდ უს­მენს. მოს­მე­ნა კი ის არის, რაც სა­რას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბო­და. ის არ უღ­რ­მავ­დე­ბო­და დე­ტა­ლებს, არ ეძებ­და მი­ზე­ზებს. მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც სა­რას ქა­და­გე­ბის უკან ხე­დავ­და სუ­ლი­ერ ტკი­ვილს. ას­ტ­რი­დი ამას არ აკე­თებ­და, რად­გან იცო­და, რომ ერ­თი სიტყ­ვაც კი „გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ვაშ­ლი“ იქ­ნე­ბო­და სა­რას მგრძნო­ბი­ა­რე სუ­ლი­სათ­ვის.

და მა­ინც, სად ვი­ნა­ხავთ ადა­მი­ა­ნე­ბი წე­რი­ლებს? მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, გულ­ში, მო­გო­ნე­ბებ­ში თუ რკი­ნის სე­იფ­ში? არა, ჩვენ, ბავ­შ­ვე­ბი, წე­რი­ლებს ლე­ი­ბის ქვეშ ვი­ნა­ხავთ, ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო ად­გი­ლას, თავ­და­დე­ბით ვი­ნა­ხავთ იქ, სა­დაც შრე­ბა ჩვე­ნი ცრემ­ლე­ბი. იქ, სა­დაც იმა­ლე­ბი­ან ასო­ე­ბი, სიტყ­ვე­ბი, წი­ნა­და­დე­ბე­ბი, ფიქ­რე­ბი, აზ­რე­ბი, გან­ც­დე­ბი…

ხო­და, ას­ტ­რიდ – „შენს წე­რი­ლებს ლე­ი­ბის ქვეშ ვი­ნა­ხავ“…

III ად­გი­ლი

თეკლა მეტრეველი

სსიპ თბილისის №59 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე

რე­ცენ­ზია

ლევან ბოლქვაძის  წიგნზე „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“

ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძის „ზღა­პარ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბი­ჭის ამ­ბა­ვი“ და­ფუძ­ნე­ბუ­ლია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რე­ა­ლის­ტურ ამ­ბებ­ზე, რომ­ლებ­მაც პი­რა­დად მე ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რა და წიგ­ნ­ში ჩა­მა­სახ­ლა. მა­ო­ცებს მწერ­ლის წე­რის, ამ­ბე­ბის გად­მო­ცე­მი­სა და შე­ნიღ­ბ­ვის უნა­რი. ვეს­წ­რე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რულ შეხ­ვედ­რებს, სა­დაც მას­წავ­ლე­ბელ­მა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ისე გაგ­ვაც­ნო, რომ ასე მე­გო­ნა, ძვალ-რბილ­ში მქონ­და გამ­ჯ­და­რი  და გა­აზ­რე­ბუ­ლი. წიგ­ნის წა­კითხ­ვის შემ­დეგ კი კი­დევ უფ­რო კარ­გად მივ­ხ­ვ­დი, რომ მწე­რალ­მა მო­ა­ხერ­ხა და და­მა­ფიქ­რა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე – ამ რე­ა­ლის­ტურ სა­ში­ნელ ორ­მო­ზე, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს წა­არ­თ­ვეს ყვე­ლა ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რი, რაც კი ჰქონ­დათ მათ გა­მო­ჩე­ნამ­დე (ფიქ­რი, ხმის ამო­ღე­ბა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, ერ­თ­გუ­ლე­ბა) და ამ ორ­მო­ში ჩა­ყა­რეს, ხო­ლო მათ ნაც­ვ­ლად ჩა­უ­ნერ­გეს ბოღ­მა, შუ­რი, და­ბეზღე­ბა, ერ­თ­ნა­ი­რო­ბა, ორ­პი­რო­ბა და ტყუ­ი­ლე­ბი. სწო­რედ ამ რე­ა­ლო­ბა­ზე გვიყ­ვე­ბა ავ­ტო­რი, რე­ა­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ზოგ­მა არას­წო­რად გა­ი­გო.

