5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ლიტერატურის ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონი

spot_img

 

„ახალი განათლება“ გთავაზობთ ლიტერატურის ტერმინთა ელექტრონულ ლექსიკონს, რომელიც მასწავლებელთა ჯგუფმა (ზაზა შულაია – ჯგუფის ხელმძღვანელი, გულისა გეგეშიძე, ნინო ყეინაშვილი, ნანა ლომაია) შექმნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა, მოსწავლეებისა და ლიტერატურით დაინტერესებული პირების ინტერესების გათვალისწინებით.

ლექსიკონის გამოყენება მარტივია. ჩამოტვირთეთ ელექტრონული მასალა ბმულიდან https://docs.google.com/document/d/1BSyv5ZFhM1eSIDEldIUNGyZGCC8B22bC/edit?usp=sharing&ouid=101182277274066094442&rtpof=true&sd=true და შეინახეთ ნებისმიერ ციფრულ საცავში. ამის შემდეგ, ანბანური ძიების მიხედვით, მარტივად შეგიძლიათ ტერმინის განმარტება. რადგან ლექსიკონი საკმაოდ ვრცელია (140 გვერდამდე), გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ტექსტური რედაქტორის საძიებო ინსტრუმენტი Find.

ლექსიკონის ადაპტირება (მორგება მსურველის საჭიროებებზე) მარტივია.

გარდა თეორიული საჭიროებისა, მასწავლებელმა აღნიშნული მასალა შეიძლება გამოიყენოს:

  1. მოსწავლის მიერ ლექსიკონზე მუშაობის უნარების გამოსამუშავებლად;
  2. ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად;
  3. საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტების შესაქმნელად;
  4. კომპლექსურ და პროექტულ დავალებებზე სამუშაოდ;
  5. ფუნქციური უნარების გასავითარებლად.

ლექსიკონი ვრცელდება უფასოდ და აკრძალულია მისი კომერციული დატვირთვით გამოყენება.

ამ ტიპის ნაშრომი უკვე მეორეა, რომელიც „ახალი განათლების“ 120-საათიანი ტრენინგ-კურსის მსმენელთა ჯგუფის მიერ შეიქმნა.

სახელოვნებო და ლიტერატურული ტერმინების ლექსიკონთა შემდეგ დაგეგმილია სხვა საგნების/საგანთა ჯგუფებისთვის მსგავსი მასალების შექმნა.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები