26 სექტემბერი, სამშაბათი, 2023

კონსულტირების უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით

spot_img

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის რეფორმირების პროცესში ჩართული სოციალური მუშაკებისთვის, რესურს-სკოლების პედაგოგებისა და ქცევის კონსულტანტებისთვის, კონსულტირების უნარ-ჩევების გაძლიერების მიზნით, ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: კონსულტანტის როლი და ფუნქციები; კონსულტირების ფორმები და მეთოდები; კომუნიკაციის პროცესის ძირითადი საფეხურები; კომუნიკაციის როლი კონსულტირებაში და კომუნიკაციის ტექნიკები; არავერბალური კომუნიკაციის ფორმები, სიგნალები, მათი მნიშვნელობა და მართვის ხერხები; საკუთარი საკომუნიკაციო სტილის მართვის ხერხები; ქოუჩინგის მიდგომა – ამოსავალი პრინციპები და საბაზო მიდგომები; ქოუჩინგის ტექნიკები და მეთოდები; კონსულტირების პროცესის მართვა და შეფასება.

ტრენინგი ჩატარდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, პროექტის „სკოლის უსაფრთხოებისა და ინკლუზიის გაძლიერება“ ფარგლებში.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები