23 ნოემბერი, შაბათი, 2024

კონკურსის „შექმენი ილუსტრირებული ტექსტი“ გამარჯვებულები

spot_img

დასრულდა „ახალი განათლების“ მიერ მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მორიგი კონკურსი „შექმენი ილუსტრირებული ტექსტი“. კონკურსის პირობის თანხმად, 10 საუკეთესო ნაშრომიდან ჩვენი ვებგვერდის მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა ორი კვირის განმავლობაში, მოწონებების მიხედვით, ხუთი გამარჯვებული გამოევლინა.

კონკურსის პრიზიორები გახდნენ:

  1. ნიკოლოზ ხუხუნაიშვილი
  2. ეკატერინე ეკავა
  3. ვაჟა ფაჩულია
  4. ნიკოლოზ მელაშვილი
  5. სანდრო ხარაიშვილი

საუკეთესო ათეულს გადაეცემა ციფრული სერტიფიკატები, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასული ნამუშევრების ავტორი მოსწავლეები დაჯილდოვდებიან 50-ლარიანი ფულადი პრიზით. პრიზები დააწესა კონკურსის იდეის ავტორმა, სსიპ ხობის №1 სკოლისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის №2 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა მარინე ჯღარკავამ.

კონკურსის იდეური მხარდამჭერია ეროვნული სასწავლო გეგმისა და ავტორიზაციის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი

კონკურს ჰყავს „ახალი განათლების“ რჩეული ორი ავტორი თერჯოლის №1 საჯარო სკოლიდან, რომლებმაც ერთობლივი ნამუშევარი შექმნეს სულხან-საბას იგავის მიხედვით. გიორგი ერმოლენკო (სსსმ მოსწავლე, XI კლასი) – ნაძერწი რელიეფური გამოსახულება და არჩილ დოლაკიძე (VIII კლასი) – ხელნაწერი.

რედაქციის რჩეულები მიიღებენ პრიზს – 50-50 ლარის ოდენობით.

გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგერდზე: akhaliganatleba.ge; რედაქციის რჩეულ ნამუშევარს კი, აქვე შემოგთავაზებთ.

 

გემშვიდობებით მომავალ კონკურსამდე!

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები