30 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას სრულად დაუფინანსებს

spot_img

? ? ? კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო!

MIT-ის სწავლის გადასახადი, ჯამში, 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT-ში, ყოველწლიურად, კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას, 2021 წელს კი უპრეცედენტო რაოდენობა – 2 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას. ნიკოლოზ ბირკაძე კომაროვის სკოლის MIT-ში ჩარიცხული მერვე კურსდამთავრებულია.

? ნიკა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა დროის შედეგებით საუკეთესო ათეულის წევრია!

? ნიკას წარმატებები საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე:

✔️ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 3 და ვერცხლის 1 მედალი. მასზე მეტი ოქროს მედალი მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული.

✔️მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. აღსანიშნავია, რომ ნიკაზე უკეთესი შედეგი მათემატიკის 61-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 2020 წელს, მხოლოდ სამმა მოსწავლემ აჩვენა. სამივე მათგანი ჩინეთის ეროვნული ნაკრების წევრია.

✔️ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: 1 ოქროს მედალი ინფორმატიკაში, 1 ოქროს მედალი მათემატიკაში.

✔️სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: 1 ოქროს მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი.

✔️ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: 1 ოქროს მედალი.

✔️რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: 1 ვერცხლის მედალი, 1 ბრინჯაოს მედალი.

✔️პედაგოგთა და ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელების მე-3 საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ვერცხლის მედალი.

‼ამჟამად ნიკა კომაროვის სკოლის მათემატიკის წრის მასწავლებელია და თავის უზარმაზარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მისი კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, სიმდიდრით, მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები