27 ივლისი, შაბათი, 2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის ავარიული კორპუსის დემონტაჟის საკითხი

spot_img

⇑⇓ თქვენ აპირებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის ბ კორპუსის დემონტაჟს. ეს სკოლა ისტორიულია თავისი ასაკითა და მნიშვნელობით. ნიგოითის სკოლის დაარსებას, თავის დროზე – მეცხრამეტე საუკუნეში, ჰქონდა განუზომელი კულტურული და ეროვნული დანიშნულება მთელი გურიისთვის. რატომ არ ფიქრობთ დემონტაჟის თავიდან ასაცილებლად გამონახოთ ადეკვატური გზები და რატომ არ ზრუნავთ ისტორიული მნიშვნელობის შენობის შესანარჩუნებლად?

 

მიხეილ ჩხენკელი: ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა მოგახსენოთ, რომ სასამართლომ, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული საექსპერტო დასკვნის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის სკოლის შენობა არადამაკმაყოფილებელ და საფრთხის შემცველად მიიჩნია ბავშვებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება მისი დემონტაჟის შესახებ უკვე მიღებულია, როგორც ეს კითხვაშია.

როგორც მოგეხსენებათ, საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟთან დაკავშირებული ღონისძიების განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება სკოლის ადმინისტრაციას. ასეთ შემთხვევაში, განგიმარტავთ კიდევ ერთხელ პროცედურას, რომ ყველასთვის მკაფიოდ გასაგები გახდეს, ეს პროცესი უნდა წარიმართოს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 და 2010 წლის 13 აგვისტოს №239 დადგენილებებით დამტკიცებული წესის მიხედვით, ხოლო დემონტაჟი უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57-ე დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

აღნიშნული წესის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლა, დემონტაჟის განხორციელების მიზნით, მოიპოვებს გარკვეული სახის ნებართვას და ეს ნებართვები არის აუცილებელი პირობა და ჩამოვთვლი რა არის ეს ნებართვები, რაც აუცილებელია პროცესისთვის: შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპეტო ორგანოს დასკვნა ავარიულობაზე; კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოდან შეფასება, ატარებს თუ არა სადემონტაჟო შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს; ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გამგეობის ნებართვა შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნებართვა დემონტაჟზე; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებართვა დემონტაჟის თაობაზე. ამდენად, ამ ნებართვების მოპოვების შემდეგ, მხოლოდ ამის შემდეგ, შესაძლებელია შსაბამისი პროცედურების განხორციელება.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, უმთავრესი პრიორიტეტია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება ბავშვების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები