14 დეკემბერი, შაბათი, 2024

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის იდე­ე­ბი სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

spot_img

თა­მარ კვან­ტი­ძე

ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თა­ბაგ­რე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი,

ნა­თე­ლა ცარ­ცი­ძე

საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მოძ­ვის ვ. ნო­ზა­ძის სა­ხე­ლო­ბის
სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი

„ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის“ წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის ერთ-ერთ მთა­ვარ ფაქ­ტო­რად ასა­ხე­ლე­ბენ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის იდე­ებს. ამ იდე­ა­თა სა­ფუძ­ველ­ზე ყა­ლიბ­დე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მოს­წავ­ლე­ე­ბი ქმნი­ან შე­მოქ­მე­დე­ბით-შე­მეც­ნე­ბით პრო­დუქტს — კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას. წარ­მო­გიდ­გენთ იდე­ებს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი­სათ­ვის:

✅ დის­კუ­სია

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ხართ დის­კუ­სი­ის მო­დე­რა­ტო­რი და მხა­რე­ე­ბის­თ­ვის, „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბის“ მი­ხედ­ვით, წე­რი­ლო­ბით, წარ­მო­ად­გი­ნეთ ინ­ფორ­მა­ცია შემ­დე­გი პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­სა­ხებ:

📌 შუ­შა­ნი­კი, რო­გორც მე-5 სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ლ­ში მცხოვ­რე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა. ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნე, რა დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს მას იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში;

📌 ვარ­ს­ქე­ნი, რო­გორც მე-5 სა­უ­კუ­ნის ქვე­მო ქარ­თ­ლის პი­ტი­ახ­ში. წარ­მო­ად­გი­ნე მის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბი­სა“ და ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით;

📌 იაკობ ხუ­ცე­სი, რო­გორც სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე და მწე­რა­ლი;

📌 ჯო­ჯი­კი, რო­გორც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე კომ­პ­რო­მი­სუ­ლი პო­ზი­ცია უჭი­რავს ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით.

დის­კუ­სი­ამ­დე შე­არ­ჩი­ეთ 4 თა­ნა­ტო­ლი, რომ­ლე­ბიც დის­კუ­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვილს გა­მოთ­ქ­ვა­მენ, მათ­თან ერ­თად, ოთხი­ვე პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლა გა­და­ა­მუ­შა­ვეთ და მო­დე­რა­ტო­რის პო­ზი­ცი­ი­დან მო­აწყ­ვეთ დის­კუ­სია.

✅ დე­ბა­ტე­ბი

მო­ამ­ზა­დეთ დე­ბა­ტი თე­მა­ზე — „ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, 15-სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მთლი­ა­ნო­ბა თუ სა­მი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ეპო­ქა მწერ­ლო­ბა­ში“.

გა­და­ი­ნა­წი­ლეთ კლას­ში პო­ზი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ას, შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით:

📌 ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მთლი­ა­ნო­ბაა, რად­გან…

📌 ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა სამ დიდ პე­რი­ოდს მო­ი­ცავს, რად­გან…

სა­დე­ბა­ტოდ გა­მო­ი­ტა­ნეთ არ­გუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ორი­ვე მო­საზ­რე­ბას ენობ­რი­ვი, მხატ­ვ­რულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი, ჟან­რობ­რი­ვი, სა­ხა­სი­ა­თო, პერ­სო­ნაჟ­თა ხატ­ვის პრინ­ცი­პე­ბის, სტრა­ტე­გი­უ­ლი თუ სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

პო­ზი­ცი­ე­ბის მკა­ფიო და­დას­ტუ­რე­ბი­სათ­ვის მო­ი­ძი­ეთ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რა ინ­ტერ­ნეტ­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში.

✅ ანა­ლი­ტი­კუ­რი ნაშ­რო­მი: ეპის­ტო­ლა­რუ­ლი ჟან­რი „აბოს წა­მე­ბის“ მი­ხედ­ვით

„აბოს წა­მე­ბის“ მი­ხედ­ვით წარ­მო­ად­გი­ნეთ ეპის­ტო­ლა­რუ­ლი მწერ­ლო­ბის ჟან­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. მკა­ფი­ოდ გა­მო­ყა­ვით ეპის­ტო­ლეს სტრუქ­ტუ­რა, ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე.

✅ ანა­ლი­ტი­კუ­რი ნაშ­რო­მი

მო­ამ­ზა­დეთ ანა­ლი­ტი­კუ­რი ნაშ­რო­მი სა­თა­უ­რით: მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ ნა­წარ­მო­ებ­ში (შუ­შა­ნი­კი, აბო, გრი­გო­ლი). ნაშ­რომ­ში მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტეთ ყვე­ლა ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც მო­წა­მე პერ­სო­ნა­ჟის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს ასა­ხავს. გა­მო­ი­ყე­ნეთ ფუნ­ქ­ცი­უ­რი სა­მეტყ­ვე­ლო ქმე­დე­ბე­ბი: თხრო­ბა, აღ­წე­რა, მსჯე­ლო­ბა, შე­და­რე­ბა.

✅ თხრო­ბა მთხრო­ბე­ლის შეც­ვ­ლით

მო­ამ­ზა­დეთ ჯა­ვა­ხე­თის კრე­ბის შე­სა­ხებ თხრო­ბი­თი ტექ­ს­ტი გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის პო­ზი­ცი­ი­დან.

✅ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ს­ჯავ­რო, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ლო­ნი

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ხართ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ლო­ნის და­მა­არ­სე­ბე­ლი და ქარ­თ­ვე­ლი რო­მან­ტი­კო­სე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ სამ­ს­ჯე­ლოდ „მო­იწ­ვი­ეთ“ „ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბი“, რომ­ლე­ბიც შე­ე­ხე­ბი­ან ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა და ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას.

სამ­ს­ჯავ­როს გა­მარ­თ­ვამ­დე, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რად უფ­რო მე­ტი კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ხო­ლო ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სად­მი — თით­ქ­მის არა. რად­გან პირ­ვე­ლი ორის შე­სა­ხებ მო­სა­ლოდ­ნე­ლია იდე­ო­ლო­გი­უ­რი და მხატ­ვ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის კრი­ტი­კა, ეცა­დეთ, გქონ­დეთ არ­გუ­მენ­ტე­ბი მა­თი „რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თ­ვის“ მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი ჭრი­ლით, ხო­ლო ბა­რა­თაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დას­ვით შე­კითხ­ვა — მი­სი გე­ნი­ა­ლუ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რა­ტომ რჩე­ბა ის „უიღ­ბ­ლო“ პო­ე­ტად გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც.

✅ პრე­ზენ­ტა­ცია, ზე­პი­რი მოხ­სე­ნე­ბა/ზე­პი­რი გა­მოს­ვ­ლა

მო­ამ­ზა­დეთ ზე­პი­რი მოხ­სე­ნე­ბა ფარ­თო პუბ­ლი­კის­თ­ვის — „აბო თბი­ლე­ლი­დან ავ­თან­დი­ლამ­დე“, რო­მელ­შიც ხაზ­გას­მუ­ლი იქ­ნე­ბა პროგ­რე­სი მხო­ლოდ სუ­ლი­ე­რი მშვე­ნი­ე­რე­ბი­დან სუ­ლი­ერ-ხორ­ცი­ელ მშვე­ნი­ე­რე­ბამ­დე. მოხ­სე­ნე­ბა­ში ხა­ზი გა­უს­ვით ეტა­პებს, რო­მე­ლიც გა­ი­ა­რა პერ­სო­ნა­ჟის ხატ­ვის პრინ­ცი­პებ­მა, მი­ნი­მუმ, სა­მი პერ­სო­ნა­ჟის (აბო, გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლი, ავ­თან­დი­ლი) მა­გა­ლით­ზე.

✅ პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხის წარ­მოდ­გე­ნა იმი­ტი­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის (მი­ნი-სპექ­ტაკ­ლის, რო­ლუ­რი თა­მა­შის და სხვ.) სა­შუ­ა­ლე­ბით

მო­ირ­გეთ დრა­მა­ტურ­გის რო­ლი და და­ა­მუ­შა­ვეთ პი­ე­სის ფორ­მატ­ში და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის „სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვ­ლის“ რო­მე­ლი­მე მო­ნაკ­ვე­თი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ დრა­მა­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი იქ­მ­ნე­ბა სას­ცე­ნოდ და თქვენ, რო­გორც დრა­მა­ტურგს, მო­გი­წევთ რე­ჟი­სო­რე­ბის დარ­წ­მუ­ნე­ბა, რა­ტომ აჯო­ბებს ამ მო­ნაკ­ვე­თის ასე­თი ფორ­მით წარ­მოდ­გე­ნა (რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა ის მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის). პი­ე­სის კითხ­ვი­სას პო­ლი­პერ­სო­ნა­ლუ­რად გა­ი­თა­მა­შეთ რო­ლე­ბი.

✅ ნა­წარ­მო­ე­ბის ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა 

მო­ირ­გეთ მე­ფე გი­ორ­გის რო­ლი და წარ­მო­ად­გი­ნეთ სიკ­ვ­დი­ლის წი­ნა მო­ნო­ლო­გი.

✅ ანა­ლი­ტი­კუ­რი წე­რი­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი (მაგ., ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზი; ორი ტექ­ს­ტის შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი, პერ­სო­ნა­ჟის და­ხა­სი­ა­თე­ბა, პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­და­რე­ბი­თი და­ხა­სი­ა­თე­ბა)

ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კო­სის პო­ზი­ცი­ი­დან, და­ა­მუ­შა­ვეთ ოთარ ჭი­ლა­ძის „ადა­მი­ა­ნი გა­ზე­თის სვეტ­ში“. გარ­და იმი­სა, რომ ეს ლი­რი­კუ­ლი პო­ე­მაა, და­ი­წე­რა ფაქ­ტ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, წარ­მო­ა­ჩი­ნეთ:

📌 ნა­წარ­მოე­ბის ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლო­ბა;

📌 ლი­რი­კუ­ლი გმი­რის „ფი­ლო­სო­ფია“ პო­ე­მა­ში;

📌 ნა­წარ­მო­ე­ბის ემო­ცი­უ­რი გავ­ლე­ნის ხა­რის­ხი მკითხ­ველ­ზე;

📌 პო­ე­მის იდე­ურ-თე­მა­ტუ­რი მხა­რე;

📌 ნა­წარ­მო­ე­ბის ად­გი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში;

📌 ნა­წარ­მო­ე­ბი პა­ცი­ფიზ­მის კარ­გი გა­გე­ბის­თ­ვის;

📌 ნა­წარ­მო­ე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გებ­ში „ტრან­ს­ფე­რი“ (რას ურ­ჩევ­დით კი­ნო-თე­ატ­რე­ბის რე­ჟი­სო­რებს, მხატ­ვ­რებს, სკულ­პ­ტო­რებს, მუ­სი­კო­სებს…).

✅ თხრო­ბი­თი ტექ­ს­ტის შედ­გე­ნა (რე­ა­ლურ ან/და წარ­მო­სახ­ვით გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე)

  1. წარ­მო­ად­გი­ნეთ ერ­თი თხრო­ბი­თი ტექ­ს­ტი, პან­დე­მი­ის პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნით/ფან­ტა­ზი­ის სფე­როს მო­ი­ცავს. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ტექ­ს­ტის შექ­მ­ნი­სას სრუ­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი ხართ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში; გა­მო­ი­ყე­ნეთ მხატ­ვ­რულ-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სტრა­ტე­გი­ე­ბი.
  2. წარ­მო­ად­გი­ნეთ ერ­თი თხრო­ბი­თი ტექ­ს­ტი, პან­დე­მი­ის პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც ეყ­რ­დ­ნო­ბა მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლურ, მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბულ ფაქ­ტებს. ტექ­ს­ტის შექ­მ­ნი­სას, უმე­ტე­სად, გა­მო­ი­ყე­ნეთ მარ­ტი­ვი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბუ­ლად წა­კითხ­ვა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

✅ და­მარ­წ­მუ­ნე­ბე­ლი ტექ­ს­ტე­ბის შედ­გე­ნა (არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე, სა­რეკ­ლა­მო, სა­რეკ­ლა­მო-სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტი, წე­რი­ლი რე­დაქ­ცი­ას, რე­დაქ­ტორს)

შე­ად­გი­ნე სა­რეკ­ლა­მო-სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ად­გე­ბა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექტს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის.

✅ ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბი­თი/სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტის შედ­გე­ნა

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ხართ არ­ჩე­ვით თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე (პრე­ზი­დენ­ტი, პარ­ლა­მენ­ტა­რი, ქა­ლა­ქის მე­რი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი) და მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის შექ­მე­ნით ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბი­თი ტექ­ს­ტი, რო­მელ­შიც გა­სა­გე­ბად, მოკ­ლედ და ნათ­ლად იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­თა სწო­რად და ეფექ­ტი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ. და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ ტექ­ს­ტი არამ­ხატ­ვ­რუ­ლი უნ­და იყოს.

✅ პრო­ექ­ტი/კვლე­ვა (თე­მა­ზე, ტექ­ს­ტის იდე­ა­ზე, კონ­კ­რე­ტულ პრობ­ლე­მა­ზე/სა­კითხ­ზე)

ჩა­ა­ტა­რე კვლე­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბა­ზე. შეს­თა­ვა­ზე სო­ცი­უმს კითხ­ვა­რი მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რი­სა და ვა­სო გუ­ლე­უ­რის შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ. კითხ­ვა­რი იყოს მკაც­რად ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი, რა­თა შე­ეძ­ლოთ ანა­ლი­ტი­კუ­რი დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნა.

✅ წე­რი­ლო­ბი­თი რე­ზი­უ­მეს შედ­გე­ნა (ნაც­ნო­ბი ტექ­ს­ტის)

წარ­მო­ად­გი­ნეთ რო­მე­ლი­მე ანა­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ს­ტის (კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­თი­თე­ბით) რე­ზი­უ­მე თა­ნა­ტო­ლე­ბის­თ­ვის. რე­ზი­უ­მეს გა­მარ­თუ­ლად შე­საქ­მ­ნე­ლად, გა­მო­ი­ყე­ნეთ ნა­წარ­მო­ე­ბი და ასე­ვე, იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლეთ რე­ზი­უ­მი­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბით, რო­მელ­საც სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ი­პო­ვებთ.

✅ ტექ­ს­ტის შეც­ვ­ლა: გავ­რ­ცო­ბა-შევ­სე­ბა, ახა­ლი პერ­სო­ნაჟ(ებ)ის შე­მოყ­ვა­ნა, და­სას­რუ­ლის შეც­ვ­ლა, თხრო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, წი­ნა­რე ის­ტო­რი­ის აღ­დ­გე­ნა, ტექ­ს­ტის გა­და­წე­რა სხვა ჟან­რ­ში

„შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბის“ და­საწყი­სი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ:

1) ნა­წარ­მო­ე­ბის და­საწყი­სია და­კარ­გუ­ლი;

2) იაკობ ხუ­ცესს ჰქონ­და სხვა ნა­წარ­მო­ე­ბი შუ­შა­ნი­კის შე­სა­ხებ.

ეცა­დეთ, აღად­გი­ნოთ სა­ვა­რა­უ­დო ვერ­სია, რო­მე­ლიც, შე­იძ­ლე­ბა, არ­სე­ბობ­და, ვიდ­რე ხუ­ცე­სი „დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლად გვეტყო­და“ შუ­შა­ნი­კის აღ­სას­რულ­ზე.

✅ წე­რი­ლი ავ­ტორს, პერ­სო­ნაჟს;ერ­თი პერ­სო­ნა­ჟის წე­რი­ლი მე­ო­რის მი­მართ

ა) მის­წე­რეთ წე­რი­ლი იგის. წე­რის დროს გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ წე­რი­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და ეცა­დეთ, ასე­ვე, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ:

  1. პერ­სო­ნა­ჟის პრე­ის­ტო­რი­უ­ლო­ბა;
  2. პერ­სო­ნა­ჟის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის არე­ა­ლი;
  3. პერ­სო­ნა­ჟის რო­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის აზ­როვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში (ჩათ­ვა­ლეთ, რომ იგი ყვე­ლა პირ­ველ­ყო­ფილ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში იარ­სე­ბებ­და, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და კა­ცობ­რი­ო­ბა);

ბ) მის­წე­რეთ წე­რი­ლი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას, სა­დაც ხაზ­გას­მით ისა­უბ­რებთ მის კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მ­სა და მსოფ­ლ­გა­გე­ბის ნი­უან­სებ­ზე. ეცა­დეთ, ნაშ­რომ­ში დრო­ის სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა გა­მოჩ­ნ­დეს და და­ა­დას­ტუ­რეთ/უარ­ყა­ვით ვა­ჟა­სე­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი პატ­რი­ო­ტიზ­მ­სა და კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მ­ზე;

გ) მო­ირ­გეთ მე­ფე გი­ორ­გის სუ­ლის ამ­პ­ლუა და მის­წე­რეთ წე­რი­ლი კონ­ს­ტან­ტი­ნე არ­სა­კი­ძეს, შემ­დეგ კი, პი­რი­ქით — არ­სა­კი­ძემ მის­წე­როს მე­ფე გი­ორ­გის. ეცა­დეთ, ნა­წარ­მო­ებ­ში წარ­მოდ­გე­ნილ პერ­სო­ნაჟ­თა ხა­სი­ა­თე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. მე­ფე გი­ორ­გის წე­რილ­ში აჩ­ვე­ნეთ მი­სი გან­ც­დე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სიყ­ვა­რულ­თან, სა­ხელ­მ­წი­ფო მოწყო­ბი­სა და მარ­თ­ვის მი­მართ, ასე­ვე, მი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბი. არ­სა­კი­ძის წე­რილ­ში წარ­მო­ა­ჩი­ნეთ ხე­ლოვ­ნე­ბის მა­რა­დი­უ­ლო­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი მო­ტი­ვა­ტო­რი — სიყ­ვა­რუ­ლი.

✅ წარ­მო­სახ­ვი­თი ინ­ტერ­ვიუ ავ­ტორ­თან, პერ­სო­ნაჟ­თან

ა) წარ­მო­ად­გი­ნეთ ინ­ტერ­ვიუ და­ვით კლდი­აშ­ვილ­თან. კო­რეს­პონ­დენ­ტი ელე­ნე („სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი), რეს­პონ­დენ­ტი — და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი;

ბ) წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ხართ ბულ­ვა­რუ­ლი პრე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ჩა­წე­რეთ ინ­ტერ­ვიუ ფატ­მან­თან („ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“);

გ) წარ­მო­ად­გი­ნეთ წარ­მო­სახ­ვი­თი ინ­ტე­რაქ­ტი­ვი „ცის­ფერ­ყან­წე­ლებ­თან“.

✅ ანო­ტა­ცი­ის, რე­კო­მენ­და­ცი­ის შედ­გე­ნა (მაგ., წიგ­ნის, ფილ­მის)

ა) ჩათ­ვა­ლეთ, რომ თქვენ­მა სკო­ლამ შექ­მ­ნა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის ასი სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლის ლი­რი­კუ­ლი კრე­ბუ­ლი. და­წე­რეთ წიგ­ნის­თ­ვის ანო­ტა­ცია;

ბ) უყუ­რეთ ფილმს „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მწერ­ლე­ბი“ და და­წე­რეთ რე­კო­მენ­და­ცია ამ ფილ­მ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის.

✅ წე­რი­ლო­ბი­თი ტექ­ს­ტე­ბის შედ­გე­ნა თვით­გა­მო­ხატ­ვის მიზ­ნით (მაგ., ჩა­ნა­ხა­ტი, ნო­ვე­ლა, პი­რა­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა/შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა)

ა) წარ­მო­ად­გი­ნეთ სე­ზო­ნე­ბის შე­სა­ხებ ჩა­ნა­ხატ(ებ)ი;

ბ) და­წე­რეთ ნო­ვე­ლა, რომ­ლის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ფი­გუ­რა თა­ვად იქ­ნე­ბით და აარ­ჩი­ეთ ისე­თი თე­მა, რომ­ლის პრობ­ლე­მუ­რო­ბა­საც მკა­ფი­ოდ ხე­დავთ (სიყ­ვა­რუ­ლი, ერ­თ­გუ­ლე­ბა, თა­ნად­გო­მა…). გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ნო­ვე­ლის ჟან­რობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი;

გ) წარ­მო­ად­გი­ნეთ ერ­თი წიგ­ნის შე­სა­ხებ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. ეცა­დეთ, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ას­პექ­ტი აჩ­ვე­ნოთ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ასე­ვე, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა/შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არამ­ხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტია.

✅ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მის ტექ­ს­ტე­ბის შედ­გე­ნა თვით­გა­მო­ხატ­ვის­თ­ვის, პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­ჩე­ნის­თ­ვის (მაგ., ნა­ხა­ტი, პოს­ტე­რი, კო­ლა­ჟი, გრა­ფი­კა, ვი­დე­ორ­გო­ლი, მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პი შეს­წავ­ლი­ლი ტექ­ს­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე)

წარ­მო­ად­გი­ნეთ, თქვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ფორ­მით, სამ­ყა­როს ხედ­ვა სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ი­სა და სო­ცი­უ­მის მა­გა­ლით­ზე (მა­გა­ლი­თად, ექი­მის, ფი­ნან­სის­ტის, მას­წავ­ლებ­ლის, პო­ე­ტის, ნარ­კო­მა­ნის, მე­ძა­ვის, პო­ლი­ტი­კო­სის… თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სამ­ყა­რო).

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები