27 ივლისი, შაბათი, 2024

„ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული მოსწავლეების დააჯილდოება

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა 2023 წლის მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

მინისტრმა მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და სპეციალური პრიზები, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად, გადასცა.

2023 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტები სპეციალურად დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა: გრანპრით დაჯილდოვდნენ პროექტისრეგულირებადი ფოკალური სიგრძის მქონე ბიუჯეტური რეფლექტური ტელესკოპიავტორებიირაკლი ვეშაპელი, საბა კუტიბაშვილი, ანასტასია კიკალია.

პირველი ადგილი დაიკავა პროექტმატვინით მართვადი დრონი“, რომლის ავტორებიც გახლავთ ნიკა ყუფარაძე, კონსტანტინე ოტიაშვილი, მარიამ პერანიძე; მეორე ადგილზე გავიდა პროექტიადგილობრივი ნედლეულიდან არანიუტონისებრი თიხის მიღება და გამოყენება“, ავტორები ანასტასია დეკანოსიძე, მარიამ ლომინაშვილი, ნიკოლოზ ბურდული; მესამე ადგილი დაიმსახურა პროექტმაფუტკრის შხამის მიღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა“, რომლის ავტორები არიან ნინო გურეშიძე, ზურაბ რეზესიძე, სანდრო ჩიქოვანი.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები. გრან-პრით დაჯილდოებული პროექტის ავტორები 10 000 ლარის მფლობელები გახდნენ, პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორებს – 5 000 ლარი, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორებს – 3000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის შემქმნელებს 2000 ლარი გადაეცათ.

კონკურსის წარმატებული მონაწილეები ასევე დაჯილდოვდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“, მთაწმინდის პარკის, სულაკაურის გამომცემლობისა და საქართველოს ქიმიკოსთა ასოციაციის სპეციალური პრიზებით.

დაჯილდოების ღონისძიების დაწყებამდე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ დასკვნითი ეტაპი ინოვაციური პროექტების, მოდელების გამოფენაც გაიმართა. ამასთან, ჩატარდა მოკლე პრეზენტაციები კონკურსის ფინალში გასული პროექტების შესახებ.

2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ჯამში, 29 საპროექტო განაცხადი შემოვიდა. მეორე ეტაპზე 16 პროექტი გადავიდა. აქედან, დასკვნით, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის შესაძლებლობა 12-მა პროექტმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული პროექტია, რომელსაც ფონდი, სამინისტროს ხელშეწყობით, 2011 წლიდან ახორციელებს.

კონკურსის მიზანია სკოლებში სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსი ღიაა და მის ფარგლებში, ყოველწლიურად, თანასწორი კონკურენციის პირობებში, ჟიური გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს. ამასთან, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსი ორი მიმართულებით სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო  ხორციელდება.

კონკურსს დარგობრივი ექსპერტებისგან შემდგარი 7 საკონკურსო კომისია აფასებს. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება რამდენიმე კრიტერიუმის (საკვლევი საკითხი, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულება, კრეატიულობა, პრეზენტაციის უნარი) და კონკურსის ეტაპებზე მოპოვებული ქულების გათვალისწინებით.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა სახელმწიფო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები