22 მარტი, შაბათი, 2025

კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში – ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის „მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“

spot_imgspot_img

ირმა გრიგალაშვილი

ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

 

კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის უკ­ვ­და­ვე­ბა სწო­რედ იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მას­ში წა­მოჭ­რი­ლი სა­კითხე­ბი და თე­მე­ბი არას­დ­როს არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეპო­ქე­ბი იც­ვ­ლე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვი­თარ­დე­ბა, უც­ვ­ლე­ლი რჩე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, მო­რა­ლუ­რი დი­ლე­მე­ბი და სუ­ლი­ე­რი გან­ც­დე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის სწავ­ლე­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­აზ­რე­ბა და იმ მო­მენ­ტე­ბის და­ნახ­ვა, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს ეხ­მი­ა­ნე­ბა. ეს მიდ­გო­მა ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბას ეხ­მა­რე­ბა, უკეთ გა­ი­აზ­როს რო­გორც წარ­სუ­ლი, ისე აწ­მ­ყო და და­ი­ნა­ხოს ლი­ტე­რა­ტუ­რულ შე­დევ­რებ­ში ასა­ხუ­ლი მა­რა­დი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რებ­რივ სტან­დარ­ტ­ში ხაზ­გას­მი­თაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ მოს­წავ­ლე­ებს „უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სოდ ასა­ხა­ვენ მა­თი თა­ნად­რო­უ­ლი ეპო­ქე­ბის სპე­ცი­ფი­კას, მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა­სა და ეს­თე­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს“ (სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, 2022). ამ­დე­ნად, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის „მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სას­წავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

რო­გორც მი­უ­თი­თე­ბენ, ნა­წარ­მო­ე­ბი XIX სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი რე­ა­ლო­ბის სარ­კეა. ამავ­დ­რო­უ­ლად, „მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“ წარ­მო­ად­გენს უნი­კა­ლურ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხებს – სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბის, მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა და აქ­ტი­ვიზ­მის სა­ჭი­რო­ე­ბას – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ძა­ლით წარ­მო­ა­ჩენს.

წე­რი­ლის მი­ზა­ნია, გა­მოვ­კ­ვე­თოთ მოთხ­რო­ბა­ში გან­ხი­ლუ­ლი სა­კითხე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა და ვაჩ­ვე­ნოთ, რო­გორ ეხ­მი­ა­ნე­ბა ილი­ა­სე­უ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­აზ­რონ, რომ კლა­სი­კუ­რი ტექ­ს­ტის სწავ­ლე­ბა არ არის მხო­ლოდ წარ­სულ­ზე სა­უ­ბა­რი – ის დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბის უკეთ გა­აზ­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

მოს­წავ­ლე­ებს უნ­და მი­ე­ცეთ შთა­გო­ნე­ბა და ბიძ­გი, რა­თა „შეძ­ლონ ნა­წარ­მო­ე­ბის აღ­ქ­მა-გა­აზ­რე­ბა კონ­ტექ­ს­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით და მი­სი ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბა რო­გორც შექ­მ­ნის თა­ნად­რო­უ­ლი ეპო­ქის, ისე თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ჭრილ­ში“ (სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, 2022).

სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ილია მსჯე­ლობს, რო­გორ შეხ­ვ­დე­ბა იგი მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნას, რას გა­ა­კე­თებს მის­თ­ვის და აქ­ვე გვი­სა­ხავს თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის უმ­თავ­რეს მი­ზანს: ერის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, მი­სი პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის გა­მოღ­ვი­ძე­ბას: „შევ­ძ­ლებ კი, რომ… დავ­რ­დო­მი­ლი აღ­ვად­გი­ნო, უნუ­გე­შოს ნუ­გე­ში მოვ­ფი­ნო, მტი­რალს ცრემ­ლი მოვ­წ­მინ­დო, მუ­შაკს შრო­მა გა­ვუ­ად­ვი­ლო… და ის თვი­თო­ე­უ­ლი ნა­პერ­წ­კა­ლი, რო­მე­ლიც არ შე­იძ­ლე­ბა რომ ყო­ველს კაც­ში არა ჟო­ლავ­დეს, ერთ დიდ ცეცხ­ლად შე­ვაგ­რო­ვო ჩე­მის ქვეყ­ნის გა­ცი­ე­ბუ­ლის გუ­ლის გა­სათ­ბობ­ლად“ (ჭავ­ჭა­ვა­ძე, n.d.)1. 1. (ჭავ­ჭა­ვა­ძე, n.d.) – ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის „მგზავ­რის წე­რი­ლე­ბის“ ამო­ნა­რი­დე­ბი და­მოწ­მე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ვებ­გ­ვერ­დი­დან.

ნა­წარ­მო­ე­ბის არა­ერ­თი მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე და დე­ტა­ლი ცხად­ყოფს, რომ მწე­რა­ლი ერის სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლად მოძ­რა­ო­ბას, საქ­მი­ა­ნო­ბას, აქ­ტი­უ­რო­ბას მი­იჩ­ნევს („მოძ­რა­ო­ბა და მარ­ტო მოძ­რა­ო­ბა არის, ჩე­მო თერ­გო, ქვეყ­ნის ღო­ნი­სა და სი­ცოცხ­ლის მიმ­ცე­მი“), თუმ­ცა ამ­ჯე­რად გვსურს ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ მოთხ­რო­ბის იმ ეპი­ზოდ­ზე, რო­მე­ლიც მიჩ­ნე­უ­ლია ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ყვე­ლა­ზე მკა­ფიო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად, კერ­ძოდ, მგზავ­რის სა­უ­ბა­რი მო­ხე­ვე ლელთ ღუ­ნი­ას­თან (VI-VII თა­ვე­ბი).

ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში შე­ნიშ­ნუ­ლია, რომ „ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ლელთ ღუ­ნი­ას პი­რით ქა­და­გებს უმაღ­ლეს ეროვ­ნულ იდე­ალს, რო­მელ­საც არა­სო­დეს მო­აკ­ლ­დე­ბა ძა­ლა და ხიბ­ლი“ (მი­ნაშ­ვი­ლი, 2010). სწო­რედ მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით კი­დევ ერ­თხელ ხა­ზი ეს­მე­ბა მოთხ­რო­ბის მთა­ვარ იდე­ას: „უს­რ­ბო­ლო წყალ­ჩი ბა­ყაყ­ნი, ჭია-ჭუაი, ქვემ­ძ­რო­მი გამ­რავ­ლ­დის. უდე­გარ, უს­ვე­ნარ თერ­გ­ჩი კი კალ­მა­ხი იცის!“ – მოძ­რა­ო­ბი­სა და ბრძო­ლის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბის, შრო­მი­სა და თავ­და­დე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას. ერ­თი შე­ხედ­ვით, „მწე­რა­ლი არ აკონ­კ­რე­ტებს, თუ რა სა­ხის მოძ­რა­ო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. მი­სი აზ­რით, …ადა­მი­ა­ნის მოძ­რა­ო­ბა მი­ზან­დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბაა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი შრო­მაა“ (მი­ნაშ­ვი­ლი, 2010). თუმ­ცა, ვფიქ­რობ, სწო­რედ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ეპი­ზო­დი გვაძ­ლევს პა­სუხს კითხ­ვა­ზე, რას მო­ი­აზ­რებ­და ილია გან­ზო­გა­დე­ბუ­ლად თქმულ სიტყ­ვა „მოძ­რა­ო­ბა­ში“. ესაა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი.

და­ვიწყოთ იმით, რომ „სა­ნა­ხა­ვად ღირ­სი“ მო­ხე­ვე სა­ხეა ქვეყ­ნის ბე­დის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და სა­ზო­გა­დო ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი­სა, რად­გან „გა­მოჩ­ნ­და, რომ იგი თვალ­ყურ-მა­დე­ვა­რიც ყო­ფი­ლა იმ პა­ტა­რა ქვეყ­ნი­სა“. დღე­საც წინ­ს­ვ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას. ისი­ნი, ვინც თვალს ადევ­ნე­ბენ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს, ხალ­ხის ყო­ფა-ცხოვ­რე­ბას. ჩანს, რომ მო­ხე­ვე არამ­ხო­ლოდ აკ­ვირ­დე­ბა ამ­გ­ვარ სა­კითხებს, არა­მედ აანა­ლი­ზებს მათ და გა­მო­აქვს გარ­კ­ვე­უ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბი. გან­ვი­ხი­ლოთ, რა თვალ­საზ­რი­სი­თაა სა­ყუ­რადღე­ბო ლელთ ღუ­ნი­ას მსჯე­ლო­ბა და მო­ნათხ­რო­ბი?

1. თა­ვი­სუფ­ლე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა

„ად­რი­და ავად თუ კარ­გად ჩვენ ჩვე­ნი თავ­ნი ჩვე­ნად­ვე გვე­ყუდ­ნეს, მით იყ­ვის უკედ“ – ამ­ბობს მო­ხე­ვე. შე­საძ­ლოა თა­ვი­სუფ­ლე­ბა რთუ­ლად მო­სა­პო­ვე­ბე­ლი და გა­საფ­რ­თხი­ლე­ბე­ლია (შე­სიტყ­ვე­ბა „ავად თუ კარ­გად“, ვფიქ­რობ, ამ სირ­თუ­ლეს ცხად­ყოფს), მაგ­რამ უკე­თე­სია: „მით იყ­ვის უკეთ“. უკე­თე­სო­ბა კი სრულ­ფა­სო­ვან ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და: „ად­რი­და ერი ერობ­დის, გუ­ლი გუ­ლობ­დის, ვა­ჟაი ვა­ჟაბ­დის, ქა­ლაი ქა­ლაბ­დის“.

„არი­ან სიტყ­ვე­ბი, რო­მელ­ნიც ზე­ცის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი­ვით არა­სო­დეს და­ბერ­დე­ბი­ან. ასე­თი და­უძ­ლე­ვე­ლი სიტყ­ვე­ბით შე­მო­ვი­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

„ჩვე­ნი თა­ვი ჩვე­ნად­ვე უნ­და გვე­ყუდ­ნო­დე­სო“!

„აქ ვხე­დავ მე დიდ ანა­ლოგს: ილია – მო­სე. აქ არის გზა­აბ­ნე­უ­ლი ერის ვულ­კა­ნურ მთას­თან მიყ­ვა­ნა“ – წერ­და კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია (გამ­სა­ხურ­დია, 2012).

2. ღირ­სე­უ­ლი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნაცხოვ­რე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი

„სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბა“ – სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თ­მ­ხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს შო­რის, სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად – და „სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი“ – მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად და პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სათ­ვის – ნათ­ლად ჩანს ლელთ ღუ­ნი­ას შემ­დეგ სიტყ­ვებ­ში: „ად­რი­და… ერ­თურთს და­ვე­ყუდ­ნით, ერ­თურთს ვიხ­ვე­წებ­დ­ნით. ად­რი­და?! ქვრივ-ობოლთ ვი­ფა­რევ­დით, შინ მიწ­რი­ელს, გა­რეთ მავ­ნეს და­ვუ­ლაგ­მ­ნ­დით, ხთი­სა და ბა­ტო­ნის იასა­ულს მის ყუდ­როს არ მივ­კერ­ძ­დ­ნით, ერ­თურთს ლაღ მტერ­თან ჩა­ვე­ფარ­ვიდ­ნით, და­ცე­მულ ვი­ურ­ვებ­დ­ნით, ატირ­დო­მილს ვი­ხო­იშ­ნი­დით და ეს­რეთ იყ­ვის ბრა­ლე­ბა კა­ცი­სა, ერ­თურ­თო­ბა“.

პერ­სო­ნა­ჟის პი­რით გახ­მი­ა­ნე­ბულ ამ სათ­ქ­მელს ავ­ტო­რი არა­ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბით შეგ­ვახ­სე­ნებს. მა­გა­ლი­თის­თ­ვის გა­ვიხ­სე­ნოთ „სოფ­ლის უფ­რო­სის არ­ჩე­ვა­ნი“, რო­მე­ლიც თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია იმი­სა, რო­გო­რი უნ­და იყოს მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე: „თუ ხალხს თვი­სი უფ­ლე­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბა კარ­გად აქვს აწო­ნი­ლი და ცნო­ბი­ლი, თუ ამას­თან ხორც-სის­ხ­ლ­ში გამ­ჯ­და­რი აქვს, რომ ჩე­მი მე­ზობ­ლის უფ­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვა, ჩე­მი უფ­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვა­საც მო­ას­წა­ვებს, მა­შინ ნა­ვარ­დი მე­ბა­დურ­თა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მა­შინ აღ­მა ხნუ­ლი პირ­დაღ­მა არ და­ი­ფარ­ცხე­ბა“ (ჭავ­ჭა­ვა­ძე, n.d.).

სწო­რედ ამ პრინ­ცი­პით უნ­და ვმოქ­მე­დებ­დეთ დღე­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი, გვახ­სოვ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ჩვე­ნი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, თუ გვსურს სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და ძლი­ე­რი სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა.

სა­სურ­ვე­ლია მოს­წავ­ლე­ებს ვუჩ­ვე­ნოთ და ასე­ვე, ვთხო­ვოთ თა­ვა­დაც გა­იხ­სე­ნონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თა­ნად­გო­მი­სა და მხარ­და­ჭე­რის გა­მომ­ხატ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი:

მა­გა­ლი­თად,

◊ პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის სო­ლი­და­რო­ბა: ახალ­გაზ­რ­დე­ბის მოძ­რა­ო­ბამ „და­ვეხ­მა­როთ მო­ხუ­ცებს“ ათა­სო­ბით ხან­დაზ­მულს მი­ა­წო­და საკ­ვე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მო­ხა­ლი­სე ექი­მე­ბის ჯგუ­ფებ­მა უფა­სოდ გა­უ­წი­ეს ონ­ლა­ინ­კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი პა­ცი­ენ­ტებს, დამ­საქ­მებ­ლე­ბის ნა­წილ­მა მო­ა­ხერ­ხა და ანაზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვა უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი…

◊ ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის დროს გა­მო­ჩე­ნი­ლი თა­ნად­გო­მა: 2015 წლის თბი­ლი­სის წყალ­დი­დო­ბის დროს ათა­სო­ბით მო­ხა­ლი­სე და­ეხ­მა­რა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს, ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბა­სა და პირ­ვან­დე­ლი იერ­სა­ხის დაბ­რუ­ნე­ბა­ში; ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბის ხან­ძ­რე­ბის დროს მო­სახ­ლე­ო­ბა მა­სობ­რი­ვად ჩა­ერ­თო ცეცხ­ლის ჩაქ­რო­ბა­ში…

◊ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აქ­ტი­ვიზ­მი: და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში, ხე­ე­ბის დარ­გ­ვის მა­სობ­რი­ვი კამ­პა­ნი­ე­ბი…

◊ ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი: სის­ხ­ლის დო­ნა­ცი­ის მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი პროგ­რა­მა, საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ე­ბი ავად­მ­ყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად…

ამ­გ­ვა­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბის მოხ­მო­ბა სხვა სფე­რო­ე­ბი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მოფ­რ­თხი­ლე­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი თუ სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი. ეს მა­გა­ლი­თე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის დახ­მა­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. მათ იცი­ან, რომ მცი­რე ინი­ცი­ა­ტი­ვებ­საც კი მოჰ­ყ­ვე­ბა დი­დი ცვლი­ლე­ბე­ბი ერ­თად დგო­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მზარ­დი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის უტყუ­ა­რი დას­ტუ­რია.

3. გულ­გ­რი­ლო­ბა და უმოქ­მე­დო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­რა­ლუ­რი დეგ­რა­და­ცი­ის ნი­შა­ნია

მო­ხე­ვე შე­ნიშ­ნავს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის წარ­თ­მე­ვით და­კარ­გა უმ­თავ­რე­სი: სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა და ზნე­ო­ბა, ხალ­ხი გულ­გ­რი­ლი და ნირ­წამ­ხ­და­რი გახ­და: „აწი­ნა ქვრივ-ობოლ ვი­ნა გა­ნი­კითხის, ატირ­დო­მილ გა­ა­ცი­ნის, და­ცე­მულ ვინ აღად­გი­ნის? აწი­ნა არა არნ კაც­ნი და თუ არნ – პი­რად და გუ­ლად ჯუ­ღურ არნ. ერი და­ვარ­დ­ნილ, გა­ლა­ხულ არნ. ვრდო­მილ-კრთო­მილ. წარ­ხ­და ქარ­თ­ველ­თა სა­ხე­ლი, ქარ­თ­ველ­თა წესთ-წყო­ბაი“ – ლელთ ღუ­ნია აქ აკ­რი­ტი­კებს მის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მე­ფე­ბულ ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლო­ბა­სა და არა­ჰუ­მა­ნუ­რო­ბას. დაპყ­რო­ბილ და და­მო­ნე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში თით­ქ­მის აღარ შე­მორ­ჩა ადა­მი­ა­ნი, ვინც სხვას და­ეხ­მა­რე­ბა, გა­ამ­ხ­ნე­ვებს და გვერ­დ­ში და­უდ­გე­ბა. ეს კი იწ­ვევს ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­კარ­გ­ვა­საც: „წარ­ხ­და ქარ­თ­ველ­თა სა­ხე­ლი, ქარ­თ­ველ­თა წესთ-წყო­ბაი“.

უწინ­დე­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა ტექ­ს­ტ­ში „ერ­თა საბ­ჭო“. მო­ხე­ვის თქმით, მას შემ­დეგ, რაც რუ­სო­ბა­ში არი­ან, საბ­ჭო აღარ მოქ­მე­დებს: „ყვე­ლაი გა­ცუდ­დის, ყვე­ლაი გა­უქ­მ­დის… გა­უქ­მ­დის ად­რინ­დელ დაწყო­ბაი“. ქვეყ­ანა­ში წეს­რი­გი აღა­რაა. დღე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის მოშ­ლა, მსგავ­სად ძვე­ლი დრო­ის თე­მუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მოშ­ლი­სა, იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის რღვე­ვას.

უწინ, თა­ვი­სუ­ფალ და სო­ლი­და­რო­ბით სავ­სე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ფას­დე­ბო­და ვაჟ­კა­ცო­ბა და ჭკუა, სიბ­რ­ძ­ნე (მაგ., მთი­ე­ლე­ბი ერის­თავ­მა და­ა­სა­ჩუქ­რა, რად­გან ვაჟ­კა­ცო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს ცი­ხის აღე­ბი­სას), რუ­სო­ბა­ში ყოფ­ნი­სას კი გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია ზნე­ობ­რი­ვი იდე­ა­ლე­ბი. აქ მხო­ლოდ „ტყუ­ო­ბით, მე­ძავ-მრუ­შო­ბით, ფიც­თა გა­ტეხ­ვით, ერ­თურთ ღა­ლა­ტით“ შე­იძ­ლე­ბა „კარ­გად ცხოვ­რე­ბა“.

უსა­მარ­თ­ლოდ მოწყო­ბილ ქვე­ყა­ნა­ში, იქ, სა­დაც ხმას არ იმაღ­ლე­ბენ უსა­მარ­თ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, პა­ტი­ო­სან ადა­მი­ანს ემ­ძი­მე­ბა ცხოვ­რე­ბა: „ჭა­მად-სმად სას­ყიდ­ვალ, ტყეი სას­ყიდ­ვალ, გზაი სას­ყიდ­ვალ, ლოც­ვა-კურ­თხე­ვაი სას­ყიდ­ვალ, სა­მარ­თალ სას­ყიდ­ვალ, რა­იდ დარ­ჩე­ვი­ბის ბე­ჩა­ვი მა­ხე­ვე?“. ჩანს, რომ ამ­გ­ვარ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში მე­ფობს კო­რუფ­ცია და ეკო­ნო­მი­კა უბ­რა­ლო ხალ­ხის სა­სარ­გებ­ლოდ აღა­რაა მოწყო­ბი­ლი. ის რე­სურ­სე­ბი, მი­წა-წყა­ლი და მდე­ბა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლებს გა­აჩ­ნი­ათ, მათ­თ­ვის აღა­რაა სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი: „შა­უ­ლობთ. ჯი­ბე­ჩი არ რჩე­ბის: მთის კა­ცი მა­ხე­ვე სვა­მე­ხის კერ­ძია. ჭა­მა­დი, სმა­დი არაა სახ­ლ­ჩი, ნა­შო­ვერ დუ­ქან­ჩი მი­დის“.

ნა­წარ­მო­ე­ბის სწავ­ლე­ბი­სას მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ უნ­და გა­მოგ­ვ­რ­ჩეს ამ­გ­ვარ შემ­თხ­ვე­ვა­თა გან­ხილ­ვა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლით­ზეც, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ვხვდე­ბით მსგავს პრობ­ლე­მებს:

◊ რო­ცა ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი (მი­წა-წყა­ლი, ტყე, წი­ა­ღი­სე­უ­ლი) კერ­ძო ინ­ტე­რე­სე­ბის სამ­სა­ხურ­შია და მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ იღებს სარ­გე­ბელს.

◊ რო­ცა ჯან­დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

◊ რო­ცა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის მიღ­წე­ვა „დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და და­მო­კი­დე­ბუ­ლია პი­როვ­ნე­ბის სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუს­ზე.

◊ რო­ცა ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას.

◊ რო­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს არ გა­აჩ­ნია სო­ლი­და­რო­ბა ჩაგ­რულ­თა მი­მართ, არ თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობს სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის და­სა­ცა­ვად გა­მარ­თულ სა­ხალ­ხო დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ებს და, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, ეწე­ვა მათ დის­კ­რე­დი­ტა­ცი­ას. ასეთ დროს ის თა­ვად ხდე­ბა უსა­მარ­თ­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და ხელს უწყობს იმ სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ მის წი­ნა­აღ­მ­დე­გაც შე­იძ­ლე­ბა შე­მობ­რუნ­დეს.

ამ პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს და­ა­ნახ­ვებს, რომ ლელთ ღუ­ნი­ას მი­ერ აღ­წე­რი­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ არის მხო­ლოდ წარ­სუ­ლის კუთ­ვ­ნი­ლე­ბა, რომ მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ეს კი ხელს შე­უწყობს მათ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბის გაღ­ვი­ვე­ბას.

4. „მშვი­დო­ბა ცა­რი­ალ სტავ­მა­ქით“, ანუ რო­დი­საა „მშვი­დო­ბა“ რე­ა­ლუ­რი და სა­სარ­გებ­ლო

მშვი­დო­ბის ცნე­ბა, მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­ა­ნი და კულ­ტუ­რო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც, რთუ­ლი ფე­ნო­მე­ნია. სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შე­ნიშ­ნუ­ლია, რომ ტრა­დი­ცი­ულ აღ­მო­სავ­ლურ კულ­ტუ­რა­ში მშვი­დო­ბა ში­ნა­გა­ნი მო­ცე­მუ­ლო­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა (მშვი­დო­ბა ჩვენს გო­ნე­ბა­სა და გულ­ში), ხო­ლო და­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ში — გა­რე­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბით. ზე­და­პი­რუ­ლი გა­გე­ბით მშვი­დო­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტის, ომის არარ­სე­ბო­ბაა (სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, n.d.).

„მოყ­ვ­რუ­ლად მო­სუ­ლი“ დამ­პყ­რო­ბე­ლი რუ­სე­თი დღე­ნი­ა­დაგ „მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბას“ აყ­ვედ­რი­და ქარ­თ­ვე­ლებს. სწო­რედ ამი­ტომ, ილია გან­გებ წა­მო­იწყებს სა­უ­ბარს ამ თე­მა­ზე მო­ხე­ვეს­თან: „ახ­ლა რომ მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბა არის?“. ლელთ ღუ­ნი­ას პა­სუ­ხი თა­ვად ავ­ტო­რის მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა: „რა­ის ვაქ­ნევ ცა­რი­ალ მშვი­და­ბას ცა­რი­ალ სტვა­მა­ქით. რაი არნ მშვი­და­ბა? უხ­მარ სა­ტე­ვარს ჟან­გი და­ედ­ვის, უს­რ­ბო­ლო წყალ­ჩი ბა­ყაყ­ნი, ჭია-ჭუაი, ქვემ­ძ­რო­მი გამ­რავ­ლ­დის. უდე­გარ, უს­ვე­ნარ თერ­გ­ჩი კი კალ­მა­ხი იცის! რაი არნ მშვი­და­ბა ცოცხ­ვალ კაც­თათ­ვის? რაი არნ მტე­რო­ბა, თუ ერი ერობს? ცა­რი­ალ მშვი­და­ბა მი­წა­ჩიც გვე­ყო­ფის“. მო­აზ­როვ­ნე ქარ­თ­ვე­ლის სიტყ­ვით, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის, მა­ღა­ლი იდე­ა­ლე­ბის და­კარ­გ­ვით დამ­ყა­რე­ბუ­ლი მშვი­დო­ბა არაფ­რის მაქ­ნი­სია, მე­ტიც, უარე­სია, რად­გან თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ტო­ვებს.

ილი­ას ნა­აზ­რევ­ში მშვი­დო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის გა­დაწყ­ვე­ტას­თან, არა­მედ იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ თა­ნას­წო­რო­ბას, მო­ქა­ლა­ქე­თა კე­თილ­დღე­ო­ბას, ქვეყ­ნის სრულ­ფა­სო­ვან გან­ვი­თა­რე­ბას. ამ თვალ­საზ­რი­სით, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის პო­ზი­ცია სრუ­ლად მი­ე­სა­და­გე­ბა აუნ სან სუ ჩის (ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მშვი­დო­ბის დარ­გ­ში) შე­ფა­სე­ბას: „მშვი­დო­ბა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ სი­სას­ტი­კი­სა და ომის არარ­სე­ბო­ბას, გუ­ლის­ხ­მობს ყვე­ლა იმ ფაქ­ტო­რის აღ­მოფხ­ვ­რა­საც (დის­კ­რი­მი­ნა­ცია, უთა­ნას­წო­რო­ბა, ძალ­მომ­რე­ო­ბა), რომ­ლე­ბიც ემუქ­რე­ბა მშვი­დო­ბას“ (Suu Kyi, 1991).

ლელთ ღუ­ნია გლეხ­კა­ცია, ამ­დე­ნად ის უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნის ენით გვე­სა­უბ­რე­ბა: ცა­რი­ე­ლი მუც­ლით მშვი­დო­ბას რას „ვაქ­მ­ნე­ვი­ნე­ბო“, თუმ­ცა „ცა­რი­ელ სტავ­მაქ­ში“ მხო­ლოდ მში­ე­რი კუ­ჭი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­დუხ­ჭი­რე კი არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა, მო­ი­აზ­რე­ბა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის უქონ­ლო­ბაც (ეს მო­ხე­ვეს მსჯე­ლო­ბა­ში, კერ­ძოდ კი, წარ­სუ­ლი­სა და აწ­მ­ყოს შე­პი­რის­პი­რე­ბა­ში, კარ­გად გა­მოჩ­ნ­და).

აქ­ვე მინ­და შე­და­რე­ბი­სათ­ვის მო­ვიხ­მო ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის, თე­ო­დო­რე რუზ­ველ­ტის სიტყ­ვე­ბიც: თუ არ­ჩე­ვა­ნი მექ­ნე­ბო­და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა­სა და მშვი­დო­ბას შო­რის, მე სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას ავირ­ჩევ­დი – „If given the choice between Righteousness and Peace, I choose Righteousness“ (Roosevelt, 1915). რო­გორც ვი­ცით, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ნერ­გ­ვის თვალ­საზ­რი­სით, აშშ ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ქვე­ყა­ნაა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. აშშ ზე­სა­ხელ­მ­წი­ფოა არა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თის გა­მო, არა­მედ სწო­რედ იმი­ტომ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე უფ­რო დიდ პა­ტივს სცე­მენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა­სა და თა­ნას­წო­რო­ბას. მშვი­დო­ბა­სა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას შო­რის, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას ირ­ჩევს ილი­აც:

 „- რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა სჯო­ბია, მაძღა­რი თუ მრთე­ლი?

– ორი­ვენ ერ­თა­და. უერ­თურ­თოდ ქვე­ყა­ნაი გონ­ჯაა.

– ორ­ში რომ ერ­თი ამო­გარ­ჩე­ვი­ნონ?

– ორ­ჩი­და? არ­ჩე­ვან­ზედ? ამ ღორ­ღი­ან კლდეთ ვი­ჯობ­დი, ჯან­მ­რ­თე­ლია. ადა­მის ძეი ბა­ლა­ხი­თაც, გა­ჭირ­დის, გაძღე­ბის, სატ­კი­ვარს რაი ეყ­ვის?“

დღე­ვან­დე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ამ სა­კითხის გა­აზ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­შე დგას რო­გორც ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის, ისე სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ხში­რად გვეს­მის, რომ მშვი­დი თა­ნაცხოვ­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის უნ­და დავ­თ­მოთ გარ­კ­ვე­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, თუმ­ცა ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს – წეს­რი­გი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის გა­რე­შე მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად და­ირ­ღ­ვე­ვა. ამი­ტომ ახალ­გაზ­რ­დებ­მა უნ­და გა­ი­აზ­რონ, რომ დათ­მო­ბა, რო­მე­ლიც ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ ვერც სტა­ბი­ლუ­რო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია დღეს, რო­ცა ქვე­ყა­ნა დგას დი­ლე­მის წი­ნა­შე – რო­გორ და­იც­ვას მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბე­ბი და რე­გი­ონ­ში სიმ­შ­ვი­დე. სწო­რედ ამი­ტომ, ილი­ა­სე­უ­ლი ხედ­ვის გა­აზ­რე­ბა ახალ თა­ო­ბას და­ეხ­მა­რე­ბა, უკეთ შე­იც­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ამ ფუნ­და­მენ­ტურ სა­კითხ­ზე.

„მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“ თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი­სა და ახ­ლის, წარ­სუ­ლი­სა და აწ­მ­ყოს დი­ა­ლო­გის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია. მას­ში ასა­ხუ­ლია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის რთუ­ლი და წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვი პრო­ცე­სი.

 

ლი­ტე­რა­ტუ­რა:

⇒ გამ­სა­ხურ­დია, კ. (2012). ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე (ნაწ. 2). ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბი სკო­ლა­ში (წგ. 3). სა­ქარ­თ­ვე­ლოს მაც­ნე.

⇒ მი­ნაშ­ვი­ლი, ლ. (2010). ახა­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია. თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა.

⇒ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო. (2022). ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის სტან­დარ­ტი.

https://mes.gov.ge/content.php?id=13355&lang=geo

⇒ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა. (n.d.). მშვი­დო­ბა. ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი ლექ­სი­კო­ნი.

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=4082

⇒ ჭავ­ჭა­ვა­ძე, ი. (n.d.). მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა.

http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/mgzavris_werilebi.htm

⇒ ჭავ­ჭა­ვა­ძე, ი. (n.d.). სოფ­ლის უფ­რო­სის არ­ჩე­ვა­ნი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია.

სოფლის უფროსის არჩევანი

⇒ Roosevelt, T. (1915, December 28). Address before the American Sociological Society: The International Posse Comitatus. In H. Hagedorn (Ed.), The Works of Theodore Roosevelt: Memorial Edition (Vol. 20, pp. 316-317).

⇒ Suu Kyi, A. S. (1991, December 10). Nobel Prize Lecture [delivered by Aung San Suu Kyi’s son]. The Nobel Foundation.

https://www.nobelprize.org/prizes/peace/1991/kyi/lecture/

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ქალი კალიგრაფები

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება