27 ივლისი, შაბათი, 2024

ლაშა მარგიშვილი ENQA-ს ექსპერტთა კორპუსის წევრი გახდა

spot_img

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA), ექსპერტთა კორპუსის წევრების განახლებისა და შერჩევის მიზნით, ENQA-ს წევრ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებს კანდიდატურის წარმოდგენის თაობაზე მიმართა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ENQA-ს ექსპერტთა კორპუსში შესაყვანად, ცენტრის დირექტორის მოადგილის, ლაშა მარგიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

წარდგენილი კანდიდატურებიდან, ENQA-ს მიერ სხვადასხვა სააგენტოებიდან, სულ 34 კანდიდატი შეირჩა, რომელთა შორის არის ცენტრის დირექტორის მოადგილე – ლაშა მარგიშვილი.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდათ ინტენსიური ტრენინგი, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების შეფასებებთან დაკავშირებით. ტრენინგის დასრულების შემდეგ, ლაშა მარგიშვილმა მიიღო სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც იგი შეყვანილ იქნა ENQA-ს ექსპერტთა კორპუსში.

შესაბამისად, ლაშა მარგიშვილი, სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების შეფასების პროცესში ჩაერთვება, რაც ხელს შეუწყობს როგორც საერთაშორისო დონეზე ცენტრის ცნობადობის ამაღლებას, ასევე მისი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხარისხის ზრდასა და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები