9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

კო­ვი­დის შემ­დეგ სა­ფიქ­რა­ლი

spot_img

იზა ლომაია
სსიპ წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფელ სა­ჩი­ნოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მასწავლებელი

 

 

ყვე­ლას უყ­ვარს თა­ვი­სი ოდა-ბა­დე, თა­ვი­სი მა­მუ­ლი, ამი­ტომ არც და­ვი­ჩე­მებ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ჩე­მი ქვეყ­ნის მი­მართ. ყვე­ლას თა­ვის სამ­კ­ვიდ­რე­ბელ­ში ეგუ­ლე­ბა სა­ოც­რე­ბა, უჩ­ვე­უ­ლო­ბა და ეგ­ზო­ტი­კუ­რო­ბა.

XXI სა­უ­კუ­ნემ გვაჩ­ვე­ნა, რომ კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბა და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სი­კე­თით ტრა­ბა­ხი შორს ნამ­დ­ვი­ლად ვერ წაგ­ვიყ­ვანს. უჩ­ვე­უ­ლო პან­დე­მი­ამ, რო­მელ­საც „კო­ვიდ-19“ და­ერ­ქ­ვა, თით­ქ­მის მთე­ლი სამ­ყა­რო შე­ა­ზან­ზა­რა. ურე­მი რომ გა­დაბ­რუნ­დე­ბა, გზა მე­რე გა­მოჩ­ნ­დე­ბაო, – ნათ­ქ­ვა­მია, და თით­ქოს­და კა­ცობ­რი­ო­ბამ „ყუ­რე­ბი შე­ი­ბერ­ტყა“ და სა­ო­ცა­რია, სწო­რედ მა­შინ აღიქ­ვა ის, რომ ჩვენ ერ­თი სამ­ყა­როს შვი­ლე­ბი ვართ. კი­დევ ერ­თხელ მძაფ­რად ვიგ­რ­ძე­ნით, რომ „ჰხე­დავ­ცა, ჩე­მო სო­ფე­ლი რა­თა საქ­მე­თა მქმნე­ლია“, დი­დი დაბ­ნე­უ­ლო­ბა, ში­ში, სიკ­ვ­დი­ლი და უიმე­დო­ბა, რო­მე­ლიც ამ პან­დე­მი­ას თან სდევ­და, მახ­სე­ნებს რუს­თა­ვე­ლის ცნო­ბილ ფრა­ზას: „სა­წუთ­რო კაც­სა ყო­ველ­სა ვი­თა ტა­რო­სი უხ­ვ­დე­ბის, ზოგ­ჯერ მზეა და ოდეს­მე ცა რის­ხ­ვით მო­უ­ქუხ­დე­ბის“.

პა­ნი­კა, რო­მე­ლიც თან სდევ­და ამ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას, არა­ვის გაჰ­კ­ვირ­ვე­ბია, მაგ­რამ გა­საკ­ვი­რი იყო ის, რომ იტა­ლი­ელ­საც ისე­ვე სტკი­ო­და სუ­ლი, რო­გორც ამე­რი­კელს, ინ­გ­ლი­სელ­სა თუ ქარ­თ­ველს, ანუ მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას სა­ერ­თო ტკი­ვი­ლი აწუ­ხებ­და, თით­ქოს­და ყვე­ლა­ნი ერ­თი „,თეფ­ში­დან“ მი­ვირ­თ­მევ­დით სა­დილს და ისევ ამო­ტივ­ტივ­და ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ჯონ დო­ნის სა­ო­ცა­რი სიტყ­ვე­ბი: „ადა­მი­ა­ნი ცალ­კე გა­რი­ყუ­ლი კუნ­ძუ­ლი რო­დია. იგი წყლის, დე­და­მი­წის ნა­წი­ლია, ოკე­ა­ნემ ერ­თი ბელ­ტიც რომ წა­ლე­კოს, ევ­რო­პას ისე და­აკ­ლ­დე­ბა, რო­გორც კონცხს, ან შე­ნი მე­გობ­რის კარ-მი­და­მოს. ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვ­დი­ლი გვაკ­ლ­დე­ბა ჩვენ, რად­გან კა­ცობ­რი­ო­ბის ნა­წი­ლი ვართ. ამი­ტომ, ნუ­რა­სო­დეს იკითხოთ, ვის უხ­მობს ზა­რი , ის გვიხ­მობს ჩვენ“. და ერ­თ­გ­ვარ „გა­ლა­წუ­ნე­ბა­სა­ვით“ გა­მოდ­გა ჩვენ­თ­ვის „კო­ვიდ-19“, დი­ახ, ჩვენ გა­მოვ­ფხიზ­ლ­დით და და­ვი­ნა­ხეთ, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის ნა­წი­ლი ვართ და სა­შიშ­რო­ე­ბა, რო­მე­ლიც ამ სა­უ­კუ­ნემ ააფეთ­ქა, არა­ვის ინ­დობს – არც ქარ­თ­ველს, არც თურ­ქ­სა და ბრა­ზი­ლი­ელს… ამ­ჯე­რად რო­ბერტ კე­ნე­დის სიტყ­ვებს და­ვე­სეს­ხე­ბი: „არის კა­ტე­გო­რია ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც აღიქ­ვა­მენ რა რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბულ საგ­ნებს, სვა­მენ კითხ­ვას – რა­ტომ? მე ვოც­ნე­ბობ ისეთ რა­მე­ებ­ზე, რო­მე­ლიც ჯერ არ არ­სე­ბობს და თან ვამ­ბობ – „რა­ტო­მაც არა?!“ იმე­დი მრჩე­ბა, კე­ნე­დის არ ჰქონ­და ნა­გუ­ლის­ხ­მე­ვი ისე­თი რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც სიკ­ვ­დილ­თან, შიშ­თან და ავად­მ­ყო­ფო­ბას­თან იყო ასო­ცი­რე­ბუ­ლი. და მა­ინც, ჩვენც უნ­და დავ­ს­ვათ კითხ­ვა – „რა­ტომ“ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი? რა არის ამის მი­ზე­ზი? ჩვენ ხომ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს შვი­ლე­ბი ვართ, რო­გორ მოგ­ვე­რია ისე­თი „პა­ტა­რა ვი­რუ­სი“, რო­მელ­საც უბ­რა­ლო ხე­ლის სა­პო­ნი ჰკლავს, რა­შია საქ­მე, თუ საქ­მეც ამა­შია? არ ვი­ცი პა­სუ­ხი რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოვ­ძებ­ნო. ის, რაც მოხ­და, კა­ცობ­რი­ო­ბის კა­ტას­ტ­რო­ფა იყო და ამ­ჯე­რად ვუს­მენთ ჰერ­ბერტ უელსს: „კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რია სულ უფ­რო ემ­ს­გავ­სე­ბა შე­ჯიბრს კა­ტას­ტ­რო­ფა­სა და გა­ნათ­ლე­ბას შო­რის“. რო­გორ გა­ვი­გოთ ეს სიტყ­ვე­ბი, ანუ რაც მე­ტი ვი­ცით, მით უფ­რო ვზა­რალ­დე­ბით? უცებ გო­ნე­ბა­ში ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლი ამო­ტივ­ტივ­და. რა იყო ეს? სა­ით­კენ მი­ის­წ­რა­ფოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი? ფრიდ­რიხ შლე­გე­ნი ამ­ბობს: „რაც მე­ტი ვი­ცით, მით მე­ტის ცოდ­ნა გვჭირ­დე­ბა, რად­გან ცოდ­ნას­თან ერ­თად იზ­რ­დე­ბა არ­ცოდ­ნაც“. კარ­გი ნათ­ქ­ვა­მია, მაგ­რამ სად გა­დის ზღვა­რი ცოდ­ნა­სა და არ­ცოდ­ნას შო­რის, სად უნ­და შევ­ჩერ­დეთ?! ცოდ­ნა რომ დი­დი ძა­ლა და ენერ­გიაა, ეს მრა­ვალ­ჯერ და­ამ­ტ­კი­ცა ადა­მი­ან­მა, თუნ­დაც იმი­თაც, რომ შექ­მ­ნა ატო­მი, რომ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უსაზღ­ვ­როა. ჩვე­ნე­ბურ კაცს, „და­თა თუ­თაშ­ხი­ას“ პერ­სო­ნაჟს, ეკუთ­ვ­ნის სიტყ­ვე­ბი: „უნი­ჭო კაც­ზე სა­ში­ში ნი­ჭი­ე­რია, თუ მას რწმე­ნა არ ახ­ლავს“.და აი, რწმე­ნა, ჩე­მი აზ­რით, ეს არის ზღვა­რი, რო­მელ­მაც უნ­და შე­გა­კა­ვოს და ცოდ­ნის მაქ­სი­მუ­მი ღირ­სე­უ­ლად გა­მო­გა­ყე­ნე­ბი­ნოს. ურ­წ­მუ­ნო კა­ცი მარ­თ­ლაც სა­ში­შია და ბო­რო­ტი, ის გულ­ცი­ვია და უდარ­დე­ლი. მას აკ­ლია სიყ­ვა­რუ­ლი, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა, სიბ­რა­ლუ­ლი, მის­თ­ვის სუ­ლერ­თია სხვი­სი ტკი­ვი­ლი და გა­ჭირ­ვე­ბა. მას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი „მე“ ამოძ­რა­ვებს. ის ქმნის ხე­ლოვ­ნუ­რად. მას უჭირს ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. შორ­დე­ბა მი­წას, ვერ გრძნობს სამ­ყა­როს ბუ­ნებ­რივ სი­ლა­მა­ზეს და, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, შორ­დე­ბა უფალს. დი­ახ! კარ­გავს ღმერთს. არ სჯე­რა მი­სი ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე­ო­ბის. სა­კუ­თა­რი თა­ვი წარ­მო­უდ­გე­ნია სამ­ყა­როს ცენ­ტ­რად. ქმნის, იგო­ნებს, აგ­რო­ვებს და არ ახ­სოვს, რომ ისე მო­ვი­და ამ ქვეყ­ნად, არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნია და ისე მი­დის ამ ქვეყ­ნი­დან, რომ იქი­თაც არა­ფე­რი მი­აქვს.

ასე და ამ­რი­გად, სამ­ყა­რომ შე­ის­რუ­ტა უამ­რა­ვი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია. ჩვენ­გან, 21-ე სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, სამ­ყა­რო „გა­ი­ბე­რა“ ნე­გა­ტი­ვით, და­ი­ღა­ლა უადა­მი­ა­ნო­ბით, გა­უ­ფა­სურ­და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. ცოდ­ნამ მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხე მი­ი­ღო, სუ­ლი­ე­რე­ბა და­ი­ვიწყა კა­ცობ­რი­ო­ბამ. უფა­ლი მი­უწ­ვ­დო­მე­ლი და ილუ­ზო­რუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ჩვენ­თ­ვის. სამ­ყა­რო­ში აით­ქ­ვი­ფა ურ­წ­მუ­ნო­ბა, ქა­ო­სი, სი­ცი­ვე და გულ­გ­რი­ლო­ბა. ჩვე­ნი თა­ვი­დან და­ვიწყოთ, „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ – ბიბ­ლი­ას გა­ტო­ლე­ბუ­ლი წიგ­ნი ხომ ჩვე­უ­ლებ­რივ სა­კითხავ წიგ­ნად ვაქ­ცი­ეთ, არა­და მას იმ­დე­ნი „წო­ნა“ ჰქონ­და წარ­სულ­ში, რომ ქარ­თ­ველ ქა­ლებს მზით­ვად ატან­დ­ნენ. გა­უ­ფა­სურ­და შო­თას ფრა­ზე­ბი. სად გაქ­რა „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ პერ­სო­ნაჟ­თა მსგავ­სი მა­ნე­რე­ბი, ხა­სი­ა­თი, ქცე­ვე­ბი? ნუ­თუ ცოდ­ნამ გა­დაყ­ლა­პა? არა­და, დიდ­მა შო­თამ მშვე­ნივ­რად გვი­ქა­და­გა – „არა ვიქმ, ცოდ­ნა რას მარ­გებს ფი­ლო­სო­ფოს­თა ბრძნო­ბი­სა, მით ვის­წავ­ლე­ბით, მოგ­ვე­ცეს შერ­თ­ვა მზესთ მწყობ­რ­თა მწყო­ბი­სა“. დი­ახ, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვსწავ­ლობთ, უნ­და ემ­სა­ხუ­რებ­დეს ჩვენს სუ­ლი­ერ სათ­ნო­ე­ბა­სა და სიწ­მინ­დეს.უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ მხო­ლოდ ღმერ­თია გამ­გე­ბე­ლი ამ სამ­ყა­რო­სი და არა ჩვენ. ეს სამ­ყა­რო მან ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნა, მაგ­რამ ისე, რომ ერ­თ­მა­ნეთს არ ვავ­ნოთ, არ ვუ­ღა­ლა­ტოთ. ალ­ბათ ამი­ტო­მაც, ასე ხსნის „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ თა­ვი­სი უიღ­ბ­ლო­ბის ერთ-ერთ მი­ზეზს: „ღმერ­თ­სა მო­ეწყი­ნა აქამ­დი­სი ჩე­მი შვე­ბა, ამად მი­ყო სი­ა­მი­სა სიმ­წა­რი­თა და­ნაღ­ვ­ლე­ბა“. გე­ნი­ო­სი პო­ე­ტი ხომ მრა­ვალ­ჯერ აღი­ა­რებს იმ ფაქტს, რომ „რა­ცა ღმერ­თ­სა არა სწად­დეს, არა საქ­მე არ იქ­მ­ნე­ბის“.

„ვეფხის­ტყა­ო­სან­მა“ ყვე­ლა სა­ფიქ­რალს გზა გა­უხ­ს­ნა და ამომ­წუ­რა­ვად მი­პა­სუ­ხა: ჩვენც და­ვა­მარ­ცხებთ „ქაჯე­თის ცი­ხე­სა­ვით“ ყვე­ლა ხი­ლულ­სა და უხი­ლავ მტერს. მხო­ლოდ უნ­და ვი­ცო­დეთ და და­ვი­მახ­სოვ­როთ, ამი­სათ­ვის მე ავ­თან­დი­ლის სუ­ლი­ე­რე­ბა უნ­და გა­ვი­ზი­ა­რო, შენ თი­ნა­თი­ნის ფა­სე­უ­ლო­ბებს უნ­და ჩა­ე­ჭი­დო. მე ფრი­დო­ნი­ვით გვერ­დ­ში დგო­მა და სხვი­სი ჭი­რის გა­ზი­ა­რე­ბა უნ­და ვის­წავ­ლო, ტა­რი­ე­ლი­ვით უნ­და მიყ­ვარ­დეს, შენ ას­მა­თი­ვით ერ­თ­გუ­ლი და გამ­ტა­ნი უნ­და იყო. ჩვენ უნ­და გვიყ­ვარ­დეს უფა­ლი და მუ­დამ­ჟამს გვახ­სოვ­დეს – უფ­ლის ნე­ბით და­მარ­ცხ­და ქა­ჯე­თი, უფ­ლის ნე­ბით აღ­დ­გე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოც, უფ­ლის ნე­ბით დამ­შ­ვიდ­დე­ბა სამ­ყა­როც.

„კო­ვიდ-19“ იყო ჩვე­ნი სას­ჯე­ლი და უფ­ლის ნე­ბაც, რო­მელ­მაც დაგ­ვი­ტო­ვა დიდ­ზე დი­დი სა­ფიქ­რა­ლი: რა იყო ეს და რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები