13 აგვისტო, შაბათი, 2022

კონკურსი მოსწავლეებისთვის   – „მესიჯი უცხო ცივილიზაციას“ 

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს „მესიჯი უცხო ცივილიზაციას“.

კონკურსი მოსწავლეებში ასტროფიზიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, სამყაროში უცხო ცივილიზაციათა არსებობის შესაძლებლობა შემოქმედებითი გზით გადმოსცენ, დაფიქრდნენ პასუხგაუცემელ კითხვებზე – უნიკალურია თუ არა Homo sapiens და ხომ არ არსებობენ მსგავსი (ჰუმანოიდური, ცილოვანი ან სხვა ტიპის) ცივილიზაციები ე.წ. ეგზოპლანეტებზე?! კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა შექმნან საკონკურსო ნამუშევარი, რომელიც შემოქმედებითად გამოხატავს უცხო ცივილიზაციასთან შეხვედრას.

საკონკურსო მასალა შესაძლოა წარმოადგენდეს ესეს (ტექსტი – არაუმეტეს 500 სიტყვისა, შრიფტი Sylfaen, ზომა 11), სამ ნახატს ან სამ ფოტოსურათს. მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომი ასახავდეს დედამიწაზე არსებული ცივილიზაციის უცხო ცივილიზაციის წინაშე შემოქმედებით წარდგენას. ამასთან, საკონკურსო მასალას თან უნდა დაერთოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, სკოლა და კლასი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი 3 სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: junior@tsu.ge

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ საკონკურსო კომისია გამოავლენს ათ საუკეთესო ნაშრომს, ხოლო ავტორებს კი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3i2jLGv

შეგახსენებთ, რომ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს „მეცნიერების კალენდარი – 2021“, რომლის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის). წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და საინტერესო აქტივობა განხორციელდება.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები