24 ნოემბერი, კვირა, 2024

კონკურსის გამარჯვებულები

spot_img

დასრულდა „ახალი განათლების“ მიერ მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მორიგი კონკურსი

„შექმენი რესურსი ურთიერთსწავლებისთვის“

კონკურსის პირობის თანახმად, შემოსულ ნამუშვრებს შორის შეირჩა ხუთი საუკეთესო რესურსი – ავტორები: თორნიკე ფუტკარაძე, თეკლა ჩახოიანცი, მონიკა კაკაურიძე, თათია ნაფეტვარიძე, ლიზი დავითაძე), მათგან ჟიურიმ (ზაზა შულაია,  ხათუნა ბერაძე, გულისა გეგეშიძე) სამი საპრიზო ნამუშევარი დაასახელა.

⇑⇓ გამარჯვებულები:
I ადგილი – თორნიკე ფუტკარაძე
ll ადგილი – თეკლა ჩახოიანცი
lll ადგილი – მონიკა კაკაურიძე

საუკეთესო ხუთეულს გადაეცემა ციფრული სერტიფიკატები, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასული რესურსის ავტორი მოსწავლეები 100-ლარიანი ფულადი პრიზით დასაჩუქრდებიან. პრიზები დააწესა კონკურსის იდეის ავტორმა, სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ზაზა შულაიამ.

პროექტის კონსულტანტია ეროვნული სასწავლო გეგმის, ხარისხის განვითარებისა და ავტორიზაციის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი.

გთავაზობთ გამარჯვებულ რესურსებს:

თორნიკე ფუტკარაძე

შპს „უცხო ენების უმაღლესი ენების სკოლა ნინოს“ მე-10 კლასის მოსწავლე

 

რა არის ფონეტიკა – YouTube

 

მონიკა კაკაურიძე

შპს „უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს“ მე-10 კლასის მოსწავლე

 

როგორ დავწეროთ ესე?!

იმის გამო, რომ ესეს წერა ბევრ თანატოლს უჭირს, გავუზიარებ საკუთარ გამოცდილებას პრობლემების დასაძლევად:

  1. დავიწყოთ შერჩეული/დავალებული ესეს თემის გააზრებით;
  2. ესეს წერის დროს მომიჯნავე/მონათესავე თემას არ უნდა შევეხოთ;
  3. ესე იყოფა სამ ნაწილად:

♦ შესავალი, რომელიც უნდა იყოს მოკლე, ლაკონიური და ძირითადი დებულების (თეზისის) შემცველი;

♦ მთავარი (შუა, ძირითადი) ნაწილი, რომელიც გულისხმობს თემის შინაარსის დეტალურად და სრულფასოვნად გადმოცემას.

♦ დასკვნა მოიცავს შესავლისა და ძირითადი ნაწილის შეჯამებას.

მოკლე განმარტებები:

  1. როდესაც შესავალს ვწერთ, აუცილებლად უნდა გამოვკვეთოთ, იდეის დონეზე, ძირითადი, საინტერესო საკითხი/საკითხები – ეს ნაწილი მნიშვნელოვანია ესეს წერისას;
  2. ნათლად ჩამოვაყალიბოთ პრიორიტეტული აზრი, იგივე დებულება (თეზისი);
  3. აზრი აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს სათაურს და განსაზღვრავდეს წინადადადების დედააზრს;
  4. აუცილებლად გამოვიყენოთ აბზაცები (თითოეული მათგანი უნდა იყოს გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ უნდა ასოცირდებოდეს სიახლის დასაწყისთან. დაუშვებელია აბზაცების ხელოვნური გამოყოფა);
  5. აბზაცები აუცილებლად უნდა იძლეოდეს სათქმელის ნათელ სურათს;
  6. შუა ნაწილი ეთმობა შესავლის აზრთა ერთობლიობის განხილვას, შუა ნაწილში უნდა მოვიყვანოთ დამატებითი ინფორმაცია და მაგალითები;
  7. დასკვნა უნდა დავიწყოთ შეჯერებული პოზიციის დემონსტრირებით, რომელიც ემსახურება პრინციპულ იდეას;
  8. დასკვნის წერის დროს, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ნაწილების დაწერისას, უმჯობესია მარტივი კონსტრუქციების გამოყენება.

 თეკლა ჩახოიანცი

ტარიელ ჩაჩუას სახელობის დაბლა გომის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე

 

 

 

იავნანამ რა ჰქმნა?!

ნახატებით მოყოლილი გაკვეთილი

 

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები