20 მაისი, ორშაბათი, 2024

კონფერენციაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს

spot_img

საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიისა და წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის ორგანიზებით, მწვანე ქალაქში, 2023 წლის მასწავლებელთა კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 300-ზე მეტი პედაგოგი ესწრებოდა.

კონფერენციის დაწყებამდე მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კურორტ შოვში სტიქიური მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.

მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მასწავლებლის როლსა და პედაგოგთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, რომელმაც კონკურსის გამარჯვებულ სამ პედაგოგს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კონფერენციის მონაწილეებმა განათლების ხარისხის, მასწავლებლის ცოდნისა და სწავლების პროცესში მიღწეული შედეგები განიხილეს, ერთმანეთს სწავლების მეთოდების, პროგრამებისა და საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების გამოცდილება გაუზიარეს.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კლიმატის ცვლილებების, წიგნის კითხვის, ახალი სასწავლი პროექტების განხორციელების, ეკოლოგიისა და გარემოზე ზრუნვის თემებზე წარდგენილმა პრეზენტაციებმა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და შეფასების სქემის შესახებ ისაუბრა საწირის პროფესიული განვითარების ცენტრის განათლების კოორდინატორმა, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტიმა, მენტორმა მასწავლებელმა როლანდ ხოჯანაშვილმა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეების სერტიფიკატები გადაეცა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები