9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნა“ და პო­ლი­ტი­კუ­რი ალე­გო­რია

spot_img
ირმა გრიგალაშვილი
ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

 

ნე­ბის­მი­ერ ნა­წარ­მო­ებს აქვს თა­ვი­სი კონ­ტექ­ს­ტი, ფო­ნი თუ გა­რე­მო, რო­მელ­მაც გან­საზღ­ვ­რა თხზუ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი იდეა და გა­მო­სახ­ვის ფორ­მა. ტექ­ს­ტის სრულ­ყო­ფი­ლად გა­გე­ბა-შეს­წავ­ლი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია მი­სი ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა. ამ­დე­ნად, ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბი­სას, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აუცი­ლე­ბე­ლია პა­სუ­ხი გა­ე­ცეს შემ­დეგ საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვას: რა გავ­ლე­ნა იქო­ნია სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტექ­ს­ტურ­მა ფაქ­ტორ­მა ნა­წარ­მო­ებ­ზე და კონ­კ­რე­ტუ­ლად, რო­გორ იკ­ვე­თე­ბა ეს ზე­გავ­ლე­ნა? შე­კითხ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა, რო­დე­საც ვას­წავ­ლით XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. გან­ვი­ხი­ლავთ ნა­წარ­მო­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის ზე­ო­ბი­სას და­ი­წე­რა, მა­შინ, რო­დე­საც ხე­ლოვ­ნე­ბა კლა­სობ­რი­ვად და პარ­ტი­უ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და.

პო­ლი­ტი­კა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას შო­რის კავ­ში­რი არა­ხა­ლია. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დ­ნენ, ხე­ლო­ვა­ნი თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. მე­ო­რე მხრივ კი, არა­ერ­თი ხე­ლო­ვა­ნი იბ­რ­ძო­და ძა­ლა­დობ­რი­ვი, უსა­მარ­თ­ლო მმარ­თ­ვე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით. სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის­თ­ვის ბრძო­ლა­ში ჩაბ­მულ­მა მრა­ვალ­მა ავ­ტორ­მა თა­ვიც გა­წი­რა პო­ლი­ტი­კუ­რი მრწამ­სის გა­მო.

რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ის ნა­წარ­მოებე­ბი, რომ­ლებ­შიც შე­ფა­რუ­ლა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი საბ­ჭო­თა ყო­ფის აუტან­ლო­ბა. ამ­გ­ვარ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ალე­გო­რია არა მხო­ლოდ მხატ­ვ­რუ­ლი ასახ­ვის მე­თო­დი, არა­მედ გარ­კ­ვე­უ­ლი თავ­შე­სა­ფა­რიც კია ხე­ლო­ვა­ნი­სათ­ვის „ძლი­ერ­თა ამა სოფ­ლი­სა­თა“ სი­სას­ტი­კი­სა­გან თავ­და­სა­ცა­ვად. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბი სწო­რედ ალე­გო­რი­ის გზით იბ­რ­ძოდ­ნენ საბ­ჭო­თა უმ­კაც­რე­სი ცენ­ზუ­რის წი­ნა­ა­აღ­მ­დეგ. ამ მე­თოდს მი­მარ­თავ­დ­ნენ: მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, ოთარ ჭი­ლა­ძე, ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძე, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი და სხვ. ზოგ­ჯერ, ცენ­ზუ­რის გა­ცუ­რე­ბის მიზ­ნით, ალე­გო­რია იმ­დე­ნად ღრმა და შე­ფა­რუ­ლი იყო, რომ და­უკ­ვირ­ვე­ბელ მკითხ­ველს შე­იძ­ლე­ბო­და ვერც კი შე­ემ­ჩ­ნია (ვფიქ­რობ, ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის „კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და“, რო­მე­ლიც ხში­რად ისე გა­ნი­ხი­ლე­ბა, თით­ქოს მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რის სი­დი­ა­დე­ზე იყოს და­წე­რი­ლი).

წე­რი­ლის მი­ზა­ნია გან­ვი­ხი­ლოთ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კონ­ტექ­ს­ტუ­რი ფაქ­ტო­რი, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც აუცი­ლე­ბე­ლია კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მან „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნის“ სწავ­ლე­ბი­სას. ნაშ­რო­მი თავს უყ­რის ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში უკ­ვე გა­მოთ­ქ­მულ მო­საზ­რე­ბებს და ამ­დიდ­რებს მათ თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თე­ბით.

XX სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. ესაა სი­სას­ტი­კი­თა და ძა­ლა­დო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი პე­რი­ო­დი მთელ საბ­ჭო­თა პირ­ქუშ დრო­შიც კი. სწო­რედ ამ დროს იწე­რე­ბა და ქვეყ­ნ­დე­ბა კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნა“. მკვლევ­რე­ბი თან­ხ­მ­დე­ბი­ან, რომ რო­მა­ნი კონ­კ­რე­ტუ­ლი დრო­ის ალე­გო­რი­უ­ლი გა­და­ტა­ნაა წარ­სულ­ში. თა­ვად ავ­ტო­რიც შე­ნიშ­ნავ­და, რომ „ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლის პო­ე­ტი­ზი­რე­ბას მხო­ლოდ მა­შინ აქვს რე­ზო­ნე, რო­ცა აღე­ბუ­ლი ეპო­ქა, ან მი­სი გმირ­ნი და მა­თი ხა­სი­ა­თი შე­ე­სატყ­ვი­სე­ბა თა­ნად­რო­უ­ლო­ბის იდე­ებს“ (ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, 2012).

გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ რო­მა­ნი­დან ისე­თი მო­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც იკითხე­ბა საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მეგ ბრძო­ლა და მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ალე­გო­რია.

⇒ რო­მან­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია პო­ლი­ტი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი აღ­მავ­ლო­ბა, შენ­დე­ბა ერთ-ერ­თი უდი­დე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტა­ძა­რი.

იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ მო­მენ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ჩას­წ­ვ­დ­ნენ, უნ­და შე­ვახ­სე­ნოთ ავ­ტო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა. დრო, რო­დე­საც შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი სიბ­ნე­ლი­სა და უმეც­რე­ბის ხა­ნად იყო აღ­ქ­მუ­ლი, კო­მუ­ნის­ტე­ბი წვავ­დ­ნენ და ძარ­ც­ვავ­დ­ნენ ეკ­ლე­სი­ებს, ქრის­ტი­ა­ნო­ბა და­ვიწყე­ბას იყო მი­ცე­მუ­ლი და თა­ო­ბე­ბი – ათე­ის­ტუ­რი სუ­ლის­კე­თე­ბით გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი (ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, 2012).

⇒ რო­მან­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია ქარ­თ­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბის გაღ­ვი­ძე­ბა, ერ­თი­ა­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა.

ეს მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო დი­დი იმ­პე­რი­ის ერ­თი პა­ტა­რა პრო­ვინ­ცია იყო და სიტყ­ვა ეროვ­ნუ­ლის ხსე­ნე­ბაც იკ­რ­ძა­ლე­ბო­და. „კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია და პრო­ლე­ტა­რი­ა­ტი მსოფ­ლიო რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე ოც­ნე­ბობ­დ­ნენ. დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე კა­პი­ტა­ლიზ­მი ყველ­გან უნ­და და­ემ­ხოს და სო­ცი­ა­ლიზ­მი დამ­ყარ­დეს. რო­ცა ასე­თი მის­წ­რა­ფე­ბა ბა­ტო­ნობს, ეროვ­ნულ პრობ­ლე­მა­ზე ზრუნ­ვა-ფიქ­რი არა მარ­ტო ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბად მი­აჩ­ნი­ათ, არა­მედ – და­ნა­შა­უ­ლა­დაც“ (ბაქ­რა­ძე, 2004). საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქეს ეროვ­ნე­ბა არ გა­აჩ­ნ­და, მის იდენ­ტო­ბას მხო­ლოდ პრო­ლე­ტა­რუ­ლი იდე­ო­ლო­გია გან­საზღ­ვ­რავ­და, რაც ისა­ხე­ბო­და კი­დეც პო­ე­ზი­ა­ში, ფერ­წე­რა­სა თუ კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ში.

რო­მან­ში მრავ­ლა­დაა ისე­თი პა­სა­ჟე­ბი, რომ­ლებ­შიც ეროვ­ნუ­ლი, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი იდე­ე­ბია აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა დი­დოს­ტატ არ­სა­კი­ძი­სა და შო­რე­ნა კო­ლონ­კე­ლი­ძის დი­ა­ლო­გი, რო­დე­საც არ­სა­კი­ძე უარს ამ­ბობს მე­ფის წი­ნა­აღ­მეგ აჯან­ყე­ბა­ზე: „არა მგო­ნია, შვიდ­მა ხე­ვის­ბერ­მა უფ­რო მარ­თე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი შეჰ­ქ­მ­ნან ამ­ჟა­მად, ვიდ­რე თუნ­დაც ერ­თ­მა გულ­ბო­როტ­მა მე­ფემ“ (რო­მა­ნი­დან ამო­ნა­რი­დე­ბი და­მოწ­მე­ბუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ვებ­სა­ი­ტი­დან, პრო­ექ­ტი ბიბ­ლი­ო­თე­კა სკო­ლას, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია „დი­დოს­ტა­ტის კონ­ს­ტან­ტი­ნეს მარ­ჯ­ვე­ნა“ http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/­didostatis­_­marj­ve­na­.htm). შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მე­ფის ერ­თ­გუ­ლე­ბა იგი­ვეა, რაც სამ­შობ­ლო­სი. ამ ნა­აზ­რევს არ­სა­კი­ძის შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბიც გა­ნამ­ტ­კი­ცებს: „ხვალ რომ ბერ­ძ­ნე­ბი ან სარ­კი­ნო­ზე­ბი შე­მო­ეწყონ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცი­ხე­ებს, მო­ქან­და­კის საჭ­რე­თელს გან­ზე გა­დავ­დებ და ხმლით შე­ვებ­რ­ძო­ლე­ბი მტერს“.

არ­სა­კი­ძის პერ­სო­ნა­ჟი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რულ-ეროვ­ნუ­ლი სი­მაღ­ლის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ფი­გუ­რაა, ისე­ვე, რო­გორც – მე­ფე გი­ორ­გი. მე­ფე გი­ორ­გი ეროვ­ნუ­ლი ხა­სი­ა­თის ნიშ­ნებს ატა­რებს, ეს ვლინ­დე­ბა, ერ­თი მხრივ, მის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში, მე­ო­რე მხრივ, პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­შიც. „მი­სი ცენ­ტ­რა­ლის­ტუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი სის­ტე­მა პროგ­რე­სუ­ლი მოვ­ლე­ნაა იმ დრო­ი­სათ­ვის“ (კან­კა­ვა, 1969). პარ­ტი­ზან ფე­ო­და­ლებ­თან ბრძო­ლა კი უდი­დე­სი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი საქ­მეა. გი­ორ­გი თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით მტვირ­თ­ვე­ლია ქარ­თ­ველ­თა არა­ერ­თი ღირ­სე­ბი­სა თუ ნაკ­ლი­სა. ამას თა­ვად­ვე აღ­ნიშ­ნავს სიკ­ვ­დი­ლის­წი­ნა მო­ნო­ლოგ­ში. ვფიქ­რობ, ეს მო­ნო­ლო­გი ერთ-ერ­თი სა­ყუ­რადღე­ბო მო­მენ­ტია პატ­რი­ო­ტუ­ლი თე­მა­ტი­კის გა­შუ­ქე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

„ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ამ­ჟა­მა­დაც ეგაა: ჩვენ­ში მო­ღა­ლა­ტე­ნი სჭარ­ბობ­დ­ნენ ერ­თ­გუ­ლებს, გა­ნა თუ სხვი­სი, სა­კუ­თა­რი თა­ვის, თა­ვის ხალ­ხის მო­ღა­ლა­ტე­ნი, კარ­გად ვი­ცი, თვით ჩემს მსტო­ვა­რებ­ში ნა­ხე­ვა­რი ბი­ზან­ტი­ე­ლებ­სა ჰყავ­დათ შეს­ყი­დუ­ლი, ნა­ხე­ვა­რი სარ­კი­ნო­ზებს,“ – წუხ­და მე­ფე. და­უკ­ვირ­ვე­ბე­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც კი ნა­თე­ლია, რომ ავ­ტო­რი მე­ფის ამ სატ­კი­ვა­რის გახ­მო­ვა­ნე­ბი­სას თა­ვი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას ეყ­რ­დ­ნო­ბა.

„რო­ცა ხალხს ამ­დე­ნი მო­ღა­ლა­ტე ში­ნა ჰყავს, მა­კე­დო­ნე­ლიც ვერ გა­ა­მარ­ჯ­ვე­ბი­ნებს მას… თუ მთელ­მა ერ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბა არ მო­ინ­დო­მა, მა­კე­დო­ნე­ლიც ვერ უშ­ვე­ლის, პი­პა, რად­გან ჯერ არ­სად გა­უ­მარ­ჯ­ვ­ნი­ათ მშიშ­რებ­სა და მსტო­ვა­რებს“ – ვკითხუ­ლობთ მო­ნო­ლოგ­ში. ცხა­დია, ეს ამო­ნა­რი­დი იმ მო­ღა­ლა­ტე ქარ­თ­ვე­ლებს მი­ე­მარ­თე­ბო­დათ, ხე­ლი რომ მო­ით­ბეს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბით და უარი უთხ­რეს კა­ცობ­რი­ო­ბის ყვე­ლა­ზე დიდ მო­ნა­პო­ვარს, თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

„ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ეგაა: სხვის ფან­დურ­ზე ბუქ­ნა­ო­ბა გვიყ­ვარს, ამი­ტო­მაც მუსრს ავ­ლებ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვის ქვეყ­ნებ­ში ატე­ხი­ლი ჭი­რი“სხვის ფან­დურ­ზე ბუქ­ნა­ო­ბა მე­ტა­ფო­რუ­ლად ნე­ბა­შეზღუ­დუ­ლი, და­მო­ნე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ბის ქმე­დე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

⇒ რო­მან­ში შექ­მ­ნი­ლია „ერ­თ­მორ­წ­მუ­ნე მტრის“ ხა­ტი.

ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში შე­ნიშ­ნუ­ლია, რომ რო­მან­ში შე­ფარ­ვი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი ბი­ზან­ტია-რუ­სე­თის იგი­ვე­ო­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­თო­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი იყო რო­გორც რუ­სეთ­თან, ისე ბი­ზან­ტი­ას­თან. „ამი­ტო­მაც მე­ფე გი­ორ­გი წი­ნა­აღ­მ­დე­გია ყო­ვე­ლი­ვე ბი­ზან­ტი­უ­რი­სა:

  1. „ძაღ­ლ­თა­პირს“ უწო­დებს ბა­სი­ლი კე­ი­სარს და არ აპი­რებს მის მორ­ჩი­ლე­ბას…
  2. კე­ის­რის ნა­ჩუ­ქა­რი სა­მე­ფო მწვა­ნე ეტ­ლით მწევ­რე­ბი დაჰ­ყავს;
  3. ბერ­ძ­ნუ­ლი სა­ხე­ლის მქო­ნე მა­ლემ­ს­რ­ბოლ ანაქ­სი­მან­დ­რეს სა­ხელს უც­ვ­ლის და პი­პას არ­ქ­მევს;
  4. სა­სახ­ლე­ში ბერ­ძ­ნუ­ლად არ ლა­პა­რა­კობს, არც ჩა­მო­სულ სტუმ­რებ­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის;
  5. იწუ­ნებს ბი­ზან­ტი­ელ ხუ­როთ­მოძღ­ვ­რებს და სხვ.“ (ჯა­ლი­აშ­ვი­ლი, 2018).

მარ­თა­ლია, საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გია ათე­იზმს ქა­და­გებ­და, მაგ­რამ საბ­ჭო­თა რუ­სე­თის წი­ნა­პა­რი ცა­რის­ტუ­ლი რუ­სე­თი, სწო­რედ „ერ­თ­მორ­წ­მუ­ნე­ო­ბით“ უხ­ვევ­და თვალს დაპყ­რო­ბილ სა­ქარ­თ­ვე­ლოს. რო­მან­ში აღ­წე­რი­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ბი­ზან­ტია და ავ­ტო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, მა­თი იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კა ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს. ამა­ში გვარ­წ­მუ­ნებს შემ­დე­გი მო­მენ­ტე­ბიც:

„ბერ­ძ­ნებს ეს უნ­დათ, ჩვე­ნი ბო­მო­ნე­ბი ვგმოთ და მათ ეკ­ლე­სი­ებ­ში ვი­ლო­ცოთ, წი­ნა­პარ­თა ჩვე­ნი სა­ლო­ცა­ვე­ბი შეგ­ვი­მუს­რეს, თა­ვი­ან­თი ხა­ტე­ბი და ჯვრე­ბი შე­მოგ­ვა­ჩე­ჩეს ხელ­ში,“  – ამ­ბობს ნა­წარ­მო­ებ­ში შავ­ლეგ ტო­ხა­ის­ძე. რთუ­ლი შე­სამ­ჩ­ნე­ვი არ იქ­ნე­ბო­და, რომ სწო­რედ ასე ექ­ცე­ო­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი დაპყ­რო­ბი­ლი ხალ­ხის რე­ლი­გი­ებს, რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნებს.

„ბერ­ძ­ნებს ეს სწა­დი­ათ, ჩვე­ნი ენა დაგ­ვა­ვიწყონ და თა­ვი­ან­თი შე­მოგ­ვ­ჩა­რონ პირ­ში, ჩვე­ნი წარ­სუ­ლი და­ვი­ვიწყოთ და მა­თი შე­ვის­წავ­ლოთ, ჩვე­ნი სა­მო­სი შე­მოგ­ვა­ძარ­ც­ვონ, მა­თი ჩა­ვიც­ვათ“ – პერ­სო­ნა­ჟის ეს სიტყ­ვე­ბიც ზუს­ტად ეხ­მი­ა­ნე­ბა რუ­სი­ფი­კა­ცი­ის პო­ლი­ტი­კას, რომ­ლიც მსხვერ­პ­ლი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯერ კი­დევ მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნი­დან გახ­და.

ცნო­ბი­ლია, რომ გამ­სა­ხურ­დია, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, და­სავ­ლურ კულ­ტუ­რას ნა­ზი­ა­რე­ბი ადა­მი­ა­ნი, დიდ პა­ტივს სცემ­და ბი­ზან­ტი­ას. მი­სი აზ­რით, სწო­რედ ბი­ზან­ტია იყო „ფორ­პოს­ტი და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სა“, სწო­რედ მან აზი­ა­რა მთე­ლი წი­ნა აზია, სა­ქარ­თ­ვე­ლო თუ სომ­ხე­თი პო­ლი­ტი­კურ თუ კულ­ტუ­რულ პროგ­რესს. შემ­თხ­ვე­ვი­თი არაა, რომ ავ­ტო­რი რო­მან­ში თა­ვის რე­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კი არ გვიჩ­ვე­ნებს ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ი­სად­მი, არა­მედ პერ­სო­ნა­ჟე­ბის პი­რით კიცხავს მას და სურს მკითხ­ვე­ლი და­აკ­ვირ­ვოს დამ­პყ­რობ­ლის ბუ­ნე­ბას. ამი­ტო­მაც სძულს მე­ფე გი­ორ­გის ყვე­ლა­ფე­რი ბერ­ძ­ნუ­ლი: „მუ­დამ ბი­ზან­ტი­ე­ლებს ეგე­ბოდ­ნენ ფეხ­ქ­ვეშ ჩვე­ნი სუ­ლე­ლი აზ­ნა­უ­რე­ბი და ღორ­მუ­ცე­ლა ეპის­კო­პო­ზე­ბი, მე­ფე­ე­ბი მწვა­ნე ეტ­ლებს მი­ეტ­რ­ფოდ­ნენ და ბი­ზან­ტი­ურ ხა­რის­ხებს. ამი­ტო­მაც არ მიყ­ვარ­და პა­პა­ჩე­მი – გურ­გენ მა­გის­ტ­რო­სი, მა­მა­ჩე­მი – ბაგ­რატ კუ­რა­პა­ლა­ტი, და მცხე­თი­დან გაქ­ცე­ვის წი­ნა­ღა­მეს ჩემს ვაჟს წა­ვე­კი­დე, ბაგ­რატს“.

⇒ ხე­ლო­ვანს იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლებს ხე­ლი­სუ­ფა­ლი, დი­დოს­ტა­ტი ეწი­რე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით არ­ჩე­ვანს.

შემ­თხ­ვე­ვი­თი არაა, რომ არ­სა­კი­ძის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტი – ღმერ­თ­თან მებ­რ­ძო­ლი იაკო­ბი ხდე­ბა, მი­ზე­ზად კი „სვე­ტიცხოვ­ლის ცუ­დად აგე­ბა“ სა­ხელ­დე­ბა. ხე­ლო­ვა­ნის გან­დევ­ნა, დახ­ვ­რე­ტა, გა­და­სახ­ლე­ბა, წა­მე­ბა და თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა, ხო­ლო მი­სი ნა­მოღ­ვა­წა­რის მკრე­ხე­ლო­ბად გა­მოცხა­დე­ბა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­ლ­დათ (ამ ის­ტო­რი­უ­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­ებს ცოდ­ნას გა­უმ­დიდ­რებს და ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას შე­უქ­მ­ნის სტუმ­რო­ბა ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უმ­ში ან რეპ­რე­სი­რე­ბულ მწე­რალ­თა მუ­ზე­უ­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. ჩე­მი მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ციაა, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში შექ­მ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სას, პე­და­გოგ­მა იზ­რუ­ნოს მოს­წავ­ლე­ებ­ში საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის მი­მართ ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად და ამ მიზ­ნით და­გეგ­მოს და­მა­ტე­ბი­თი სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი).

სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ ავ­ტო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე მკითხ­ვე­ლი ამო­იც­ნობ­და ალე­გო­რი­ას, რო­მე­ლიც ნა­წარ­მო­ე­ბის სა­თა­ურ­ში­ვეა გა­მო­ტა­ნი­ლი „დი­დოს­ტა­ტის კონ­ს­ტან­ტი­ნეს მარ­ჯ­ვე­ნა“. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­სა­ღე­ბია ის ფაქ­ტიც, რომ ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვარ გმირს ავ­ტო­რის სა­ხე­ლი ჰქვია. რო­მა­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა რომ რე­ჟიმ­თან მებ­რ­ძო­ლი ხე­ლო­ვა­ნის ტრა­გი­კუ­ლი ბე­დია, ჩანს ნა­წარ­მო­ე­ბის ეპიგ­რა­ფი­და­ნაც: „და­მი­ჭი­რეს, მკლა­ვი მომ­ჭ­რეს, რა­ტომ კარ­გი აგი­გია“.

⇒ რო­მან­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლია ხე­ლო­ვა­ნის პი­როვ­ნუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

თუ XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ას გა­და­ვავ­ლებთ თვალს, ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც კი ვი­პო­ვით მხატ­ვ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის უქო­ნელ, სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პა­თე­ტი­კით ნა­საზ­რ­დო­ებ ნა­წარ­მო­ე­ბებს. იმ დრო­ი­სათ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კას. ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ხე­ლი­სუ­ფალ­თა დად­გე­ნი­ლე­ბი­სა­მებრ უნ­და შექ­მ­ნი­ლი­ყო, მთა­ვა­რი შემ­ფა­სე­ბე­ლიც სწო­რედ ხე­ლი­სუ­ფა­ლი გახ­ლ­დათ. აკა­კი ბაქ­რა­ძის შე­ნიშ­ვ­ნით, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში პარ­ტი­უ­ლი კო­ნი­უნ­ქ­ტუ­რის პრინ­ცი­პი დამ­ყარ­და. „ბოლ­შე­ვი­კე­ბის დიქ­ტა­ტუ­რის ეპო­ქა­ში ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო ნა­წილ­მა ისე იცხოვ­რა და იშ­რო­მა, რო­გორც მზვე­რა­ვე­ბი ცხოვ­რო­ბენ და შრო­მო­ბენ მტრის ბა­ნაკ­ში“ (ბაქ­რა­ძე, 2004). ვინც სა­თა­ნა­დო რე­ვე­რან­სი არ გა­ა­კე­თა სას­ტი­კი მმარ­თ­ვე­ლო­ბი­სად­მი, მან სი­ცოცხ­ლე ტრა­გი­კუ­ლად და­ას­რუ­ლა (ამა­ზე ამ­ჯე­რად აქ არ შევ­ჩერ­დე­ბით).

სწო­რედ ამ დროს, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მან­ში, შე­მოქ­მე­დი ღმერ­თ­თან არის გა­ტო­ლე­ბუ­ლი, ხო­ლო შე­მოქ­მე­დე­ბა უკ­ვ­და­ვე­ბას­თან („მხო­ლოდ ოს­ტატს ვერ ეწე­ვა სიკ­ვ­დი­ლი“). რო­მან­ში ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ხე­ლი­სუ­ფა­ლი არ წარ­მო­ად­გენს ყოვ­ლის­მ­პყ­რო­ბელს, უფ­რო ზუს­ტად კი, მას არ შე­უძ­ლია და­ი­მორ­ჩი­ლოს ხე­ლო­ვა­ნი, მარ­თოს მი­სი ნე­ბა, მუ­ზა თუ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ეს კარ­გად ჩანს მე­ფე გი­ორ­გი­სა და ფარ­ს­მან სპარ­სის სა­უ­ბარ­ში:

„არა მგო­ნია თა­ვი გა­მი­ტო­ლოს აგ­რე რი­გად მაგ ლაზ­მა“.

„გა­ტო­ლე­ბაო“? – გა­ი­ღი­მა ფარ­ს­მან­მა, მე­ფე­ებს უტო­ლებს იგი თავს.

მი­წის­ძ­ვ­რის მე­ო­რე დღეს შე­ვუ­ა­რე, ავად­მ­ყო­ფი მე­გო­ნა, შინ არ დამ­ხ­ვ­და ფხოვს გაქ­ცე­უ­ლი. ერ­თი სუ­რა­თი ვნა­ხე მის მი­ერ ნა­ხა­ტი, იაკო­ბი­სა და ღმერ­თის რკი­ნე­ბაა ზედ გა­მო­ხა­ტუ­ლი.

თა­ნაც იცო­დე, ღმერთს მელ­ქი­სე­დე­კის თვა­ლე­ბი აქვს, იაკობს – დამ­ხა­ტა­ვი­სა.“

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­დოს­ტატს რე­ჟი­მი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, მი­სი სუ­ლი ვერ და­ი­სა­კუთ­რა. ეს ნათ­ლად იკ­ვე­თე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის უკა­ნას­კ­ნელ თავ­ში, რო­მელ­შიც მოთხო­ბი­ლია არ­სა­კი­ძის აღ­სას­რუ­ლი.

„უზარ­მა­ზა­რი ლან­დი ჩა­მო­ვი­და კედ­ლი­დან, მგლი­სებ­რ­მა თვა­ლებ­მა გა­ი­ელ­ვეს ბნელ­ში.

და ერ­კი­ნე­ბო­და მხატ­ვარს გრძელ­წ­ვე­რა მო­ხუ­ცი, მერ­მე მის­წ­ვ­და იგი ჭრი­ლო­ბი­ან ბარ­კალს და და­უ­ბუ­შა ვრცე­ლი ბარ­კ­ლი­საი.

მო­ე­ძა­ლა ბობღია ლან­დი, მგლი­სებ­რი თვა­ლე­ბი შე­მო­ა­ნა­თა და სთხო­ვა სუ­ლი.

არ მის­ცა სუ­ლი მგლი­სებ­რ­თ­ვა­ლე­ბა მო­ხუ­ცე­ბულს მხატ­ვარ­მა.

დიდ­ხანს ებ­რ­ძო­და წი­წა­მუ­რის ველ­ზე მა­მა­ლი ხო­ხო­ბი ღა­მეს.“

ამ მო­მენტს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ „ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის, სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის, რად­გან ბოლ­შე­ვი­კებს უმ­თავ­რე­სად სუ­ლის დათ­რ­გუნ­ვა სურ­დათ“ (ბაქ­რა­ძე, 2004). შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სწო­რედ მწერ­ლო­ბამ იხ­ს­ნა ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის სუ­ლი და და­უბ­რუ­ნა მას რწმე­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბი­სა.

და­სას­რულ შევ­ნიშ­ნავთ იმა­საც, რომ მწერ­ლის მხატ­ვ­რუ­ლი ასახ­ვი­სა და სტი­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბაც გარ­კ­ვე­უ­ლი იდე­ის მა­ტა­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს. რო­მა­ნის ენის არ­ქა­ი­ზე­ბას, ის­ტო­რიზ­მე­ბი­სა თუ უჩ­ვე­უ­ლო სინ­ტაქ­სუ­რი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რა თქმა უნ­და, თა­ვი­სი ლო­გი­კუ­რი ახ­ს­ნა აქვს, რო­მა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ჟან­რი­საა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გამ­სა­ხურ­დი­ას ექ­ს­ტ­რა­ვა­გან­ტუ­ლი სტი­ლი შე­იძ­ლე­ბა ერ­თ­გ­ვა­რი პრო­ტეს­ტიც კი იყო 30-იანი წლე­ბის შაბ­ლო­ნუ­რი, ლექ­სი­კუ­რად ღა­რი­ბი და და­ბალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლი სოც­რე­ა­ლის­ტუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი.

ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. ბაქ­რა­ძე, ა. (2004). თხზუ­ლე­ბა­ნი. ტ.3. მწერ­ლო­ბის მოთ­ვი­ნი­ე­რე­ბა, გა­დარ­ჩე­ნა, ჩე­მი თა­ო­ბა, თბი­ლი­სი. https://el.ge/articles/319
  2. გამ­სა­ხურ­დია, კ. (1939). „დი­დოს­ტა­ტის კონ­ს­ტან­ტი­ნეს მარ­ჯ­ვე­ნა“, თბი­ლი­სი. პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ოთ­კა, პრო­ექ­ტი „ბიბ­ლი­ო­თე­კა სკო­ლას“, ვებ­გ­ვერ­დი

http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/didostatis_marjvena.htm

  1. კან­კა­ვა, გ. (1969). კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნა“, ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი და მი­სი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, თბი­ლი­სი.
  2. ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა (2012). XX სა­უ­კუ­ნის მწერ­ლო­ბა, XII კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, სწავ­ლა­ნი, თბი­ლი­სი. https://www.calameo.com/read/0056301207ba6fe901cea
  3. ჯა­ლი­აშ­ვი­ლი, მ. (2018). პრობ­ლე­მე­ბი და ეს­თე­ტი­კა — კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნა“ სწავ­ლე­ბის­თ­ვის.

http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/didostatis_marjvena.htm

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები