21 დეკემბერი, შაბათი, 2024

ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში

spot_img

ნა­ტო ჯა­ნა­შია
სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. რუ­ხის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ძა­ლი­ან ხში­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ მოს­წავ­ლე­ებს მწი­რი ლექ­სი­კა აქვთ. ლექ­სი­კუ­რი სი­ღა­რი­ბე დაწყე­ბით კლა­სებ­ში იმ­დე­ნად თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ, შე­საძ­ლოა, შე­ვა­ფა­სოთ, რო­გორც სა­გან­გა­შო. თუ დაწყე­ბით კლა­სებ­ში­ვე არ მო­ხერ­ხ­და ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის გამ­დიდ­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა, მომ­დევ­ნო სა­ფე­ხუ­რებ­ზე ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ბა­რი­ე­რად გვექ­ცე­ვა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ლექ­სი­კუ­რი სი­ღა­რი­ბი­სა თუ სიმ­დიდ­რის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი, უმე­ტე­სად, სო­ცი­ო­კულ­ტუ­რუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბია. სკო­ლა უნ­და იქ­ცეს ერთ-ერთ მძლავრ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვ­მა თა­ვი იგ­რ­ძ­ნოს სრულ­ფა­სო­ვან სო­ცი­ო­კულ­ტუ­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რად, რო­მელ­მაც ოპე­რი­რე­ბა უნ­და შეძ­ლოს ასა­კი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბას, რო­მე­ლიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

„სიტყ­ვე­ბის ყუ­თი“ იმ­გ­ვა­რი აქ­ტი­ვო­ბაა, რო­მელ­ში ჩარ­თ­ვაც მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან უხა­რი­ათ, ამ დროს ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბის მო­მენ­ტე­ბიც ძლი­ერ­დე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბი გზას იკა­ფა­ვენ ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, წი­ნა­და­დე­ბე­ბი­სა და ტექ­ს­ტე­ბის ფლო­ბის­კენ. ვთქვათ, შევ­თა­ვა­ზოთ ბავ­შ­ვებს სა­მი სიტყ­ვა: მთა, დათ­ვი და მოქ­მე­დე­ბა. ამის შემ­დეგ შე­ვავ­სე­ბი­ნოთ და­ფა­ზე და­ხა­ზუ­ლი ასე­თი ცხრი­ლი:

ცხრი­ლის შევ­სე­ბის წინ ეფექ­ტი­ა­ნია მთი­სა და დათ­ვის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის ჩვე­ნე­ბა, მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ, თუნ­დაც, მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­ის ჩვე­ნე­ბა.

რო­ცა „სიტყ­ვე­ბის ყუთს“ შე­ვავ­სებთ, ვიწყებთ სიტყ­ვა­თა კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას, რომ­ლე­ბი­თაც სხვა­დას­ხ­ვა წი­ნა­და­დე­ბას მი­ვი­ღებთ. ამ ტი­პის აქ­ტი­ვო­ბით მოს­წავ­ლე იძენს შე­მოქ­მე­დე­ბით და კრი­ტი­კულ ფუნ­ქ­ცი­ურ უნა­რებს, იწყებს მე­ტა­კოგ­ნი­ცი­ას და ჰო­ლის­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის (კოგ­ნი­ტუ­რი, სო­­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი პროგ­რე­სი­რე­ბა) კარ­გი ნი­ა­და­გი იქ­მ­ნე­ბა.

იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ კლას­ში და­ბა­ლი მზა­ო­ბის მოს­წავ­ლე აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, შეგ­ვიძ­ლია, „სიტყ­ვე­ბის ყუ­თის“ შემ­დეგ, კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის შექ­მ­ნის სტრა­ტე­გია გა­ვა­მარ­ტი­ვოთ ასე­თი მა­ორ­გა­ნი­ზებ­ლით:

უკეთ გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის­თ­ვის, შე­საძ­ლოა, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყუთ­ში მო­ცე­მულ სიტყ­ვებ­ზე და­სას­მე­ლი შე­კითხ­ვე­ბი:

♦ რა­ზე იტყ­ვი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლიაო?

♦ რო­გორ გა­მო­ხა­ტავს დათ­ვი გაბ­რა­ზე­ბას?

♦ რა­ზე იტყ­ვი­ან ღრი­ა­ლებ­და? სხვა­ნა­ი­რად რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას?

♦ რა­ზე იტყ­ვი­ან გა­და­თეთ­რ­და? პან­ტა და­ბერ­ტყა?

♦ რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს დათ­ვი, მთა?

♦ რას ნიშ­ნავს, თქვე­ნი აზ­რით, მარ­ჯ­ვედ და­ბერ­ტყა?

ასე­ვე:

♦ „ყუთ­ში“ მო­ცე­მუ­ლი სიტყ­ვე­ბი­დან, რომ­ლე­ბი მოგ­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად?

♦ შე­გიძ­ლია ამ სიტყ­ვე­ბით სხვა სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბის მო­ფიქ­რე­ბა?

♦ შე­გიძ­ლია შე­ნი შექ­მ­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბის ში­ნა­არ­სის და­ხატ­ვა ან იდე­ით გად­მო­ცე­მა?

ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა შე­იძ­ლე­ბა მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლ ტექ­ს­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­თა და შთამ­ბეჭ­და­ვი სიტყ­ვე­ბის ამო­წე­რით, ამოც­ნო­ბით. ამის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ ორ­ს­ვე­ტი­ა­ნი მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი:

რო­ცა კლას­ში ამ­გ­ვარ აქ­ტი­ვო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, სწავ­ლა ორი­ენ­ტირ­დე­ბა პრო­ცეს­ზე და ეს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი ფორ­მაა, რაც ბევ­რად უკე­თეს შე­დეგს გა­ნა­პი­რო­ბებს, ვიდ­რე ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მახ­სოვ­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები