12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

კონკურსი აჭარის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის

spot_img

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო “პროექტი ჩემს გაკვეთილზე” პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებლებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საგანმანათლებლო აქტივობების გამრავალფეროვნების გზით.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი საჯარო სკოლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად.

საკონკურსო განაცხადში წინასწარ უნდა იყოს გაწერილი მიზანი, განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი, მათი შესრულების ვადები, სასწავლო რესურსები, შედეგი, პროექტის აქტივობის შეფასების რუბრიკა.

!! კონკურსში გამარჯვებული პროექტის მასწავლებელი, აკადემიური წლის მანძილზე, მიიღებს სახელფასო დანამატს 625 ლარის ოდენობით და, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შეძენის მიზნით, მიიღებს არაუმეტეს 1000 ლარს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა და ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ბმულზე ⇒ https://shorturl.at/adhX6
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე ⇒ https://shorturl.at/emxHO
საკონკურსო განაცხადები მიღება ⇒ 2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით (18:00 სთ)

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები