27 ივლისი, შაბათი, 2024

კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი, რო­გორც მთა­ვა­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი სკო­ლა­ში

spot_img

თამთა იაშაღაშვილი – სსიპ ქ.თბი­ლი­სის №213 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა დალი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი, მე-6 კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი

ჩე­მი აზ­რით, დამ­რი­გებ­ლის უმ­თავ­რე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ზე ზრუნ­ვაა. ვი­ნა­ი­დან ის ყვე­ლა­ზე კარ­გად იც­ნობს ბავ­შ­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­როს, მის­წ­რა­ფე­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და ეცა­დოს, და­ეხ­მა­როს მას სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უკეთ წარ­მო­ჩე­ნა­ში.

და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ამი­ტომ ეს მიდ­გო­მე­ბი უნ­და იყოს შერ­ჩე­ვი­თი და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი. რა თქმა უნ­და, შე­მიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნო მა­გა­ლი­თი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბი­დან, რო­დე­საც მათ დას­ჭირ­ვე­ბი­ათ ჩე­მი თა­ნად­გო­მა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით, თუმ­ცა ჩემ­თ­ვის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლია ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, მხა­რი და­მე­ჭი­რა მათ­თ­ვის ამა თუ იმ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რი­სას, თუნ­დაც რჩე­ვის სა­ხით.

ჩე­მი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია ვურ­ჩიო კო­ლე­გებს, რომ მო­ირ­გონ კლას­ში ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის რო­ლი. იყ­ვ­ნენ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ემ­პა­თი­უ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ! და­ა­ნა­ხონ მათ, რომ შეც­დო­მა ტრა­გე­დია არ არის და ეცა­დონ კლას­ში შექ­მ­ნან ისე­თი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გა­რე­მო, სა­დაც მოს­წავ­ლეს არ შე­ე­შინ­დე­ბა სა­კუ­თა­რი, თუნ­დაც მცდა­რი, მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქ­მის.

🔃მშო­ბელ­თა კრე­ბა

მშო­ბელ­თა კრე­ბა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გზაა მშობ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბი­სათ­ვის, რად­გან ორი­ვეს საზ­რუ­ნა­ვი ბავ­შ­ვია, ამი­ტომ კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, მი­ა­წო­დოს მშო­ბელს ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე უნ­და ეცა­დოს, რომ მშო­ბელ­თან სი­ახ­ლო­ვი­თა და ხში­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით შეძ­ლოს მოს­წავ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. მშო­ბელ­თა კრე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, და­უშ­ვე­ბე­ლია მას­წავ­ლე­ბელ­მა ისა­უბ­როს კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის შე­დე­გებ­ზე, წარ­მა­ტე­ბა­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ზე, რად­გან ეს აუცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს კლას­ში უხერ­ხუ­ლო­ბას და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას.

🔃რო­მე­ლი პრობ­ლე­მე­ბი დგას უფ­რო მწვა­ვედ: ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, კოგ­ნი­ტუ­რი?

მოს­წავ­ლე­თა რან­ჟი­რე­ბას არ მივ­მარ­თავ ხოლ­მე, მი­მაჩ­ნია, რომ ეს არა­სა­მარ­თ­ლი­ა­ნია. ვფიქ­რობ, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს აქვს უფ­ლე­ბა, ის­წავ­ლოს თა­ნა­ბარ სას­კო­ლო პი­რო­ბებ­ში.

ყვე­ლა პრობ­ლე­მა სა­ყუ­რადღე­ბოა, თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ მა­ინც მა­თი ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მა დგას, რაც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი და ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ბევ­რის მშო­ბე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­ში და ბავ­შ­ვებ­ში აშ­კა­რად იგ­რ­ძ­ნო­ბა ოჯა­ხუ­რი სით­ბოს დე­ფი­ცი­ტი, რაც აგ­რე­სი­ით ვლინ­დე­ბა; ასე­ვე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს ე.წ. „გაჯე­ტე­ბის“ მი­მართ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა (ადიქ­ცია), ესეც ერთ-ერ­თი გა­მომ­წ­ვე­ვი ფაქ­ტო­რია აგ­რე­სი­ის. ვი­ნა­ი­დან დამ­რი­გებ­ლო­ბის მხო­ლოდ ორ­წ­ლი­ა­ნი პრაქ­ტი­კა მაქვს, ვთვლი, რომ ჯერ კი­დევ ბევ­რი მაქვს სა­მუ­შაო ამ კუთხით. ზო­გა­დად, მი­მაჩ­ნია, რომ არც ერ­თი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ან­მა, მით უმე­ტეს მას­წავ­ლე­ბელ­მა, არ უნ­და შეწყ­ვი­ტოს თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა და მუდ­მი­ვად უნ­და აუწყოს ფე­ხი სი­ახ­ლე­ებს, ითა­ნამ­შ­რომ­ლოს კო­ლე­გებ­თან და მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­უმ­კ­ლავ­დეს ამა თუ იმ გა­მოწ­ვე­ვას.

🔃რა სა­ხის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა დამ­რი­გე­ბელს

ვფიქ­რობ, დამ­რი­გებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად შე­უ­სა­ბა­მოა იმ შრო­მა­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას­თან, რაც მას აკის­რია, თუმ­ცა ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს სა­კითხიც გა­და­ი­ხე­დე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში.

გარ­და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რი­სა, დამ­რი­გებ­ლის­თ­ვის, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა პე­და­გო­გის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი სას­კო­ლო გა­რე­მო და კლი­მა­ტი, რა­საც ქმნის, პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და თა­ვის­თა­ვად, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი.

🔃არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით ვაწყობთ შე­მეც­ნე­ბი­თი სა­ხის ექ­ს­კურ­სი­ებს, ვსტუმ­რობთ სხვა­დას­ხ­ვა თე­ატრს, ვერ­თ­ვე­ბით სხვა­დას­ხ­ვა სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბა­ში და ა.შ. არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში სხვაგ­ვა­რად წარ­მო­ჩინ­დე­ბა ამა თუ იმ მოს­წავ­ლის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო, ხა­სი­ა­თი, თვით­გა­მო­ხატ­ვის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, რაც უფ­რო გვა­ახ­ლო­ებს ერ­თ­მა­ნეთ­თან.

🔃დამ­რი­გე­ბე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია იმ კუთხი­თაც, რო­გორ მუ­შა­ობს კლას­ში გუნ­დის შეკ­ვ­რის­თ­ვის. ერთ-ერ­თი არა­სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტია, რო­ცა კლას­ში ბავ­შ­ვე­ბი პა­ტარ-პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან, მა­გა­ლი­თად: შენ­თან დაჯ­დო­მა არ მინ­და, ან პი­რი­ქით – შენ­თან მე­გობ­რო­ბა მინ­და, ან შენ არ გა­თა­მა­შებ ჩემ­თან ერ­თად და.შ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რო­გორ მუ­შა­ობთ ბავ­შ­ვებ­თან?

კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის დროს ვცდი­ლობ, თავ­და­პირ­ვე­ლად, შე­ვის­წავ­ლო პრობ­ლე­მის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი, გა­ვე­სა­უბ­რო ორი­ვე მხა­რეს და შემ­დეგ დავ­სა­ხო მი­სი მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი. ვა­ტა­რებ კლა­სის სა­ათს ისეთ სა­კითხებ­ზე, რომ­ლე­ბიც ეხ­მი­ა­ნე­ბა აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას, ვაწყობთ დის­კუ­სი­ებს და ვმსჯე­ლობთ, ხში­რად მივ­დი­ვართ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რამ­დე.

🔃სწო­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აღ­ზ­რის თვალ­საზ­რი­სით რას აკე­თებს დამ­რი­გე­ბე­ლი

მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აღ­ზ­რ­დის თვალ­საზ­რი­სით, ვცდი­ლობ, კლას­ში დე­ვი­ზად ვაქ­ციო: „მოექე­ცი სხვას ისე, რო­გორც გინ­და, რომ მო­გექ­ც­ნენ შენ“. მუდ­მი­ვად ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი მრწამ­სი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რა და ჩვენ, რო­გორც ტო­ლე­რან­ტი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, პა­ტი­ვი ვცეთ მათ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ აზრს და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს.

🔃მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა

ჩე­მი აზ­რით, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ბავ­შ­ვის წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად.

მას­წავ­ლებ­ლი­სა და მშობ­ლის ჯან­სა­ღი, ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია სა­სი­კე­თოდ აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვებ­ზე სკო­ლა­ში. ამ­ჟა­მად, ვმუ­შა­ობთ კვლე­ვა­ზე „მშო­ბელ­თა და­ბა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა“, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ერ­თი სკო­ლის პრობ­ლე­მაა.

ამი­სათ­ვის და­გეგ­მი­ლი გვაქვს ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თია „მშობ­ლის სა­ა­თი“, რაც გუ­ლის­ხ­მობს მშობ­ლე­ბის მოწ­ვე­ვას და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო და საინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე სა­უბ­რებს. ვფიქ­რობ, ეს და სხვა მსგავ­სი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

🔃დამ­რი­გებ­ლის რო­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, დამ­რი­გე­ბელს ყვე­ლა­ზე მჭიდ­რო და ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მოს­წავ­ლეს­თან და შე­სა­ბა­მი­სად, უკეთ იც­ნობს მის სუსტ მხა­რე­ებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ამ­გ­ვა­რად, მი­სი რო­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­შიც. მარ­თა­ლია, დამ­რი­გე­ბე­ლი ამ­ჟა­მად აღარ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს სსსმ მოს­წავ­ლი­სათ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის შექ­მ­ნის პრო­ცესს, თუმ­ცა ის მა­ინც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რგო­ლია. დამ­რი­გე­ბელს აქვს მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია მოს­წავ­ლის მშო­ბელ­თან, სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­თან და ეც­ნო­ბა მიღ­წე­ულ და მი­საღ­წევ შე­დე­გებს.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები