27 ივლისი, შაბათი, 2024

კონფლიქტის მართვა სასკოლო გარემოში

spot_img

კონფლიქტი – ეს არის უთანხმოება, დაპირისპირება ორ ან მეტ ადამიანს შორის, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს განსხვავებული მიზნებისთვის ბრძოლას და დაპირისპირებას ინდივიდების ინტერესებს, მოთხოვნილებებსა და შეხედულებებს შორის.  ის  ადამიანის ცხოვრების ნაწილია და შეიძლება მოხდეს ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქუჩაში და ა.შ.

კონფლიქტი შეიძლება იყოს ინტრაპერსონალური (პიროვნების შიგნით). ინტერპერსონალური(პიროვნებების შორის), შიდაჯგუფური, როდესაც შეუთანხმებლობა და დაპირისპირება არსებობს ერთი ჯგუფის წევრებს შორის და ჯგუფებს შორის, როდესაც შეუთანხმებლობა და დაპირისპირება არსებობს სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

კონფლიქტი ზოგჯერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაშიც გადაიზარდება. მან შეიძლება გამოიწვიოს: უარყოფითი ემოციები, ნერვიულობა, ფიზიკური დაპირისპირება, დეპრესია, ჯანმრთელობის დაზიანება, სიცოცხლის ხელყოფა და სხვა, ჩაგვადენინოს დანაშაული.

კონფლიქტს დადებითი მხარეც გააჩნია, იგი წარმოაჩენს პრობლემას, რომელიც მოითხოვს გადაჭრას, შეიძლება ზოგჯერ სტიმულის მომცემიც იყოს და დაგვეხმაროს პიროვნულ ზრდაში.

კონფლიქტს თუ სწორად წარვმართავთ, ის წარმოაჩენს პრობლემას, რომელიც მოითხოვს გადაჭრას. ზოგჯერ ღიად დაპირისპირება სჯობს უარყოფითი ემოციების, „გულში ჩადებას“, – ამ შემთხვევაში კონფლიქტი განმუხტვის საშუალებაა.

ზოგჯერ კონფლიქტმა შეიძლება იმგვარი ესკალაცია განიცადოს, რომ შემდეგ, სერიოზული პრობლემების წინაშე  აღმოჩნდნენ მასში ჩართული მხარეები ან საფრთხე დაემუქროს რიგით მოქალაქეებსაც. კონფლიქტი კიდე უფრო გამწვავდება, როდესაც მასში მონაწილე მხარეები იწყებენ თანამოაზრეების ძიებას და მათი დახმარებით, კონფლიქტის ძალადობრივი გზით გადაჭრას ცდილობენ. რაც ხშირად საბედისწერო შედეგებით მთავრდება.

სამწუხაროდ, კონფლიქტი ხშირია სკოლაში, რაც გამოწვეულია აზრთა სხვადასხვაობით, განსხვავებული შეხედულებებით. კარგია, თუ კონფლიქტი არ გაღვივდება და თავად ბავშვები მორიგდებიან, ერთმანეთს მოუსმენენ და არ დაიწყებენ თანამოაზრეების ძიებასა და, მათი დახმარებით, კონფლიქტის ძალადობრივი გზით გადაჭრას. თუ ასე მოხდა, რეაგირება უნდა მოახდინონ მასწავლებელმა და მშობელმა, რომელთა როლიც სასკოლო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. ორივე მხარის ინტერესი უნდა იყოს კონფლიქტის განმუხტვა და არა კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა.

ყოველთვის ერთად უნდა მოიფიქროთ როგორ გადაჭრათ პრობლემა და შეინარჩუნო ურთიერთობა კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა. აჩვენეთ ყოველთვის, რომ ურთიერთობა თქვენთვის პირველ ადგილზეა და არ გინდათ რაიმე გაუგებრობამ გააფუჭოს.

ურთიერთდანაშაული, ყვირილი, მხოლოდ დაამძიმებს სიტუაციას.

ძალიან დიდია მასწავლებლის როლი სკოლაში მოსწავლეებს შორის კონფლიქტის მართვის პროცესში. ჩემი პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად ვიყენებ ე. წ. „შუქნიშნის“ ტექნიკას და ამასვე მოვუწოდებ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს. ეს ტექნიკა გულისხმობს, რომ ჯერ უნდა შევჩერდეთ, დავმშვიდდეთ, მივიღოთ გადაწყვეტილება და შემდეგ ვიმოქმედოთ. ზოგჯერ პოზიციის დათმობა სჯობს კონფლიქტის გამწვავებას. არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ დასჯაზე – ამით კონფლიქტს უფრო გავამწვავებთ. მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ, როგორც თანატოლებს და არა, როგორც პატარებს. ყველაზე ეფექტური არის თანამშრომლობა-ამ შემთხვევაში ორივე მხარე „მოგებული“ რჩება.

ერთმანეთის მოსმენა, ემოციების მართვა, მოწინააღმდეგე მხარესთან საერთო შეხედულებების ძიება, და არა მხოლოდ „გამარჯვებაზე“ ორიენტირება, ზრდის კონფლიქტის ეფექტიანად მოგვარების ალბათობას.

სოფიო ხმელიძე – ქ. ქუთაისი 38-ე საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

 

ზაზა შულაია – სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები