22 მაისი, ოთხშაბათი, 2024

კონკურსი „ხუთეული“

spot_img

„ახალი განათლება“, მოსწავლეთა მხარდასაჭერად, იწყებს 9-თვიან პროექტს. ამჯერად, შემთხვევითობის პრინციპით, შეირჩა 5 კერძო სკოლა (შპს უცხო ენების უმაღლესი სკოლა „ნინო“, „მზეკაბანი“, „გორდა“, „ფარნავაზი“, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა).

პროექტის ამოცანაა კერძო სკოლების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა არაფორმალური განათლების კუთხით.

კონკურსის იდეური და ფინანსური მხარდამჭერი: ეროვნული სასწავლო გეგმისა და ავტორიზაციის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი

განხორციელების დრო: 2023-2024 სასწავლო წელი

პროექტის მიზანი: მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება

კონკურსს ეყოლება, თვეში, 1 პრიზიორი. პრიზი განისაზღვრება ასი ლარის ოდენობით. გამარჯვებული გამოვლინდება ვებგვერდზე www.akhaliganatleba.ge მოწონების მიხედვით. თვის პრიზიორის ნამუშევარი დაიბეჭდება გაზეთ „ახალ განათლებაში“. 

საკონკურსოდ, კერძო სკოლა შეარჩევს ერთი მოსწავლის ერთ ნაშრომს, რომელიც შექმნილი იქნება წინასწარ განსაზღვრული თემატიკის მიხედვით, .. თვის კონკურსზე, მონაწილე სკოლიდან, შეირჩევა მხოლოდ ერთი მოსწავლე ერთი ნაშრომით. სკოლიდან წარმოდგენილი კონკურსანტის ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს თვის თემის კრიტერიუმებს.

ოქტომბრის კონკურსი:

თემა: ჩემი მასწავლებელი

ჟანრი: მცირე მხატვრული პროზა

ნაშრომის მოცულობა: ქართული უნიკოდით, ზომა 11, არანაკლებ 300 სიტყვა

ნაშრომი არ ექვემდებარება ჟიურის შეფასებას. ნოემბრის ბოლოს, ვებგვერდზე მოწონების რაოდენობის მიხედვით, გამოვლინდება გამარჯვებული.

აუცილებელი პირობა: ნაშრომს უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია (ეს უკანასკნელი არ აისახება ვებგვერდზე).

მონაწილეობის მსურველი მოსწავლე, 30 ოქტომბრის ჩათვლით, საკონკურსო მასალას და ფოტოს აგზავნის ელექტრონულ ფოსტაზე: konkursiganatleba@gmail.com

მასალის მიღება დადასტურდება 72 საათის განმავლობაში, სიტყვით – „მიღებულია“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები