9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

კლუ­ბუ­რი მუ­შა­ო­ბის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი

spot_img
ხათუნა ბერაძე
სსიპ ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ხიდ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვ­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, ხელს უწყობს მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მოვ­ლე­ნას. აგ­რეთ­ვე, ქმნის პრაქ­ტი­კულ-ანა­ლი­ტი­კუ­რი და სის­ტე­მუ­რი აზ­როვ­ნე­ბის პი­რო­ბებს, სო­ცი­ა­ლურ-თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

გა­ნათ­ლე­ბის ეს ფორ­მა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის მოთხოვ­ნებ­ზე, აძ­ლევს მას სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა-გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას; ხელს უწყობს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ბავ­შ­ვებს უყა­ლიბ­დე­ბათ ცოდ­ნის გაც­ვ­ლის კულ­ტუ­რა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის, სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ამაღ­ლებს მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

სწო­რედ ამი­ტომ შევ­ქ­მე­ნით, სსიპ ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხიდ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ბა­ზა­ზე, მკითხ­ველ­თა კლუ­ბი „ჩი­რაღ­და­ნი“, რომ­ლის მი­ზა­ნია:

♦ მოს­წავ­ლე­ებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, კვლე­ვი­თი და კრი­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა;

♦ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის პრო­ექ­ტე­ბის სა­ხით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;

♦ გა­აზ­რე­ბუ­ლი კითხ­ვის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა;

♦ მეტყ­ვე­ლე­ბის, აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა;

♦ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ხა­რის­ხე­ბის, სა­კუ­თა­რი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და გად­მო­ცე­მის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა;

♦ თა­ნა­ტო­ლებ­თან და უფ­რო­სებ­თან და­დე­ბი­თი, კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის ხელ­შეწყო­ბა;

♦ მო­წავ­ლე­ე­ბის კარგ ამომ­რ­ჩევ­ლე­ბად აღ­ზ­რ­და (კარ­გ­სა და ცუდს შო­რის სწო­რი არ­ჩევ­ნის გა­კე­თე­ბის უნა­რი);

♦ მოს­წავ­ლე­თა წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა;

♦ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის დახ­ვე­წა.

მიზ­ნე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კლუ­ბის წევ­რებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს აქ­ტი­ვო­ბა – „ჩე­მი სოფ­ლის მეტყ­ვე­ლე­ბა“. აქ­ტი­ვო­ბის ფარ­გ­ლებ­ში: შე­არ­ჩი­ეს მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბი, შე­აგ­რო­ვეს მათ მეტყ­ვე­ლე­ბა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბი და შექ­მ­ნეს რამ­დე­ნი­მე ლექ­სი­კო­ნი: „ბე­ბი­ე­ბი­სა და ბა­ბუ­ე­ბის ლექ­სი­კა“, „ჩე­მი ქუ­ჩი­სა და უბ­ნის ლექ­სი­კა“, „ჩე­მი თა­ნა­ტო­ლე­ბის მეტყ­ვე­ლე­ბა“, „კლა­სის სა­ხუ­მა­რო ლექ­სი­კა“.

მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, ბავ­შ­ვებს გა­ნუ­ვი­თარ­დათ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბი­სა და და­ხა­რის­ხე­ბის უნა­რი, რაც მო­მა­ვალ­ში მათ სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ასე­ვე, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი უნა­რე­ბი, რო­მელ­თა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაც მათ ჰუ­მა­ნურ პი­როვ­ნე­ბე­ბად და კარგ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად აღ­ზ­რ­დას შე­უწყობს ხელს.

მი­მაჩ­ნია, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეს მე­თო­დი – კლუ­ბუ­რი მუ­შა­ო­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო და პრო­დუქ­ტი­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მოთხოვ­ნას – გავ­ზარ­დოთ ბავ­შ­ვი კარგ მო­ქა­ლა­ქედ, ყვე­ლა­ზე უფ­რო არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა უწყობს ხელს, მთა­ვა­რია, პრო­ცე­სი სწო­რად და მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვით წა­რი­მარ­თოს.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები