12 აგვისტო, პარასკევი, 2022

კონფერენციაზე „CK12-ის ქართული საგანმანათლებლო რესურსები – ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“ მსმენელთა რეგისტრაცია ცხადდება

spot_img

განათლების კოალიცია კონფერენციაზე „CK12-ის ქართული საგანმანათლებლო რესურსები – ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“ მსმენელთა რეგისტრაციას აცხადებს. ინიციატივა ხორციელდება განათლების კოალიციის ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან და  CK12-ის საერთაშორისო პლატფორმასთან  თანამშრომლობით. კონფერენციის მხარდამჭერები არიან ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს STEM მასწავლებელთა ასოციაცია.

კონფერენციის მიზანია CK12-ის ქართული ციფრული რესურსების პოპულარიზაცია მათი სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენების მიზნით.

კონფერციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე https://bit.ly/3o5ySlm

კონფერენცია ხორციელდება პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლტფორმა CK-12 შესახებ

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 2007 წელს დაარსდა. პლატფორმის მიზანია მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რომლებიც  საშუალებას აძლევთ ისწავლონ ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში. CK-12-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტირებადი პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები, შექმნილია 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“.  დღემდე, CK-12-ის რესურსებით  მსოფლიოს მასშტაბით 137 მილიონზე მეტმა მოსწავლემ და მასწავლებელმა ისარგებლა, ხოლო პანდემიის პერიოდში ვებგვერდით სარგებლობა 480 პროცენტით გაიზარდა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები