9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვი საფ­რ­თხე­ე­ბის რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბის პრე­ვენ­ცია

spot_img

ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა, უკ­ვე მეშ­ვი­დე  წე­ლია, ჩარ­თუ­ლია eTwinning-ის ქსელ­ში, რაც სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, ასე­ვე, ხელს უწყობს სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის და­უფ­ლე­ბას, სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მ­ნას და ა.შ.

eTwinning-ის პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ უცხო­ელ თა­ნა­ტო­ლებ­თან, ხა­ლი­სით ერ­თ­ვე­ბი­ან ერ­თობ­ლივ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, აკე­თე­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, თა­მა­შო­ბენ Kahoot-ს, ამ­ზა­დე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა რე­სურსს, გა­იმ­დიდ­რეს ლექ­სი­კა, უკეთ და­ე­უფ­ლენ უცხო ენას, გახ­დ­ნენ თავ­და­ჯე­რე­ბულ­ნი.

სკო­ლას, eTwinning პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, მი­ღე­ბუ­ლი აქვს 40-მდე ეროვ­ნუ­ლი და 30-ზე მე­ტი ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი. 2021-2022 სას­წავ­ლო წელს ჩვენს სკო­ლას „eTwinning სკო­ლის“ ტი­ტუ­ლი მი­ე­ნი­ჭა (მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელ­საც წარ­დ­გე­ნი­ლი გვაქვს აპ­ლი­კა­ცია), რაც იმის დას­ტუ­რია, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა ევ­რო­პულ დო­ნე­ზეა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და eTwinning-პრო­ექ­ტი „კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვი საფ­რ­თხე­ე­ბის რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბის პრე­ვენ­ცია“, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი მე და თა­ნა­ავ­ტო­რი იყო თურ­ქი მას­წავ­ლე­ბე­ლი. პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბი: სა­ქარ­თ­ვე­ლო, თურ­ქე­თი, სა­ბერ­ძ­ნე­თი.

მო­ნა­წი­ლე სკო­ლე­ბი:

♦ თურ­ქე­თი (50. Y?l Ahmet Merter Ilkokulu Güngören Turkey) – ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი – ფატ­მა სა­ჰი­ნი,ოზ­გუნ სა­ჰი­ნი;

♦ თურ­ქე­თი – Murat Kölük Ilkokulu Bak?rköy-Turkey – ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: სერ­პილ აკო­ლი;

♦ სა­ბერ­ძ­ნე­თი – 1st Markopoulo Junior High School Markopoulo/ Attiki Greece – ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: ვა­სი­ლი­კი დო­ღა­ნი;

♦ სა­ქარ­თ­ვე­ლო

ჯამ­ბულ წურ­წუ­მი­ას სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის №94 სა­ჯა­რო სკო­ლა, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: ნარ­გიზ ქი­ლიფ­თა­რი;

⇒ სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი: ლუ­ლა ხვი­ჩა­ვა, ნი­ნო ჯო­ჯუა, ირი­ნა სო­სე­ლია, მზია ქარ­და­ვა;

წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ლუ­დო­ვი­კო ჭან­ტუ­რი­ას სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ჯვა­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი: მა­ნა­ნა ქარ­და­ვა, ლე­ლა ჯღა­მაია, რი­მა ჯან­ჯღა­ვა;

სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­ლა­ბას­თუმ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: მა­კა თო­ლორ­და­ვა;

სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ხა­თის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: მაყ­ვა­ლა ნარ­მა­ნია.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე და მის შე­დე­გებ­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის უკეთ გა­აზ­რე­ბა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ში. სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი საფ­რ­თხე­ე­ბის შეს­წავ­ლა (გა­მო­კითხ­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სკო­ლა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნებ­ზე და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბა), ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა და მა­თი შემ­ცი­რე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბა, სუ­რა­თე­ბის, პლა­კა­ტე­ბის, პოს­ტე­რე­ბის, ვი­დე­ო­ე­ბის, ბუკ­ლე­ტე­ბის, თა­მა­შე­ბის შექ­მ­ნა, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მოწყო­ბა, ფილ­მის ჩვე­ნე­ბა და დის­კუ­სი­ის გა­მარ­თ­ვა; კა­ჰუ­ტის თა­მა­ში მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მე-13 მი­ზან­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე; პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა და ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა ონ­ლა­ინ ჩარ­თ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით; გამ­წ­ვა­ნე­ბი­სა და და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ე­ბის მოწყო­ბა; შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის, სწავ­ლის, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში; სხვა­დას­ხ­ვა კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მა­ში მუ­შა­ო­ბა, ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და ისტ-ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; ტო­ლე­რან­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბით.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შედ­გა პირ­ვე­ლი ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა მო­ნა­წი­ლე სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მოს­წავ­ლე­ებ­თან, რო­მელ­თაც გა­ვა­ცა­ნით პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი. შემ­დ­გომ, მას­წავ­ლებ­ლებ­მა, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებ­თან, გან­ვი­ხი­ლეთ პრო­ექ­ტის გეგ­მა და გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ ფუნ­ქ­ცი­ე­ბი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით. მოს­წავ­ლე­ებ­მა იმუ­შა­ვეს მცი­რე ჯგუ­ფებ­ში, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. და­მო­უ­კი­დებ­ლად აწარ­მო­ებ­დ­ნენ მცი­რე კვლე­ვებს, მო­ი­ძი­ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ /მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზა­ნი 13/. პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა გა­ნა­თავ­სეს ინ­ფორ­მა­ცია თა­ვი­ანთ შე­სა­ხებ მი­თი­თე­ბულ გვერ­დ­ზე; იმუ­შა­ვეს პრო­ექ­ტის ლო­გოს შექ­მ­ნა­ზე, რო­მე­ლიც ასა­ხავ­და პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბის „კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვი საფ­რ­თხე­ე­ბის რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბის პრე­ვენ­ცია“ სიმ­ბო­ლოს. აქ­ტი­ვო­ბის ბო­ლოს შე­ირ­ჩა სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი ლო­გო გახ­და. ერ­თ­მა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­რეთ წი­ნა­და­დე­ბე­ბი და იდე­ე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის უსაფ­რ­თხო გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბის შე­სა­ხებ, Padlet-ის ბმულ­ზე. მო­ნა­წი­ლე სკო­ლებ­მა შექ­მ­ნეს პრო­ექ­ტის რუ­კა, წა­რად­გი­ნეს სკო­ლე­ბი, ქვეყ­ნე­ბი, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით შექ­მ­ნეს პოს­ტე­რე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი. პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა შექ­მ­ნეს, ასე­ვე, ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი (KAHOOT: LEARNINGAPP, Word wall.net, Jigsawplanet.com, Im-a-puzzle.com, Quizizz.com და სხვ.), რო­მელ­საც ყვე­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­უ­ერ­თ­და. მოს­წავ­ლე­ე­ბი ხა­ლი­სით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ ონ­ლა­ინ ჩარ­თ­ვებ­ში და ითა­მა­შეს კა­ჰუ­ტი; შექ­მ­ნეს ვი­დე­ო­ე­ბი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

აღ­ვ­ნიშ­ნეთ ინ­ტერ­ნეტ უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და eTwinning-ის დღე­ე­ბი, ასე­ვე დე­და­მი­წის, წყლი­სა და ტყის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე­ე­ბი; გა­მოვ­თ­ვა­ლეთ ეკო­ნაკ­ვა­ლე­ვი, ჩა­ვერ­თეთ Code Week აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შე­იქ­მ­ნა:

⇒ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გუნ­დი

⇒ პრო­ექ­ტის ფე­ის­ბუქ ჯგუ­ფი

⇒ პრო­ექ­ტის რუ­კა Pictra map-ში

⇒ პრო­ექ­ტის ლო­გო­ე­ბი და შე­ირ­ჩა სა­უ­კე­თე­სო

⇒ შედ­გა ერ­თობ­ლი­ვი ონ­ლა­ინ თა­მა­ში კა­ჰუ­ტი, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მე-13 მი­ზან­ზე

⇒ Story jumper-ში შევ­ქ­მე­ნით კო­ლა­ბო­რა­ცი­უ­ლი წიგ­ნი თე­მა­ზე: „სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში“

⇒ Answergarden-ში ავა­გეთ ასო­ცი­ა­ცი­უ­რი რუ­კა ფრა­ზა­ზე „კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა“

⇒ ჩა­ტარ­და მოს­წავ­ლე­თა ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­მა ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რეს თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი საფ­რ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, მო­ამ­ზა­დეს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მე-13 მი­ზან­ზე.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს:

♦ თურ­ქე­თი

სერ­რა და სე­უ­და – მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მე-13 მი­ზა­ნი, სკო­ლა – 0. Y?l Ahmet Merter Ilkokulu Güngören /მას­წავ­ლე­ბე­ლი: ფატ­მა სა­ჰი­ნი/;

ალ­პარ­ს­ლა­ნი და აიშე­გუ­ლი – კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, სკო­ლა – 50. Y?l Ahmet Merter Ilkokulu Güngören /მას­წავ­ლე­ბე­ლი: ოზ­გუნ სა­ჰი­ნი/;

♦ სა­ქარ­თ­ვე­ლო

ნი­ნო არ­დია – კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და მო­დის ინ­დუს­ტ­რია, სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა /მას­წავ­ლე­ბე­ლი: ლუ­ლა ხვი­ჩა­ვა/;

გვან­ცა გერ­გე­და­ვა – კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის დაძ­ლე­ვა, სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა /მას­წავ­ლე­ბე­ლი: ლუ­ლა ხვი­ჩა­ვა/;

გი­გი შუკ­ვა­ნი – პრობ­ლე­მე­ბი და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი, სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა /მას­წავ­ლე­ბე­ლი: ლუ­ლა ხვი­ჩა­ვა/;

მა­რი­ამ გო­ბე­ჩია – კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა – დაძ­ლე­ვა, სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა /მას­წავ­ლე­ბე­ლი: ირი­ნა სო­სე­ლია/;

ნი­ნი ჯინ­ჯო­ლა­ვა – ადა­მი­ა­ნის გავ­ლე­ნა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე, სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა /მას­წავ­ლე­ბე­ლი: მზია ქარ­და­ვა/;

თა­მარ რო­გა­ვა – კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ბრძო­ლა, სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა /მას­წავ­ლე­ბე­ლი: ნი­ნო ჯო­ჯუა/;

ანა­ნო იზო­რია – მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მე-13 მი­ზა­ნი, სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­ლა­ბას­თუმ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა /მას­წავ­ლე­ბე­ლი: მა­კა თო­ლორ­და­ვა/;

სე­სი­ლი ჭკა­დუა და სო­ფია ჭან­ტუ­რია – სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქა­ლაქ ჯვა­რის ლუ­დო­ვი­კო ჭან­ტუ­რი­ას სა­ხე­ლო­ბის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა /მას­წავ­ლე­ბე­ლი: მა­ნა­ნა ქარ­და­ვა/;

ნი­კა ფი­ფია, ბე­ქა ქან­თა­რია, ლი­ზი მა­ტუა, ქრის­ტი­ნა ქარ­და­ვა – კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის პრე­ვენ­ცია და ბუ­ნებ­რი­ვი საფ­რ­თხის რის­კის შემ­ცი­რე­ბა, წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქა­ლაქ ჯვა­რის ლუ­დო­ვი­კო ჭან­ტუ­რი­ას სა­ხე­ლო­ბის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა /მას­წავ­ლე­ბე­ლი: რი­მა ჯან­ჯღა­ვა/;

თა­მარ მა­ნია – კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქა­ლაქ ჯვა­რის ლუ­დო­ვი­კო ჭან­ტუ­რი­ას სა­ხე­ლო­ბის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა /მას­წავ­ლე­ბე­ლი: ლე­ლა ჯღა­მაია/.

მოს­წავ­ლე­ებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა და­წე­რეს პრო­ექ­ტის რეფ­ლექ­სია, გუგ­ლი ფორ­მ­სის დახ­მა­რე­ბით; შე­იქ­მ­ნა სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი – წიგ­ნი Bookcreator-ში, პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის  ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით; პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მო­ეწყო მოს­წავ­ლე­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა სკო­ლა­ში, ისი­ნი გა­მოქ­ვეყ­ნ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

პრო­ექ­ტ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი სტი­მუ­ლი მის­ცა მოს­წავ­ლე­ებს, შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად სხვა­დას­ხ­ვა თე­მა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თარ­დათ ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის, კვლე­ვის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უნა­რე­ბი. მათ შეძ­ლეს ახა­ლი ცოდ­ნის აგე­ბა წი­ნას­წა­რი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ინ­გ­ლი­სურ ენა­ში გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეს წე­რა, კითხ­ვა და ლა­პა­რა­კი; შეძ­ლეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ინ­ტერ­ნე­ტის უსაფ­რ­თხო გა­მო­ყე­ნე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მის შეს­წავ­ლა (პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­მო­ვი­ყე­ნეთ შემ­დე­გი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი: Pictra.map, Canva, Answergarden, Padlet.com, Story Jumper, WordArt, Zoom, Befunky, Youtube.com, Docs.Google.com, Bookcreator.com, Kahoot.com, www.footprintcalculator.org, Kudobox, Pixiz.com, Power.point, Sway.office.com და სხვ.), გა­ეც­ნენ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას და დე­და­მი­წა­ზე და­ბინ­ძუ­რე­ბის გავ­ლე­ნას.

პრო­ექ­ტის შე­დე­გად შედ­გა კო­მუ­ნი­კა­ცია სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის პე­და­გო­გებ­თან. და­ვუ­მე­გობ­რ­დით ევ­რო­პელ მას­წავ­ლებ­ლებს, ერ­თ­მა­ნეთს იდე­ე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი გა­ვუ­ზი­ა­რეთ. პრო­ექ­ტ­მა ხე­ლი შე­უწყო სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და უფ­რო ინო­ვა­ცი­უ­რი გა­ხა­და ის. შევ­თან­ხ­მ­დით, მო­მა­ვალ­შიც ერ­თად დავ­გეგ­მოთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე.

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა შე­ი­ძი­ნეს ისე­თი ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უწყობს მათ­ში აქ­ტი­უ­რი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, თა­ნა­მედ­რო­ვე ისტ რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შეძ­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის მოს­წავ­ლე­ებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, სწავ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბი­სა და მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდას, საპ­რე­ზენ­ტა­ციო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბას.

ლულა ხვიჩავა
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები