„ახალი განათლება“, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, აცხადებს შემოქმედებით კონკურსს სახელწოდებით „26 მაისი“, რომელიც გულისხმობს ილუსტრირებული ტექსტის შექმნას საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემაზე.
♦ კონკურსის იდეური და ფინანსური მხარდამჭერი: სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მერი გიბიშვილი;
♦ პროექტის კონსულტანტი: როლანდ ხოჯანაშვილი;
♦ პროექტის არეალი: „ახალი განათლების“ ხელმომწერი სკოლები;
♦ მიზნობრივი ჯგუფები: I-VI კლასების მოსწავლეები;
♦ განხორციელების დრო: 2023 წლის 23 თებერვლიდან 2023 წლის 26 მაისამდე;
♦ პროექტის მიზანი: მოსწავლეთა ემოციური, შემოქმედებითი, კრიტიკული უნარების განვითარება.
ჟიურის მიერ შერჩეულ საუკეთესო ათეულს გადაეცემა ციფრული სერტიფიკატები და ნამუშევრები გამოქვეყნდება „ახალი განათლების“ ვებგვერდზე: akhaliganatleba.ge მათგან შეირჩევა სამი ნამუშევარი, რომლის ავტორი მოსწავლეები 100-ლარიანი ფულადი პრიზით დასაჩუქრდებიან. პრიზები დააწესა მერი გიბიშვილმა.
სამი საუკეთესო ნაშრომი, ასევე, გამოქვეყნდება გაზეთ „ახალ განათლებაში“.
მონაწილეობის მსურველი მოსწავლე, მის მიერ შექმნილ ილუსტრირებულ ტექსტს, აგზავნის ელექტრონულ ფოსტაზე:
konkursiganatleba@gmail.com
მასალის მიღება დადასტურდება 72 საათის განმავლობაში სიტყვით „მიღებულია“.
საკონკურსო მასალების მიღება
2023 წლის 1 მარტიდან დაიწყება და 1 მაისამდე გაგრძელდება.
წესები:
♦ საკონკურსო მასალა იქმნება ვორდის ფაილში;
♦ მოსწავლის მიერ შესრულებული ილუსტრაცია ვორდის ტექსტურ ფორმატში უნდა ჩაისვას;
♦ ილუსტრაცია და ტექსტი მოსწავლემ დამოუკიდებლად უნდა შექმნას;
♦ 50 სიტყვაზე ნაკლები ტექსტი არ განიხილება;
♦ ნაშრომს უნდა მიეთითოს მოსწავლის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი (მასწავლებელი, მშობელი);
♦ ნაშრომთან ერთად უნდა გადმოიგზავნოს ავტორის ფოტო (პორტრეტი).
#ჩვენთანერთადაღნიშნე26მაისი
ჟიურის შემადგენლობა გამარჯვებულთა გამოცხადების პარალელურად გახდება ცნობილი – 2023 წლის 26 მაისს.