27 ივლისი, შაბათი, 2024

კონკურსის „დაწერე ნოველა“ ნამუშევრების მიღება დასრულებულია

spot_img

„ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული კონკურსი „დაწერე ნოველა“ დასრულებულია. ასამდე საკონკურსო ნაწარმოებიდან შერჩეულია ათი ნოველა. რადგან კონკურსი შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას შეეხებოდა, ჟიურის გადაწყვეტილებით, ზოგიერთი მოთხოვნა (გვერდების რაოდენობა, უნიკოდი, შრიფტის ზომა…), ასევე, ენობრივი ნორმების დარღვევა და ლოგიკური „თვითნებობანიც“ არ მარკირებულა, როგორც შეცდომა.

ჟიურის მიერ შერჩეული ათი საუკეთესო ნოველა, 6 დეკემბრიდან, აიტვირთება

„ახალი განათლების“ ვებგვერდზე -www.akhaliganatleba.ge. ათი ნოველიდან სამი გამარჯვებული – ჟიურის, ვებგვერდის მკითხველისა და სოციალურ ქსელში „მოწონებების“ მიხედვით შეირჩევა და 20 დეკემბერს დასახელდება (ხმის მიცემა შეწყდება 18 დეკებერს).

იმ შემთხვევაში, თუ რჩეული ნოველა ერთზე მეტ ნომინაციაში გაიმარჯვებს, ავტორთან შეთანხმებით, სამიდან, მხოლოდ ერთ-ერთ „რჩეულ“ სტატუსს შეინარჩუნებს;

სამივე გამარჯვებული მოსწავლის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა საჩუქრად მიიღებს გაზეთ „ახალი განათლების“ 2022 წლის ერთწლიან ხელმოწერას;

კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები, საუკეთესო ათეულის წევრები კი „ახალი განათლებისგან“ ციფრული სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან და მათი ნოველები ჩვენი გაზეთის ბოლო ნომერში დაიბეჭდება.

შესაძლოა, ჟიურის გვერდის ავლით, დაწესდეს დამატებითი პრიზები (ამ საკითხში არ ჩაერევა „ახალი განათლება“).

 

მეორე სემესტრიდან გამოვაცხადებთ ახალ კონკურსს – „მინიატურა“

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები