27 ივლისი, შაბათი, 2024

კლუბური მუშაობის ფორმატში განხორციელებული კლასგარეშე სასწავლო აქტივობები

spot_img
ლიანა სონღულაშვილი
სსიპ თბილისის 215-ე საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი

 

 

კლუბური მუშაობა არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა. ამ დროს მოსწავლეებისთვის იქმნება თავისუფალი სივრცე, რომელიც მნიშვნელოვნად წარმოაჩენს მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს; ხელს უწყობს დამოუკიდებელი მუშაობის, პასუხისმგებლობის, თანამშრომლობითი, კომუნიკაციის უნარების განვითარებას. სწავლა – კეთებით,სწავლა – თამაშით, განსხვავებული სახალისო, შემეცნებითი აქტივობები კლუბის მუშაობის პროცესს საინტერესოს ხდის და ხელს უწყობს მოსწავლის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას, დასასწავლი საკითხისადმი ინტერესის გაძლიერებას.

კლუბი საერთო მიზნებისა და ინტერესების მქონე ადამიანთა ნებაყოფლობით გაერთიანებას წარმოადგენს. ასეთი სახის კლასგარეშე მუშაობის ინიციატორი შეიძლება იყოს მოსწავლე ან მასწავლებელი. ინფორმაცია მუსიკალური კლუბის შექმნის შესახებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან გავაჟღერე. შემდგომ, ეტაპობრივად, განვახორციელე საორგანიზაციო საკითხები: კლუბის წესდების გაცნობა, მოსწავლეთა გაწევრება განაცხადის საფუძველზე, მშობელთა ინფორმირება.

კლუბის მიზანი:

  • მუსიკის პოპულარიზაცია;
  • შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება;
  • სააზროვნო უნარების განვითარება;
  • თანამშრომლობისა და გუნდურობის განვითარება;
  • კრეატიულობა;
  • ხასიათი, ნება.

განხორციელებული აქტივობები:

  • ფილმ-მიუზიკლის ,,მუსიკის ჰანგები“ ჩვენება და განხილვა

სწორედ ამ ფილმმა განსაზღვრა კლუბის სახელწოდება. მოსწავლეებმა, „მუსიკის ჰანგების“ ნახვის შემდეგ, გააცნობიერეს მუსიკის როლი მათი ცნობიერების, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. მოისმინეს საყვარელი სიმღერები, რომლებიც შემდგომ უფრო მეტი გამომსახველობით და არტისტიზმით შეასრულეს.

  • სწავლა – თამაშით – მოსწავლეებისთვის უკვე ნაცნობი და სახალისო აქტივობები, მუსიკის სწავლების ორფისეული მეთოდის მიხედვით, რომელიც სამუშაო გეგმაში მათი თხოვნით ჩავრთე. ამჯერად ნასწავლი სიმღერის შესრულება შესაბამისი მოძრაობებით, რომლის დროსაც კინესტეტიკური უნარები ვითარდება.

  • სწავლა – კეთებით – მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან შექმნეს მრავალფეროვანი ხელოვნური საკრავები და ამით, გარემოს დაბინძურებისა და ნარჩენების მართვის კუთხით, მცირეოდენი წვლილი შეიტანეს. გარდა ამისა, მოძრაობები, კეთებით სწავლება, ხელშესახებ მასალებთან კონტაქტი კინესტეტიკური სწავლების უნარებს ანვითარებს.

შედეგი

♦ ამაღლდა კლუბის მონაწილეთა მოტივაცია მუსიკის სწავლებისადმი, მათ მოითხოვეს კლუბური მუშაობის გაგრძელება;

♦ კლუბის წევრი მოსწავლეები ხალისით უყვებოდნენ საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ დანარჩენ კლასელებს;

♦ დღესაც აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

სწავლა-სწავლების პროცესთან შეხება

  • მოსწავლეებისთვის თავისუფალი, ინტერაქტიური გარემოს შექმნა;
  • ჯგუფური და თანამშრომლობითი მუშაობა;
  • აუდიალისტური სტილის (მოსმენა, საუბარი, აუდიოჩანაწერები) განვითარება;
  • კინესტეტიკური სწავლების (მოძრაობები, კეთებით სწავლება, ხელშესახები მასალები და რესურსები) განვითარება;
  • სწავლების სამივე კატეგორიის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) გამოყენება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები