18 აგვისტო, ხუთშაბათი, 2022

„ლეონარდო და ვინჩი“ – 2021

spot_img

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა დააჯილდოვა.

გრანპრის მფლობელები კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები: დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე და ლიზა სორდია გახდნენ პროექტით „სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets“. ახალგაზრდები  შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

I ადგილი წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და  ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ X კლასის მოსწავლეებმა: საბა ხაბურზანიამ, ანი ესართიამ და დავით რუსიამ დაიკავეს პროექტით „თერმული წყლები“.

 II ადგილის მფლობელები ქუთაისის N4 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები:  ნიკა ყუფარაძე და მარიამ პერანიძე გახდნენ პროექტით: „YourDriveIO“.

III ადგილი კი სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის XI კლასის მოსწავლეებმა: გიორგი ფაჯიშვილმა, ბარბარე კობახიძემ და ირაკლი რაზმაძემ მოიპოვეს პროექტით „ინფრაწითელი დიაპაზონის ოვოსკოპი“.

პირველ ადგილზე გასული ავტორთა ჯგუფი დაჯილდოვდა 5000 ლარის, მეორე ადგილზე გასული – 3000 ლარის, ხოლო მესამე ადგილზე – 2000 ლარის ოდენობით.

ონლაინ რეჟიმში გამართულ ღონისძიებაზე ნუნუ მიცკევიჩმა კონკურსის გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა, მიღწეული შედეგები მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით და სტიმულს აძლევს მათ, თავიანთი მომავალი მეცნიერებას დაუკავშირონ.

გამარჯვებულებს სიტყვით  მიმართა ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „თიბისი“ ბანკის, კომპანია NovelVisio-ს წარმომადგენლებმა, რომლებმაც კონკურსის წარმატებული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.

ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის პოპულარული კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებს შორის, მათში ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება. კონკურსი ღია კონკურენციის პრინციპით ავლენს და ახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეები.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები