27 ივლისი, შაბათი, 2024

კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის ქარ­ბორ­ბა­ლა

spot_img

სო­ფიო გოგ­ნა­ძე

სსიპ ქ. ზეს­ტა­ფო­ნის №4 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მე­ორ­დე­ბი და ვიტყ­ვი, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა უაღ­რე­სად სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეა, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი კი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე. ეფექ­ტი­ა­ნი სას­წავ­ლო გა­რე­მო გუ­ლის­ხ­მობს არა მარ­ტო თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბის ცოდ­ნას და გა­მო­ყე­ნე­ბას, არა­მედ ისე­თი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნას, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­სა და კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. თუმ­ცა, ამ პრო­ცეს­ში ხში­რად ვაწყ­დე­ბით პრობ­ლე­მებს, რად­გან ცხოვ­რე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­თა მი­ღე­ბის უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სია, ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი აქვს, რო­მე­ლიც მათ აზ­როვ­ნე­ბა­სა და ქცე­ვას გან­საზღ­ვ­რავს, ისი­ნი დგა­მენ ნა­ბი­ჯებს, ზოგ­ჯერ თავს იკა­ვე­ბენ გარ­კ­ვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­გან, აქვთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხ­ზე, რაც, თა­ვის მხრივ, იწ­ვევს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პრობ­ლე­მე­ბის გა­ჩე­ნას და იწყე­ბა კონ­ფ­ლიქ­ტი.

ჩემ­თ­ვის, რო­გორც პე­და­გო­გი­სათ­ვის, მთა­ვა­რია კონ­ფ­ლიქ­ტის აღ­მო­ცე­ნე­ბის­თა­ნა­ვე მი­ზე­ზე­ბის ამოც­ნო­ბა, სწო­რი სტრა­ტე­გი­ე­ბის არ­ჩე­ვა, სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ამ პრო­ცეს­ში და აქ­ტი­უ­რად ჩარ­თ­ვა. მოს­წავ­ლე­ებ­ისთვის კი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბა, რა­თა საწყის ეტაპ­ზე­ვე შეძ­ლონ  პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბა.

მსურს, ჩე­მი პრაქ­ტი­კი­დან გა­გი­ზი­ა­როთ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი, ე.წ „ქარ­ბორ­ბა­ლას“  სტრა­ტე­გია, რაც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­ნა­ხო გზა, რო­მელ­საც გა­დის კონ­ფ­ლიქ­ტი აღ­მო­ცე­ნე­ბი­დან უკი­დუ­რეს წერ­ტილ­თან მიღ­წე­ვამ­დე.

ამ სქე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან კონ­ფ­ლიქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან წა­ა­გავს ქარ­ბორ­ბა­ლას — სწრა­ფად აგორ­დე­ბა, იმა­ტებს ძა­ლას და შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე მო­რა­ლუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზი­ა­ნი. საკ­ლა­სო კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის გან­ხილ­ვი­სას ეს სქე­მა მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, და­ი­ნა­ხოს კონ­ფ­ლიქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რო­მელ ეტაპ­ზე იმ­ყო­ფე­ბა და სად შე­იძ­ლე­ბა მი­იყ­ვა­ნოს ამ პრო­ცე­სის კი­დევ უფ­რო გამ­წ­ვა­ვე­ბამ.

შემ­დ­გო­მი ეტა­პი კი გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბაა, რო­მელ­საც ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ვი­ყე­ნებთ. თუ გარ­კ­ვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ჩვენს ქცე­ვას არ მოჰ­ყ­ვე­ბა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი, ვცდი­ლობთ, შევ­ც­ვა­ლოთ სტრა­ტე­გია. პრობ­ლე­მურ ვი­თა­რე­ბა­ში ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობთ ორი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით. ერ­თი მხრივ, ეს არის მი­ზა­ნი, რო­მელ­საც გვინ­და რომ მი­ვაღ­წი­ოთ (საქ­მე) და მე­ო­რე მხრივ – ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს მე­ო­რე მხა­რეს­თან. სწო­რედ ამ ფაქ­ტორ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხდე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი­დან სა­სურ­ვე­ლის არ­ჩე­ვა. ეს სტრა­ტე­გი­ე­ბი მკა­ფი­ოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ე.წ. „თო­მა­სის“ სქე­მა­ში, რაც  მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ვაკ­ვირ­ვო კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის ხუთ სტრა­ტე­გი­ა­ზე, რო­მელ­საც, თავის მხრივ, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე.

ამ პრო­ცეს­ში ჩე­მი, რო­გორც მე­დი­ა­ტო­რის, რო­ლი სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლოა  და  ვცდი­ლობ კონ­ფ­ლიქ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა იმ კუთხით წარ­ვ­მარ­თო, რომ მოს­წავ­ლემ და­ი­ნა­ხოს საქ­მი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თა­ნა­ბა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ეს კი გუ­ლის­ხ­მობს პრობ­ლე­მის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გზით მოგ­ვა­რე­ბას, თუმ­ცა, ამ პრო­ცეს­ში, მათ ვაძ­ლევ თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას და, კონ­კ­რე­ტულ ქე­ის­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მი­ვუ­თი­თებ შე­საძ­ლო შე­დე­გებ­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა მოს­დევ­დეს მათ მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბულ სტრა­ტე­გი­ას. ამის შემ­დ­გომ ისი­ნი თა­ვად იღე­ბენ გო­ნივ­რულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში აღარ უჭირთ გან­საზღ­ვ­რონ კონ­ფ­ლიქ­ტის რა ეტაპ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან და რო­გო­რია მი­სი გა­დაჭ­რის სა­უ­კე­თე­სო გზა, ისევ და ისევ, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ჩემ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქ­ტი­ვო­ბა სწო­რედ ისე­თი  სტრა­ტე­გი­ე­ბის გახ­სე­ნე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, რო­მე­ლიც, თა­ვი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, სცდე­ბა სას­წავ­ლო გა­რე­მოს და მი­ღე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის პირ­და­პი­რი ტრან­ს­ფე­რი ხდე­ბა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. თუ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ამ რთულ და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ კონ­ფ­ლიქ­ტი მსგავ­სი სქე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ეს მათ და­ეხ­მა­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკეთ აღ­ქ­მა­ში, იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, თუ რა ქცე­ვე­ბი უწყობს ხელს კონ­ფ­ლიქ­ტის დე­ეს­კა­ლა­ცი­ას, რა ნა­ბი­ჯე­ბი უნ­და გა­და­იდ­გას შე­რი­გე­ბი­სა­კენ, რო­მე­ლი აქ­ტი­უ­რი მოს­მე­ნის სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და, რაც მთა­ვა­რია, ისი­ნი სწავ­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის მარ­თ­ვას, სწო­რად გა­და­ცე­მას ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის. ყო­ვე­ლი­ვე ეს კი ამ­ცი­რებს კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის რისკს, ხო­ლო მი­სი არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხელს უწყობს, კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის ქარ­ბორ­ბა­ლამ მშვი­დო­ბი­ა­ნი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გზით გა­და­ი­ა­როს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები