მარი ჩახვაშვილი
სსიპ ქ. თბილისის №2 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი, კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნობრივი ექსპერტი
წინამდებარე სტატიაში გთავაზობთ ჩემ მიერ შექმნილ კომპლექსურ დავალებას კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. „მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ“. კონფუცის ამ ცნობილი გამონათქვამის ბოლო ნაწილი – „გამაკეთებინე და გავიგებ“ – ფუნდამენტია, რომელსაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება. კეთებით სწავლების პროცესის შუალედური რგოლია კომპლექსური დავალება. მოსწავლე ქმნის შემოქმედებით პროდუქტს, მისი საშუალებით ადასტურებს თავის ცოდნას საგნობრივ საკითხთან მიმართებაში და ამას აკეთებს ხალისით, ძალდატანების გარეშე. პროცედურებსა და დამახსოვრებაზე ორიენტირებული დავალებებისგან განსხვავებით, კომპლექსური დავალების პირობა იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ მოსწავლისგან ახლად შესწავლილი მასალის რეალურ ცხოვრებასთან და სხვა საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებას მოითხოვს.
კომპლექსური დავალება, კარგა ხანია, ჩვენი საზოგადოების კრიტიკისა და განსჯის საგანია. მის დანერგვას პრაქტიკაში უამრავი გამოწვევა ახლდა თან. აღნიშნულ თემაზე ჩატარდა არაერთი ტრენინგი, ვებინარი, ხოლო პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, საგნობრივი ქოუჩების მიერ, ჩატარდა სამუშაო შეხვედრების ციკლი საგნის მასწავლებლებთან.
სანამ კომპლექსურ დავალებას წარმოგიდგენთ, მინდა, ვისაუბრო ?ომპიუტერული ტექნოლოგიების საგანში მიმდინარე ცვლილების, საგნის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფორმაციული საზოგადოების მხარდაჭერა და მსოფლიო ინფორმაციულ სივრცეში აქტიურად ჩართვა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანადაა მიჩნეული.
კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების ძირითადი მიზანია ინფორმირებული, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე, ეთიკური და კანონმორჩილი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას, მართვას, დამუშავებას, შეფასებას, ანალიზსა და, მასზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში კომპიუტერული ტექნოლოგიები მოაზრებულია, როგორც დამოუკიდებელი საგანი, თუმცა ის ასევე განიხილება როგორც ინსტრუმენტი, რომელიც გამჭოლად გასდევს სხვადასხვა სასწავლო დისციპლინას. შესაბამისად, განსაზღვრულია კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპეტენციების გამომუშავების სამი მიდგომა. ესენია:
- კომპიუტერული ტექნოლოგიები, როგორც დამოუკიდებელი სავალდებულო საგანი;
- კომპიუტერული ტექნოლოგიები ინტეგრირებული სხვა სასწავლო დისციპლინებში;
- კომპიუტერული ტექნოლოგიები, როგორც არჩევითი საგანი.
ბოლო პერიოდში აღნიშნული საგანი ორი სახელით იყო ცნობილი – „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ და „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“. თავდაპირველად, ისწავლებოდა „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ I, V და VI კლასებში. 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან დაიწყო „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ საგნის სწავლება II, III და IV კლასებში.
დღეისათვის კომპიუტერული ტექნოლოგიები ისწავლება დაწყებით საფეხურზე, როგორც სავალდებულო საგანი II, III, IV, V და VI კლასებში, ხოლო I კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას სკოლა თავად წყვეტს. რაც შეეხება ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ არჩევითი საგნებს – კომპიუტერული მეცნიერება, კოდირება, რობოტექნიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში, მულტიმედია და დიზაინი, მულტიმედია და მუსიკა, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი – საშუალო საფეხურზე ისწავლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1 თებერვლის №24/ნ ბრძანების თანახმად, ცვლილება შევიდა საგნის სტანდარტში. სტანდარტის შედეგები დაჯგუფდა სამ მიმართულებად: კომპიუტერული ტექნოლოგიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ციფრული წიგნიერება. თითოეულ მიმართულებაში სამიზნე ცნებები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ახლა კი დროა, დავუბრუნდეთ ჩემ მიერ შექმნილი კომპლექსური დავალების ნიმუშს, რომელიც გაწერილია ახალი მატრიცის ფორმაში. მასში მკაფიოდაა გამოკვეთილი საკვანძო შეკითხვები, რომლებიც უშუალოდ მიემართება მკვიდრი წარმოდგენებისკენ. ვფიქრობ, ჩემ მიერ გაზიარებული რესურსი დაგეხმარებათ, სწორად წარმართოთ და განახორციელოთ კომპლექსური დავალება.
მიმართულება – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სამიზნე ცნება – ინტერნეტი, ინფორმაცია. ქვეცნებები: ♦ ინტერნეტის ფუნქციონირების პრინციპები; ♦ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, მოძიებული ინფორმაციის დახარისხება და გამოყენება (საძიებო სისტემა); ♦ პრეზენტაციის შექმნა (Microsoft PowerPoint); საკითხი: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის ისტორიის შესახებ და მარტივი პრეზენტაციის შექმნა PowerPoint-ის გამოყენებით. |
||
საკვანძო შეკითხვები:
♦ სად მოვიძიო ინფორმაცია? ♦ როგორ დავახარისხო, როგორ გამოვიყენო? ♦ როგორ შევქმნა PowerPoint-ში პრეზენტაცია? კომპლექსური დავალება – „მოგზაურობა ინტერნეტში“. წარმოიდგინე, რომ ხარ მკვლევარი, მოიძიე ინფორმაცია ინტერნეტის ისტორიის შესახებ ინტერნეტ სივრცეში. მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით, შექმენი მარტივი პრეზენტაცია PოწერPოინტ-ში და გაუზიარე შენს თანატოლებს. სლაიდების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 5 და არ უნდა აღემატებოდეს 10-ს. |
||
სამიზნეცნებასთან/ცნებებთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ: |
შეფასების კრიტერიუმი
მოსწავლეს შეუძლია: |
ნაშრომში/ნაშრომში პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ: |
ინტერნეტი 1. ინტერნეტი არის კომპიუტერების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ქსელი; 2. ინტერნეტში, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებულ კომპიუტერულ ქსელში, შესაძლებელია ინფორმაციის არა მარტო მოძიება და გამოყენება, არამედ განთავსებაც; 3. ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს ყველასთვის ან ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის. ინფორმაცია 1. კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება; 2. როგორც სიტყვები შეგვიძლია დავწეროთ ფურცელზე, ასევე, კომპიუტერული ფაილის სახით, შეგვიძლია ინფორმაციის ჩაწერა კომპიუტერში; 3. ფაილებზე შეიძლება განვახორციელოთ ცვლილება და გადავიტანოთ სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში.
|
· საძიებო სისტემების და ვებგვერდების გამოყენება;
· ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და გამოყენება; · ინფორმაციის გაზიარება; · ინფორმაციის მოძიება, შენახვა, დახარისხება და გამოყენება; · საპრეზენტაციო პროგრამის – PowerPoint-ის გამოყენება და მასში ინფორმაციის შენახვა; · საპრეზენტაციო ფაილში ცვლილებების შეტანა.
|
● ინფორმაციის მოძიებისთვის რომელი ვებგვერდები, საძიებო სისტემები გამოიყენეთ (მ. Წ. 1);
● დავალებაზე მუშაობისას რა შემთხვევაში დაგჭირდათ ინფორმაციის მოძიება, გამოყენება ან განთავსება (მ. Წ. 2); ● ვის უზიარებთ ინტერნეტში თქვენ მიერ განთავსებულ ინფორმაციას (მ. Წ. 3). ინფორმაცია ● დავალების შესრულების პროცესში როგორ მოიპოვეთ ინფორმაცია. თქვენ მიერ გამოყენებული ინფორმაციის რა ნაწილი იქნა მოძიებული, შექმნილი ან სხვასთან გაცვლილი (მ. Წ. 1); ● როგორ და რა ტიპის ფაილის სახით შეინახეთ ინფორმაცია კომპიუტერში (მ. Წ. 2); ● თქვენ მიერ შექმნილმა ფაილმა რა ტიპის ცვლილებები განიცადა (მ. Წ. 3); ● საჭიროების შემთხვევაში, როგორ გადაიტანთ თქვენს ფაილს სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში (მ. Წ. 3). |
კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები) ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა რესურსები/განსახილველი ქეისები რესურსები: What is a Presentation? – YouTube https://www.youtube.com/watch?v=FNG8-Z-j_Pg კომპლექსური დავალების პირობის გააზრებაზე ორიენტირებული შეკითხვები: ♦ რა არის პრეზენტაცია? ♦ როგორ შევქმა პრეზენტაცია? ♦ როგორ მოვიძიო ინფორმაცია? ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა ნაბიჯი 1 მკვიდრი წარმოდგენა №1 – ინტერნეტი არის კომპიუტერების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ქსელი. სააზროვნო კითხვები: ♦ რა არის ინტერნეტი? როგორ მუშაობს ინტერნეტი? რაში გვეხმარება ინტერნეტის გამოყენება? ♦ რისი საშუალებით უკავშირდება სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობა ერთმანეთს? ♦ სად ინახება ინტერნეტში მოთავსებული ინფორმაცია? ♦ როგორ მოძრაობს ინფორმაცია ინტერნეტში? ♦ რა არის საძიებო სისტემა? რომელ საძიებო სისტემებს იცნობ? ♦ რა არის ბრაუზერი და რომელ ბრაუზერს იყენებ? ♦ როგორ უნდა მოიძიო ინფორმაცია ინტერნეტში? აქტივობები: ♦ დახატე ფურცელზე როგორ არიან დაკავშირებული კომპიუტერები ერთმანეთთან შენს სკოლაში, შიდა ქსელის საშუალებით. ♦ საძიებო სისტემის გამოყენებით ინტერნეტში მოიძიე და დაათვალიერე ცხოველებისა და მცენარეების შესახებ ინფორმაცია. რესურსი: https://school.emis.ge/Computer-Science/Class-3/internet-8/3.html https://school.emis.ge/Computer-Science/Class-3/internet-8/5.html https://school.emis.ge/Computer-Science/Class-3/internet-8/7.html https://school.emis.ge/Computer-Science/Class-3/search-engine-9/6.html https://school.emis.ge/Computer-Science/Class-3/search-engine-9/7.html https://school.emis.ge/Computer-Science/Class-3/search-engine-9/8.html https://school.emis.ge/Computer-Science/Class-3/search-engine-9/9.html ნაბიჯი 2 მკვიდრი წარმოდგენა №2 – ინტერნეტში, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებულ კომპიუტერულ ქსელში, შესაძლებელია ინფორმაციის არა მარტო მოძიება და გამოყენება, არამედ განთავსებაც. სააზროვნო კითხვები: ♦ რა შემთხვევაში ხდება ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში? ♦ როგორ შეიძლება მოძიებული ინფორმაციის გადმოწერა კომპიუტერში? ♦ როგორ შეიძლება მოძიებული ინფორმაციის გამოყენება? აქტივობა: საძიებო სისტემის გამოყენებით მოიძიე ინფორმაცია, დაახარისხე და შეინახე შენს კომპიუტერში. ნაბიჯი 3 მკვიდრი წარმოდგენა №3 – ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს ყველასთვის ან ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის. სააზროვნო კითხვები: ♦ როგორ შეიძლება განათავსო ინფორმაცია ინტერნეტში? ♦ ყოველთვის არის თუ არა ხელმისაწვდომი სასურველი ინფორმაცია და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული მისი ხელმისაწვდომობა. აქტივობა: ვთქვათ, გაქვს ორი საცავი: ტანსაცმლის კარადა და ინფორმაციის საცავი – ინტერნეტი; წარმოიდგინე, რომ შენ გაქვს შენი ინტერნეტსერვერი. განსაზღვრე, რა ინფორმაციას შეინახავ, ვის გაუზიარებ და როგორ. ჩამოწერე 3 ნიშანი, რომელიც ფუნქციურად საერთო აქვთ კარადასა და ინტერნეტს, შემდეგ კი – 3 განმასხვავებელი ნიშანი. წარუდგინე შენ მიერ შესრულებული დავალება კლასელებს, გაუზიარე შენი ჩანაფიქრი. ნაბიჯი 4 მკვიდრი წარმოდგენა №4 – კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება. სააზროვნო კითხვები: ♦ რა არის ინფორმაცია? რა ტიპის ინფორმაციას იცნობ? ♦ ხომ არ გსმენია უფროსი თაობის ადამიანებისგან საბეჭდი მანქანისა და სტამბის შესახებ? ♦ ადამიანები, ძველად, ხელით წერდნენ, მაგრამ წიგნები როგორ იბეჭდებოდა? ♦ სად იბეჭდებოდა და რომელი მოწყობილობების გამოყენებით? ♦ რა გზით მოიპივე ინფორმაცია? ინფორმაციის რა ნაწილი იყო შენ მიერ შექმნილი? აქტივობა: ინტერნეტში მოიძიე ტექსტური ინფორმაცია საყვარელი ცხოველის შესახებ, თაბახის ფურცელზე გადაიტანე, დახატე ფოტოსურათი და გააკეთე პრეზენტაცია. ნაბიჯი 5 მკვიდრი წარმოდგენა №5 – როგორც სიტყვები შეგვიძლია დავწეროთ ფურცელზე, ასევე, კომპიუტერული ფაილის სახით, შეგვიძლია ჩავწეროთ კომპიუტერში. სააზროვნო კითხვები: ♦ რა ტიპის ინფორმაცია მოიპოვე? ♦ რა ტიპის ფაილის სახით შეინახე კომპიუტერში მოძიებული ინფორმაცია? ♦ პრეზენტაციის მოსამზადებლად რომელი პროგრამა გამოიყენე? ♦ როგორ განათავსე შენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია PowerPoint-ში? ♦ როგორ შეინახე პრეზენტაცია? რესურსები: https://school.emis.ge/Computer-Science/Class-3/Presentation-11/7.html https://school.emis.ge/Computer-Science/Class-3/Presentation-11/12.html აქტივობა: ♦ მოიძიე ტექსტური და გრაფიკული ტიპის ინფრომაცია მცენარეების შესახებ და განათავსე PowerPoint-ში, 3 სლაიდზე. შეარჩიე სლაიდის დიზაინი და შეინახე კომპიუტერში. ნაბიჯი 6 მკვიდრი წარმოდგენა №6 – ფაილებზე შეიძლება განვახორციელოთ ცვლილება და გადავიტანოთ სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში. სააზროვნო კითხვები: ♦ როგორ დაამატე ახალი სლაიდი საპრეზენტაციო პროგრამაში? ♦ როგორ ჩასვი ტექსტი და ფოტომასალა? როგორ ჩასვი ბმული? ♦ როგორ შეარჩიე დიზაინი? ♦ როგორ გადაიტან შენს პრეზენტაციას სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში? აქტივობა: ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ნასწავლი, მზის სისტემის შესახებ, მოამზადე პრეზენტაციისთვის, პროგრამა PowerPoint-ში.
კომპლექსური დავალების შესრულებისა და პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად პრეზენტაციის პროცესი ♦ აღწერე როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი; ♦ აღწერე რა პროდუქტი შექმენი; ♦ რა საკითხს შეეხება შენ მიერ მომზადებული დავალება? ♦ შენი აზრით, ვინ უნდა დაინტერესდეს შენ მიერ შექმნილი კომპლექსური დავალებით და რატომ? ♦ რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? ♦ რას გააკეთებდი სხვაგვარად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას? ♦ მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? ♦ შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან? |
გამოყენებული ლიტერატურა:
- კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნობრივი სტანდარტი – https://mes.gov.ge/content.php?id=13272&lang=geo
- კომპიუტერული ტექნოლოგიების გზამკვლევი – https://bit.ly/3jL9wtT