წიგ­ნი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი 12 წლის ბი­ჭის, ცოტ­ნეს (ჭა­ბუ­კას, ასე ეძა­ხი­ან), შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს, რო­მელ­საც თავს გა­დახ­დე­ბა ისე­თი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, რო­გორ­ზეც არც კი იოც­ნე­ბებ­და. წიგ­ნე­ბის მოყ­ვა­რულ ბიჭს ჰყავს მეზღ­ვა­უ­რი მა­მა, რო­მელ­საც სა­ო­ცა­რი ნივ­თე­ბი ჩა­მო­აქვს და-ძმის­თ­ვის, დე­და და პა­ტა­რა და, მა­ტო. ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით და ბედ­ნი­ე­რე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლია, სა­ნამ მა­მა უეც­რად არ გა­უ­ჩი­ნარ­დე­ბა. ისი­ნი ბა­ბუ­ას­თან საცხოვ­რებ­ლად გა­დავ­ლენ. ცოტ­ნეს ჰყავს წიგ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ბა­ბუ, რო­მელსც აქვს ერ­თი წიგ­ნე­ბით გა­მო­ტე­ნილი სარ­და­ფი. დღე­და­ღა­მეს ჭა­ბუ­კა იქ ატა­რებს. თა­რო­ებ­ზე რო­მელ წიგნს არ შეხ­ვ­დე­ბით: გრძელ­სა­თა­უ­რი­ანს, მოკ­ლე­სა­თა­უ­რი­ანს, ერ­თ­სიტყ­ვი­ანს, ხუ­თას­ფურ­ც­ლი­ანს თუ ას­ფურ­ც­ლი­ანს. ერთ-ერ­თი გრძელ­სა­თა­უ­რი­ა­ნი წიგ­ნი ჭა­ბუ­კა­მაც აღ­მო­ა­ჩი­ნა, კითხ­ვას შე­უდ­გა და ის ის იყო, უნ­და და­ემ­თავ­რე­ბი­ნა, რომ ამ­ბა­ვი გაწყ­და და მის წი­ნა­შე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი­ა­ნი რუ­კა გა­და­ი­შა­ლა. აქე­დან იწყე­ბა ჭა­ბუ­კას ერ­თი შე­ხედ­ვით მოკ­ლე, მაგ­რამ გრძე­ლი – ხი­ფა­თე­ბით, მე­გობ­რო­ბით, სიყ­ვა­რუ­ლით, ბოღ­მით, შუ­რით, ამ­პარ­ტავ­ნე­ბით, სი­კე­თით, ბო­რო­ტე­ბით სავ­სე თავ­გა­და­სა­ვა­ლი, სა­ი­და­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვა ად­ვი­ლია, ამ­ბის დას­რუ­ლე­ბა კი – რთუ­ლი. ვის არ გა­იც­ნობს ჭა­ბუ­კა აქ – პირ­ვე­ლ მი­ნისტრს, პა­პა პი­ეტ­როს, მე­ფე ჩი­გიდ XVI-ს, სილ­ვი­ოს, მე­ნაც­ვ­ლეს, ინის, ტი­ნი­ტოს, ვი­ნის, ტოპს, ჩი­ნელ მოგვს, მე­სა­ა­თე ბა­ზილს, პრო­ფე­სორ კომ­პო­ტინს და სულ­კა­ტი­ა­ნებს. ჭა­ბუ­კა ამ ქა­ლაქ­ში მომ­ხ­დარ უსი­ა­მოვ­ნე­ბის და ბო­რო­ტე­ბის გან­დევ­ნას მის­ტერ კომ­პო­ტი­ნის, პა­პა პი­ეტ­როს, ინის და თით­ქ­მის ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლილ­თა­გან ყვე­ლა პერ­სო­ნა­ჟის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლობს. ეძებს ექ­ვ­ს­ნიშ­ნა რიცხვს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც მე­სა­ა­თე ბა­ზი­ლის დამ­ზა­დე­ბულ დი­დი ქალა­ქის სა­ათს შე­ა­ჩე­რე­ბენ და ამას­თან ერ­თად მე­ფე ჩი­გი­დის გულ­მ­კერ­დ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი მა­რა­დი­უ­ლი სი­ცოცხ­ლის სა­ა­თიც შე­ჩერ­დე­ბა.

კითხ­ვის დროს ასე მე­გო­ნა, გულ­ში მენ­თო ცეცხ­ლი, რო­მე­ლიც ნა­პერ­წ­კ­ლებს ყრი­და. ჩი­გი­დის უმოწყა­ლო საქ­ცი­ე­ლი ნერ­ვებს მიშ­ლი­და, მინ­დო­და, ვინ­მეს გა­ეჭყ­ლი­ტა და ისე და­ე­პა­ტა­რა­ვე­ბი­ნა, ვე­ღა­რა­ვის და­ე­ნა­ხა. ჩე­მი ვა­რა­უ­დე­ბიც გა­მარ­თ­ლ­და. ამაყ, წუ­წუ­ნა და გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელ პრინ­ცე­სა­ზე ხომ აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. ისიც მინ­დო­და მა­მა­მისს მიჰ­ყო­ლო­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ავ­ტორ­მა შე­იწყ­ალა. თუმ­ცა, რა პრინ­ცე­სას ბრა­ლია, ბავ­შ­ვო­ბი­დან რომ ანე­ბივ­რებ­დ­ნენ და ათა­მა­მებ­დ­ნენ. ბო­რო­ტი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცუ­დი საქ­ცი­ე­ლი სა­ფიქ­რალს  მი­ჩენ­და. სწო­რედ ერთ-ერ­თი მი­ზე­ზია, თუ რა­ტო­მაც მიყ­ვარს ეს წიგ­ნი. ფიქ­რ­ზე ხომ ვგიჟ­დე­ბი. ზო­გი წიგ­ნი ისე წა­მი­კითხავს, არა­ფერ­ზე დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, მა­შინ ფიქ­რიც არ ვი­ცო­დი. ფიქრს ხომ სწავ­ლა უნ­და?!

კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­მა­ხა­ლი­სა და აღ­მაფ­რ­თო­ვა­ნა მწერ­ლის გა­მო­გო­ნე­ბებ­მა. პერ­სო­ნა­ჟებს სა­ხე­ლე­ბი ასო­ე­ბის მი­ხედ­ვით და­არ­ქ­ვა. ერთ-ერთ პერ­სო­ნაჟს, გო­გო­ნას, „ინი“ უწო­და, სხვებს კი­დევ „ლა­სი“, „მა­ნი“, „ვი­ნი“ და „ტო­პი“. უაზ­როდ რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ეს სა­ხე­ლე­ბი, ახ­ს­ნაც გა­მო­უ­ძებ­ნა. „ბედ­ნი­ე­რე­ბის ქა­ლაქ­ში“ წე­სია, რომ რა სიმ­დიდ­რე­საც ფლობ, იმის შე­სა­ბა­მი­სი სა­ხე­ლი გერ­ქ­ვას, მა­გა­ლ­ი­თად, ან, ბან, გან ბედ­ნი­ე­რი ხალ­ხია, საჭ­მ­ლის ფუ­ლი გა­აჩ­ნი­ათ, მათ ქვე­მოთ მყოფ ასო­ებს  ნელ-ნე­ლა უჭირთ საკ­ვე­ბის შოვ­ნა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა წიგნს დი­დი ხიბ­ლი შეს­ძი­ნა. მო­მე­წო­ნა ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბის ნი­შან-წყა­ლი რომ ეტყო­ბო­და წიგნს – ტი­ნი­ტოს სა­ლა­მუ­რი, თვი­თონ ტი­ნი­ტოც ხომ სა­ოც­რე­ბაა, შა­ვი რა­ში და მა­გი­უ­რი მოგ­ვი.

წიგ­ნ­ში შეხ­ვ­დე­ბით საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პრობ­ლე­მებს – ერ­თ­მა­ნე­თის და­ბეზღე­ბას, ყვე­ლაფ­რის გა­ნად­გუ­რე­ბას, რომ ყვე­ლამ ერ­თ­ნა­ი­რად უნ­და იაზ­როვ­ნოს, არა­ვინ უნ­და იყოს გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლია, მო­აზ­როვ­ნე­ებს ცი­ხე­ში ამ­წყ­ვ­დე­ვენ და ამით ცდი­ლო­ბენ პრობ­ლე­მე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას, იყე­ნე­ბენ დას­ჯის უსას­ტი­კეს მე­თო­დებს. „ზღა­პარ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბი­ჭის ამ­ბა­ვი“ გვა­ფიქ­რებს ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლილ პრობ­ლე­მა­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გვყავ­დ­ნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლა­ფერს შეე­წი­ნაღ­მ­დეგ­ნენ, ხმა ამო­ი­ღეს და სხვე­ბის ინ­ს­პი­რა­ცი­ად იქ­ც­ნენ. ამი­ტომ ქარ­თ­ვე­ლებს არას­დ­როს და­ა­ვიწყ­დე­ბათ 26 მარ­ტი და 9 აპ­რი­ლი. ამ დროს გა­ი­მარ­ჯ­ვა ერ­თი­ა­ნო­ბამ, სიძ­ლი­ე­რემ, სამ­შობ­ლო­სა და ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რულ­მა, სი­კე­თემ, მე­გობ­რო­ბამ და ერ­თ­მა­ნე­თის დახ­მა­რე­ბამ. ამ თვი­სე­ბებ­მა სძლია ბო­რო­ტე­ბას და და­შა­ლა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი. ამ რო­მან­მა გა­მი­ჩი­ნა სურ­ვი­ლი, დავ­წე­რო წიგ­ნი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე და გა­ვა­გე­ბი­ნო ხალხს, თუ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კე­თი­ლი თვი­სე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის და აღ­ვ­წე­რო ის პრობ­ლე­მე­ბი, რა­ზეც ასე თუ ისე ხალ­ხი ხმას არ იღებს.

წიგ­ნის მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლია ის, რომ რაც არ უნ­და ხი­ფა­თი და ფა­თე­რა­კი აღი­მარ­თოს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ყო­ველ­თ­ვის შევ­ძ­ლებთ მათ გა­და­ლახ­ვას, მარ­ტო კი არა, არა­მედ სხვებ­თან ერ­თად. საბო­ლო­ოდ, ბო­რო­ტე­ბა ად­რე თუ გვი­ან მა­ინც მარ­ცხ­დე­ბა და მოწყ­ვე­ტით მი­წას ენარ­ცხე­ბა. მო­დი, დავ­ფიქ­რ­დეთ, ბო­რო­ტე­ბა და სი­კე­თე რომ არ არ­სე­ბობ­დეს, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა არაფ­რის მთქმე­ლი და მომ­ცე­მი იქ­ნე­ბო­და. მა­შინ ჩვენს სი­ცოცხ­ლეს რა აზ­რი ექ­ნე­ბო­და? მივ­ხ­ვ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი რა­ღა­ცის­თ­ვის სა­ჭი­როა და  ამ სამ­ყა­რო­ში ტყუ­ი­ლად არა­ფე­რი შექ­მ­ნი­ლა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები